ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!

მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!

"მწვრთნელთან ურთიერთობა ამერია. მოულოდნელი და საწყენი ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ. ჩავალაგე ბარგი და წამოვედი"
მოულოდნელი ამბავია - ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, გადაწყვეტილება კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლუბ მუსლინმა მიიღო.

...შარშან, აპრილში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" 26 წლის ქართველი თავდამსხმელის მიერ "ტომის" კარში გატანილი მეორე გოლი (მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული დარტყმით ცხრიანში შეაგდო) TVGOLO.COM-ის მაყურებლებმა ყოველკვირეულ მსოფლიო გოლების ჰიტ-აღლუმში საუკეთესოდ აღიარა და მექსიკის ნაკრების ვარსკვლავის, ჯოვანი დოს სანტოსისა და ბრაზილიელი ვარსკვლავის, რონალდინიოს გატანილებს ამჯობინეს.

ეს მარცვალაძის კარიერის პიკი იყო, რომელსაც მალე სასურველი ტრანსფერიც დაემატა: შარშან, მაისის ბოლოს, რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის გმირი გახდა და "ვოლგაზე" ბევრად ძლიერ "კრასნოდარში" გადავიდა.

გარიგების საფასური შემდგომში გახდა ცნობილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და ამბიციურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ნიჟნინოვგოროდელებს კი 2,6 მილიონი ევრო გადაუხადა.

ოთარ მარცვალაძის ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა, მაგრამ წლეულს, ივნისში "კრასნოდარმა" სეზონისთვის სლოვენიაში მზადება რომ დაიწყო, მარცვალაძე გუნდს არ ახლდა.

"სხვადასხვა მიზეზის გამო მარცვალაძე და კიდევ სამი მოთამაშე ინდივიდუალური პროგრამით კრასნოდარში ემზადებიან", - მაშინ ეს განაცხადა "კრასნოდარის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ხაშიგმა, მაგრამ ქართველი ლეგიონერის დატოვების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

არადა, ბოლო დღეებია, ვრცელდება ხმები, თითქოს მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა და შესაძლოა, თბილისის "დინამოში" გადავიდეს.

თავად ფეხბურთელმა პირველი ინფორმაცია დაგვიდასტურა, მეორე კი უარყო:

- დიახ, "კრასნოდარიდან" მართლაც წამოვედი.

- მიზეზი რა გახდა?

- ტრავმა მართლაც მაქვს, საზარდული მაწუხებს, მაგრამ ეს არ ყოფილა წამოსვლის მიზეზი - მწვრთნელთან ურთიერთობა ამერია და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება გამომიცხადა.

მოულოდნელი და საწყენი ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ. ჩავალაგე ბარგი და წამოვედი.

- კონტრაქტი გაწყვიტე?

- ამაზე შევთანხმდით და იმედია, მალე თავისუფალი აგენტი გავხდები.

- და ამის გამო ამტკიცებენ, რომ თითქოს კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებ? გორის "დილაც" ახსენეს, რომელსაც შენი მენეჯერი მამუკა ჯუღელი ეხმარება...

- არ დაიჯეროთ. საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ და ამ საკითხზე ჩვენ არც გვილაპარაკია.

- აბა, სად ითამაშებ?

- წარმოდგენა არ მაქვს. ახლა თბილისში ვარ, ვმკურნალობ და ვისვენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატომ არ წაიყვანა "კრასნოდარმა" ოთარ მარცვალაძე სლოვენიურ შეკრებაზე

ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"

TVGOLO.COM: მარცვალაძის გოლი მსოფლიოში საუკეთესოა [+VIDEO]

• OT

შოთას გუნდს კარგი ფორვარდი გამოადგებოდა.

• FIFA-UEFA

Burton საქართველოში "არა გარიგებულ თამაშებს" არ შეიძლება.

• giorgi89

მარცვალ ძალიან ჯიგარი ადამიანი ხარ! ))))))))) ძალიან მიყვარხარ და დიდ წარმატებებს გისურვებ!!! ყველაფერ უკეთესს )) სუფთა ქართველი და სუფთა ფეხბურთელი ხარ ჩემ თვალში! რაც არ უნდა უიღბლობა დაგემართოს, მჯერა ღმერთი მაინც გაგახარებს! ძალიან მინდა რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად გაიმარჯვო! შენ ხარ სუფთა დრიბლიორი, გაქცევა, კაცის მოტყუება და რაც მთავარია სისწრაფე - ეს შენი კოზირი და თვისებებია! საერთოდ ნაღდი ფეხბურთელი ხარ. ყველა არაა ასეთი, ბუნებრივად. ასეთებს სიძნელეები აქვთ ხოლმე ცხოვრებაში და კარიერაში. არ ველოდი კრასნოდარშიც თუ არ დაგაყენებდნენ, კაი კაცი მეგონა ეგ მუსლინი, რა დაემართა. ოთარ იმდენს მოგზაურობ, შენ თუ ასე გააგრძელე.. ერთ დღეს იქნებ მადრიდში ამოყო თავი :)

• dudu

ბარტონ, რა პირობები უნდა შესთავაზონ, კი გასაგებია დაახლოებით, მარა მოედნებს გამოცვლიან, რო ხნულებში და უხარისხო ხელოვნურებზე არ ათამაშონ? ანდა, პროფესიულ ზრდაში წაადგება აქ თამაში? მარცვალაძის მენტალიტეტზე ლაპარაკს ის ჯობია, იმათ მენტალიტეტზე ვილაპარაკოთ, ქართულ ფეხბურტს ვინც ამ უბედურ დღეში ამყოფებს.

• gulshematkivari

ძალიან კარგია თუ წამოვიდა. დაწმუნებული ვარ მაგარ გუნდში გადავა, თანაც თავისუფალი აგენტია და არ გაუჭირდება. წარმატებები ოთარ და რაც შეძილება მალე მოწყობა ახალ კლუბში. ხომ იცი ნაკრებს ჰაერივით რომ ჭირდები.

• Burton

საქართველოში დაბრუნებაზე რატომ არ ფიქრობ, რა იცი, რა პირობებს გთავაზობენ? შენი სამშობლო არაა საქართველო?! რანაირი მენტალიტეტია

• irakli1805

ეგდოს ახლა მუსლიმი მავსესიანის იმედად, კრასნოდარშიც კარგი და საჭიროგოლები გაქონდა , და ნორმალურ გუნდში 100% გადავა დარწმუნებული ვარ

• cudi

ძალიან კარგი ფეხბურთელია!! რომელიმე ევროპული გუნდი თუ მიიწვევს კარგი იქნება...(ვიტესიც არ იქნება ცუდი ვარიანტი)))

• მაიკო

არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა,იმან იკითხოს ვინც დაკარგა ოთარი,თორემ ამას ღმერთი არ გასწირავს ისეთი კარგი და ღვთისნიერი ადამიანია,თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის საფეხბურთო სამყაროში.ღმერთმა ხელი მოუმართოს!

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა