ჩემპიონატში "ბაიას" ნაცვლად მოთამაშე ზუგდიდური კლუბის მიზანი უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იქნება
ბოიომო ფრიდოლინი, ალექსანდრე კოშკაძე, დავით ბოლქვაძე, სევასტი თოდუა, ლაშა ძაგანია, ლადო ნადირაშვილი, როინ ონიანი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებთანაც უმაღლეს ლიგაში ზუგდიდის "ბაიას" ნაცვლად მოთამაშე "ზუგდიდმა" სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღე-დღეზე კონტრაქტებსაც გაუფორმებს.

შეგახსენებთ, ნადირაშვილმა და კამერუნელმა ბოიომომ გასული სეზონი ფოთის "კოლხეთში" დაასრულეს, კოშკაძე წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო, ბოლქვაძე ბოლოს ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა, თოდუა რუსთავის "მეტალურგში" ასპარეზობდა, ძაგანია ცხინვალის "სპარტაკის" კარს იცავდა, ონიანი კი ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა.

როგორც ხედავთ, ახალწვეულთა არცთუ ურიგო სიაა, რომელიც შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს.

"ზუგდიდი" მომავალი სეზონისთვის მზადებას, სავარაუდოდ, 28 ივნისიდან შეუდგება. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია იქნება, ელგუჯა ქომეთიანი კი მის ასისტენტად იმუშავებს.

განიხილება უცხოური შეკრების ვარიანტი. როგორც ქომეთიანმა გვითხრა, საამისო სახსრები აუცილებლად გამოინახება და "ზუგდიდი" შეკრებაზე თურქეთში, ავსტრიაში ან სლოვენიაში გაემგზავრება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს განმუხურის ახლად აგებულ არენაზე ჩაატარებს.

ზუგდიდური კლუბის მიზანი უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იქნება.

რაც შეეხება "ბაიას", შესაძლოა, ამ სახელწოდების კლუბმა პირველ ლიგაში ითამაშოს, "ბაიას" საფეხბურთო აკადემია კი არსებობას დანამდვილებით გააგრძელებს.

კვალიფიციური ახალწვეულები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდელთა გასახარად, სასიკეთო ძვრების მოლოდინში ვართ"

იშვიათი აჟიოტაჟი ქართულ ფეხბურთში - ზუგდიდელები გიორგი სომხიშვილის გუნდიდან გაშვებას აპროტესტებენ

ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ

უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად "ზუგდიდი" ან "ოდიში" ითამაშებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს