ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალის სიმბოლური ნაკრები გაზეთ "ლელოს" ვერსიით
ცხადი იყო, რომ ნახევარფინალის სიმბოლურ ნაკრებში უმეტესად ფინალისტების წარმომადგენლები მოხვდებოდნენ, მაგრამ ერთი გუნდის ასეთ დომინირებას მაინც ვერ წარმოვიდგენდით.

11 ფეხბურთელიდან 7 იტალიელია და ვფიქრობთ, "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალის სიმბოლურ ნაკრებში ასეთი წილი ნამდვილად დაიმსახურა. თანაც, მეორე ნახევარფინალური მატჩი არ იყო ხეირიანად ინტენსიური, რომ ბევრი მოთამაშე გამოგვერჩია.

სიმბოლურში დამარცხებული გუნდების ფეხბურთელებიც მოვახვედრეთ - გერმანიიდან სამი ხედირა, ხოლო პორტუგალიიდან - პეპე.

ევრო 2012. 1/2-ფინალი

პორტუგალია-ესპანეთი 0:0 (პენ. 2:4) - იკერ კასილიასმა ხელთათმანი ისროლა [+VIDEO]

გერმანია-იტალია 1:2 - ისტორიამ შემობრუნება არ ინება [+VIDEO]

სიმბოლური ნაკრები

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

იკერ კასილიასს ბევრი საქმე არ ჰქონია, მანუელ ნოიერმა კი გერმანიის ნაკრები ვერცერთხელ იხსნა და მეტიც: მარიო ბალოტელის ორივე გოლის მომენტში სტატისტის როლში იყო - ბუნდესმეკარე არცკი განძრეულა.

სხვათა შორის, საკმაოდ კარგი იყო პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიო, თუმცა ჯიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

"აძურის" მეკარემ და კაპიტანმა იტალიელები 3-ჯერ მაინც იხსნა და სულ ერთმანეთზე უკეთესი სეივები აკეთა.

2. სერხიო რამოსი (ესპანეთი)

ესპანელთა მცველმა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ზონებს კარგად აკონტროლებდა და პორტუგალიელთა წინახაზელებს ინდივიდუალურადაც მედგრად ებრძოდა, შეტევაშიც არაერთხელ ჩაერთო და რაც პირადად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ოსტატურად შეასრულა.

3. ხორდი ალბა (ესპანეთი)

ვერ ვიტყვით, რომ ესპანელებმა პორტუგალიასთან ეფექტურად ითამაშეს - ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ისევე, როგორც საფრანგეთთან, კვლავ უჩვეულოდ ინერტული იყო - მაგრამ თუ "ფურია როხადან" ვინმეზე ითქმის, თავი არ დაზოგა და განსაკუთრებით მოტივირებული იყოო, პირველ რიგში ხორდი ალბაზე, რომელმაც ნანიც დაკეტა და შეტევებშიც არაერთხელ ჩაერთო.

ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ალბა უმაღლესი კლასის მარცხენა მცველია.

4. ლეონარდო ბონუჩი (იტალია)

დიდხანს ვიფიქრეთ, რომელი ცენტრალური მცველი შეგვერჩია იტალიის ნაკრებიდან - ლეონარდო ბონუჩი თუ ანდრეა ბარძალი და საბოლოოდ პირველზე შევჩერდით. "აძურის" ცენტრალურმა უკანახაზელებმა ერთნაირად კარგად ითამაშეს, მაგრამ ბონუჩი უფრო მონდომებული იყო და სიტუაცია რამდენჯერმე განმუხტა ისე, როგორც ეს მხოლოდ იტალიელ მცველებს ეხერხებათ ხოლმე.

მშვიდი და უსაფრთხო იყო ბარძალიც, მაგრამ მან ერთ მომენტში კინაღამ უნებლიე ავტოგოლი გაიტანა.

5. პეპე (პორტუგალია)

პორტუგალიელთა მხრიდან ესპანელებს ყველაზე მედგრად და უდიდესი თავდადებით "რეალის" მცველი ებრძოდა. პეპე უნაკლო გახლდათ და გარდა ამისა, მთელ რიგ მომენტებში თანაგუნდელების უპირველეს მოტივატორადაც გვევლინებოდა.

6. სამი ხედირა (გერმანია)

"ლელოს" უცხოური ფეხბურთის რედაქცია ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ ნახევარფინალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი იმსახურებდა - სამი ხედირა.

მატჩის დროს ხშირად ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ ეს უკანასკნელი მარტო იბრძოდა იტალიელთა უაღრესად კრეატიული ნახევარდაცვის წინააღმდეგ.

შვაინშტაიგერმა, კროოსმა, იოზილმა და პოდოლსკიმ მას მხარი ვერ აუბეს, თავად ხედირა კი ბრწყინვალე იყო!

7. რიკარდო მონტოლივო (იტალია)

ჩეზარე პრანელი ცამდე მართალი აღმოჩნდა, როცა ტიპური "ექვსიანი" ტიაგო მოტა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კრეატიული საყრდენი ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო გაამწესა.

მოტა ნამდვილად ვერ გააკეთებდა ისეთ გენიალურ პასს, როგორიც მონტოლივომ მისცა ბალოტელის, ამ უკანასკნელმა კი ეს მომენტი თავისი მეორე გოლით დააგვირგვინა.

ამ მომენტსაც რომ თავი დავანებოთ, მონტოლივო პირველიდან ბოლო წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ნოიერის კარს თავადაც დაემუქრა.

8. დანიელე დე როსი (იტალია)

გერმანელები ამბობდნენ, ჩვენი მთავარი მიზანი ანდრეა პირლოს განეიტრალება იქნებაო და ეს ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც, მაგრამ იტალიის ნაკრებს ხომ კიდევ არაერთი ისეთი ნახევარმცველი ჰყავს, რომლებსაც მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლის გარდა, უდიდესი სამუშაოს შესრულება და მშვენიერი პასების ჩამორიგება შეუძლიათ.

დე როსიც ერთ-ერთი მათგანია! რომაელმა ნახევარმცველმა "აძურის" ნახევარმცველთაგან ყველაზე მეტი იშრომა.

9. მარიო ბალოტელი (იტალია)

მარიო ბალოტელი, ნახევარფინალის მთავარი გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი: ამას ბევრი არ ელოდა! არანაირი გამართლება ან შემთხვევითობა - ბალოტელიმ ორივე გოლი უდიდესი ოსტატობით შეასრულა.

პირველი გოლის დროს ჰოლგერ ბადშტუბერს ეფექტურად დაუძვრა და ნოიერს თავით აუღებელი დაურტყა, მერე კი ბუნდესმეკარე უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მეორედ დატოვა სტატისტის როლში.

ასეთი ეფექტური ბალოტელი ნებისმიერი მწვრთნელისთვის საოცნებო ფეხბურთელია!

10. ანდრეა პირლო (იტალია)

ზემოთ ვთქვით, რომ გერმანელებმა პირლო ნაწილობრივ გაანეიტრალეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანდრეა მაინც გენიალური იყო!

მართალია, ისე თავისუფლად ვეღარ მოქმედებდა, როგორც ინგლისელებთან, მაგრამ მისთვის ჩვეული ბრწყინვალე პასები მაინც უხვად არიგა.

11. ანტონიო კასანო (იტალია)

გარდა მატს ჰუმელსის გაბითურებისა და ბალოტელის პირველ რიგში ლომის წვლილის შეტანისა (საგოლე პასი), "სკუადრა აძურას" "ათიანს" ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

კასანომ ყველა შეტევა კარგად გააგრძელა და უაღრესად ეფექტური გახლდათ მანამ, სანამ არ დაიღალა. დაღლით კი, ანტონიო საკმაოდ მალე იღლება ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ევრო 2012. 1/4-ფინალის შეჯამება: პირლოა თუ და ვინჩი? ანდრეა ხატავს!

ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ევრო 2012. მეოთხედფინალების სტატისტიკა - იბერიული ტრიუმფი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა