21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა და რუსეთის ჩემპიონმა წინასწარ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს
28 ივნისს რუსეთის ჩემპიონი, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" პორტუგალიაში გაფრინდა. "ზენიტს" სეზონისწინა პირველი შეკრება იტალიაში ჰქონდა, ახლა კი მზადებას პორტუგალიის ქალაქ ლაგუშში გააგრძელებს.

ჩვენთვის კი ეს ამბავი იმიტომ გახდა საინტერესო, რომ იმავე დღეს ლევან ყენია გერმანიიდან ასევე პორტუგალიაში გადაფრინდა და "ზენიტს" იქ შეუერთდება.

ალბათ, გახსოვთ, წინა კვირაში რომ გაუწყეთ, ყენია "ზენიტის" ინტერესის სფეროშია მოქცეული და ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდებაო. ამ ისტორიას წერტილი დასმული ჯერ არ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე წინ მიდის.

ყენიას ქრონიკული ტრავმიანობის გამო დაახლოებით ორწელიწადნახევარი გაუცდა გელზენკირხენის "შალკეში". საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ეს მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელი ამ ფატალურმა უიღბლობამ ძალიან დააზარალა, თუმცა ყენია არ თმობს და კვლავაც ამბიციურ, წარმატებულ და ფინანსურად ძალიან ღონიერ კლუბში აპირებს გადასვლას.

შევიტყვეთ, რომ ყენიამ და "ზენიტმა" წინასწარ კონტრაქტს უკვე მოაწერეს ხელი. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ყენია აუცილებლად გახდება "ზენიტის" ფეხბურთელი, მაგრამ ამის დიდი შანსი ნამდვილად არის.

ყენია ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, თუმცა მოედანზე შესვლის საშუალება მისთვის არ მიუცია. ამ ყველაფერმა ყენიას გულისწყრომა გამოიწვია - ამდენი ხანი გამიცდა, ახალ გუნდში გადასასვლელად ნაკრებში თამაში გამომადგებოდა, მაგრამ ხელი არ შემიწყვესო...

ყენიას ალექსანდრე ჩივაძემ უხმო 21-წლამდელთა ნაკრებში. ლევანმა ორჯერ ითამაშა და მწვრთნელის ქებაც დაიმსახურა - მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩიო.

და მართლაც, ყენიამ ორ სანაკრებო შეხვედრაში გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

ახლა "ზენიტის" ჯერია. პიტერელებმა ყენიას შესაძლებლობები კარგად უწყიან, სხვანაირად საქმე აქამდე არ მივიდოდა. ყენია ჯერ 21 წლისაა და თუ ისევ კოჭმა არ უმუხთლა, ყველაფერი წინ აქვს.

თქმა რად უნდა, რუსეთის საუკეთესო გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებსაც დიდად გამოადგება. მიგელ დანი, ალექსანდრ კერჟაკოვი, ანდრეი არშავინი... ასეთ ანსამბლში ყენიას ყოფნა სავსებით რეალური გახდა.

ყენია უკვე ზენიტშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]

რა უთხრა თემურ ქეცბაიამ ლევან ყენიას მსურველ კლუბს

თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

Giorgipirweli
ეს უნიჭიერესი ბავშვიც დავკარგეთ ალბათ
devi
კარით რა!დაამთავრეთ ამ ნაწყენობაზე ლაპარაკი. ამით რისი მიღწევა გინდათ?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა