განელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა ბიჭუნამ ბოლოს და ბოლოს შეძლო თავისი გამზრდელი სილვია ბალოტელის გაბედნიერება
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა და თავისი გუნდი ტურნირის ფინალში გაიყვანა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ დუბლი დედობილს მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ მარიო ბალოტელის ბიოლოგიური მშობლები განელი ემიგრანტები იყვნენ, დედობილი და მამობილი კი იტალიელები არიან.

"ამ დღის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა? მოედნიდან გამოსვლის შემდეგ დედაჩემთან შეხვედრა იყო. მაშინვე ვუთხარი: "ამ გოლებს შენ გიძღვნი".

დედაჩემი ახალგაზრდა აღარაა და მისთვის იოლი არ იყო ვარშავაში ჩამოსვლა, მაგრამ მან ეს შეძლო. ძალიან დიდხანს ველოდი იმ მომენტს, რომ ის გამებედნიერებინა. კიევში კი ფინალურ შეხვედრას მამაჩემიც დაესწრება.

ჩემი ნათესავების, ახლობლებისა და მეგობრების ამ თამაშზე დასწრებამ გამამხნევა და ძალა შემმატა. შევეცდები, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე".

რაც შეეხება მარიოს წარმომავლობას, მისი ნამდვილი დედ-მამა განელი ემიგრანტები ტომას და როუს ბარვუები იყვნენ, რომლებსაც თანდაყოლილი ავადმყოფობის მქონე ბავშვის მკურნალობა და აღზრდა არ შეეძლოთ. 2 წლის ბიჭუნაზე ზრუნვა მათ კონჩეზიოში მცხოვრებ ბალოტელების ოჯახს სთხოვეს, სადაც ორი ვაჟი და ერთი გოგონა უკვე იზრდებოდა.

მოგვიანებით ფრანჩესკო და სილვია ბალოტელებმა განელი ბიჭუნა ოფიციალურად იშვილეს, მის აღზრდაში კი მშობლებს მარიოს უფროსი "ძმები", ჯოვანი და კორადო ეხმარებოდნენ.

ასევე იხილეთ

გერმანია-იტალია 1:2 - ისტორიამ შემობრუნება არ ინება [+VIDEO]

gela
სვილის გადცენა მამაცობაა მისი გაზრდა კი არის გმირობა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა