გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი იმედოვნებს, რომ მის გუნდს მთავარი გამარჯვებები წინ ელის
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამარცხა გერმანია და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ბუნდესგუნდი ასეთი ფავორიტი ალბათ მაშინაც არ იყო, როდესაც 2006 წელს, სახლში ეთამაშებოდა "აძურას", მაგრამ ამით, არაფერი შეცვლილა - გამარჯვება ისევ იტალიას დარჩა. აპენინებზე ამ წარმატებას დიდი ზარზეიმით შეხვდნენ, გერმანია კი საყოველთაო მწუხარებამ მოიცვა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მათი ნაკრების მარცხი ღირსეულად მიიღეს და იქ, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ იტალიამ ფინალში გასვლა დაიმსახურა.

ვერ ვიტყვით, რომ იოაჰიმ ლიოვი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, მაგრამ უკმსყოფილება მაინც სახეზეა... მაგალითად, ლიოვს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ თომას მიულერი დატოვა სათადარიგოთა სკამზე და მის ნაცვლად, ძირითადში ტონი კროოსი გაამწესა. იგივე შეიძლება ითქვას მიროსლავ კლოზეზე, მაგრამ აქ ალბათ გერმანელებს ზედმეტი მოსდით - მირო რომ ძირითადში ყოფილიყო, ზუსტად ანალოგიურად გააკრიტიკებდნენ მარიო გომესის თადარიგში დატოვების გამო.

მოკლედ, გერმანელები შეცდომებს აანალიზებენ, იტალიელები კი უკვე ფინალზე ფიქრობენ; ჩვენ კი მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ...

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ბოლო 15 წუთში, ორი 100%-იანი მომენტი გავაფუჭეთ, მეტოქე კი მთელი ძალებით წავიდა წინ და ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.

ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, ფენომენალური თამაში ვაჩვენეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

შეგირდებმა ყველა დავალება იდეალურად შეასრულეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უმაღლესი კლასის პროფესიონალები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უძლიერესი გუნდი გამოვთიშეთ ჩემპიონატს და ამით, ამაყები ვართ.

ვინ არის ფავორიტი ფინალში? - ესპანეთის ნაკრები, როგორც უფრო გამოცდილი გუნდი, ნამდვილი ჩემპიონებით დაკომპლექტებული, მაგრამ არც ჩვენი ჩამოწერა შეიძლება".

იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"წავაგეთ ძალიან ძლიერ გუნდთან, რომელიც დაცვაში უშეცდომოთ მოქმედებდა, ნახევარდაცვაში ძალიან ტექნიკურად და შეტევაში სწრაფად.

მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან მათ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

საერთოდ, მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩავატარეთ, ოთხი თამაში მოვიგეთ და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. ევროპის ჩემპიონატსაც რომ თავი დავანებოთ, ზედიზედ 15 ოფიციალური მატჩში არ წაგვიგია, რაც ფენომენალური შედეგია.

დარწმუნებული ვარ, მთავარი გამარჯვებები წინ გველის".

მიროსლავ კლოზე (გერმანია):

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემს საფეხბურთო კარიერაში და ძალიან მიჭირს ლაპარაკი. გასახდელში თითქმის ყველა ტიროდა და ამ სურათის ყურება, ძალიან გამიჭირდა.

შეიძლება, ჩვენ მეტისმეტად დიდი პოსტივისცემით ვუყურებდით მეტოქეს და ისე ვერ ვიბრძოლეთ, როგორც საჭირო იყო.

დღეს, რთულია იმაზე ლაპარაკი, რომ 2014 წლის მუნდიალზე ასპარეზობა მსურს - ჯერ, ეს მტკივნეული მარცხი უნდა გადავიტანოთ".

ჯორჯო კიელინი (იტალია):

"ეს იყო დიდი გამარჯვება დიდი გუნდის წინააღმდეგ. 95 წუთის განმავლობაში, თავი არ დაგვიზოგავს და მადლობა ღმერთს, ფინალის საგზური მოვიპოვეთ.

საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, ბოლოსკენ გადავიღალე, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გოლი არ გაგვეშვა. მართალია, ერთ გოლს ვერ ავცდით, მაგრამ მთავარია, რომ ფინალური მატჩის საგზური მოვიპოვეთ.

ესპანეთთან კიდევ უკეთესად უნდა გავისარჯოთ, რადგან ამ გუნდს გამარჯვება სისხლში აქვს. მათთან პირველი მატჩი ჩავატარეთ და ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. მთავარია, ბურთის თავისუფლად ფლობის საშუალება არ მივცეთ და ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ევრო 2012. 1/2-ფინალის შეჯამება: აღვირახსნილი მარიო და იტალია

გერმანია-იტალია 1:2 - ისტორიამ შემობრუნება არ ინება [+VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად