გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა იტალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა იტალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გერმანელის თქმით, ის ცდილობს, ისევე გამოადგეს გუნდს, როგორც პირლო ეხმარება თავის ნაკრებს.

"მიზანი ევროპის ჩემპიონობაა და მჯერა, რომ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება.

უკრაინა-პოლონეთში გამარჯვებისთვის ჩამოვედით და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის.

თუმცა მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და ძალების მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. იტალიის ნაკრები სუსტი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ ჩემპიონატზე თუ ასე კარგად იასპარეზებდა, ნამდვილად არ მეგონა.

ჯგუფურ ტურნირზე ესპანეთს ტოლი არ დაუდეს, ინგლისის ნაკრები კი აშკარად დაჩაგრეს და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდნენ.

იტალიას, ანდრეა პირლოს სახით, ლიდერი ჰყავს, რომელიც აგერ, უკვე მერამდენე წელია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. სხვათა შორის, პირლოს ხშირად მადარებენ, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს - მე მე ვარ და ვცდილობ, ისევე გამოვადგე ბუნდესგუნდს, როგორც პირლო ეხმარება თავის ნაკრებს.

წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის და იმედია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება", - თქვა იოზილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია VS იტალია - ტიტანების ჯახი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად