ვეტერანმა ფეხბურთელმა ინგლისურ პრესას ინტერვიუ მისცა
"არსენალიდან" წასვლის შემდეგ "მეთოფეთა" შვედი ვარსკვლავი, 35 წლის ფრედი იუნგბერგი ბედმა ხან სად ატარა, ხან სად, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, ის დღემდე ჭეშმარიტ არსენალელად რჩება.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ინტერვიუ ინგლისურ პრესას მისცა.

- "არსენალი" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამჟამად ლონდონში ვცხოვრობ და აქაურობას ხშირად ვსტუმრობ, რადგან აქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ურთიერთობას ჩემს ძველ თანაგუნდელებთან დღემდე ვინარჩუნებ. ერთმანეთთან ჩვენ დღემდე ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.

სხვათა შორის, ამას წინათ მიუნხენში იენს ლემანს შევხვდი. ვიცი, რომ ბიჭები ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან.

ახლანდელი გუნდის ყურება მსიამოვნებს. ამ ეტაპზე ის საკმაოდ ახალგაზრდულია და აქვს შანსი, რომ სულ უფრო და უფრო უკეთ ითამაშოს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი იყიდა, მისი მომავალი კიდევ უფრო ნათელ ფერებში მოჩანს.

პერ რაისი (არსენ ვენგერის ყოფილი თანაშემწე, "არსენალში" 44 სეზონი გაატარა. რედ) ფეხბურთიდან წავიდა. ის აქცენტს უფრო მცველებთან მუშაობაზე აკეთებდა და უკანახაზელებს ძალიან ეხმარებოდა პროფესიულ ზრდაში. მაგალითად ის, რომ ეშლი კოული ტოპკლასის მცველია, პეტის დიდი დამსახურებაა.

მას დიდი როლი ჰქონდა ყოველთვის ნახევარდაცვის გამართულად მუშაობაშიც და ვენგერის სამწვრთნელო შტაბის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან წევრად რჩებოდა.

ის შეუდარებელი იყო. ჩვენს გუნდში სწორედ პეტ რაისმა ითამაშა განსაკუთრებული როლი ფრანგული და ინგლისური ფეხბურთის ჰარმონიულ სიმბიოზში. მისი დახმარებით ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საათის მექანიზმი.

როცა სათამაშოდ ჯერ ამერიკაში წავედი და მერე იაპონიაში, მომეცა შესანიშნავი შანსი, შემესწავლა განსხვავებული კულტურები, გამეცნო ახალი ხალხი. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული მას მერე, რაც "არსენალიდან" წავედი. იმ გამოცდილებას, რაც ამ ქვეყნებში მივიღე, შეუფასებლად მივიჩნევ.

ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა და ფეხბურთის თამაშს ჯერ კიდევ ვაპირებ.

თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არ არის. მაქვს რამდენიმე წინადადება, რომელთაც ივლისში უნდა ვუპასუხო. ეს კიდევ ერთი ახალი თავგადასავალი იქნება ჩემთვის. ჩემი ცხოვრებით თავად ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის