საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და კლუბები მორიგ შეხვედრას 4 ივლისს გამართავენ
ეროვნული ჩემპიონატის დებულება, საპრიზო ფონდის განაწილება, მართვა - ამ ძირითადი საკითხებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი კლუბები მიიწვია, თუმცა 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ რვა კლუბის წარმომადგენლები მივიდნენ: "დინამო", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "კოლხეთი", "სიონი" , "დილა" და "მერანი".

მართვის პროექტი და საშეჯიბრო დებულების ვარიანტი - ფედერაციამ ეს კლუბებს შეხვედრამდე ჩამოურიგა.

ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, რომ შეხვედრაზე წინადადებები და შენიშვნები მხოლოდ "დინამომ" წარმოადგინა და ფედერაციის პრეზიდენტმა კლუბებს აქტიურობისკენ მოუწოდაო.

"შეხვედრაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ კლუბები პროფლიგის შექმნას ვერ ახერხებენ; მით უფრო, რომ სფფ-მ ჩემპიონატის საპრემიო ფონდი გააორმაგა (2 მილიონი ლარი).

წლევანდელ სეზონს სფფ და კლუბები მოსამზადებლად გამოიყენებენ, რათა მომავალი საშეჯიბრო სეზონისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, საჭიროა თუ არა პროფლიგის შექმნა და რა სახით უნდა იარსებოს ამ ორგანომ", - იუწყება ფედერაციის ვებგვერდი.

მართვის პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას კლუბების საბჭო. გათვალისწინებულია ლიგის დორექტორის თანამდებობის შექმნაც.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს, ფედერაცია კლუბებს საშუალებას აძლევს, რომ თვითონ დაადგინონ ამ თანხის გადანაწილების პრინციპი.

ფედერაციის ხელმძღვანელობა და კლუბები მორიგ შეხვედრას 4 ივლისს გამართავენ.

აქტიური ჯერ ერთია: დინამო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები სათათბიროდ დაიბარა

ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი

დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად