საქართველოს თასის მფლობელმა პირველი მოსამზადებელი შეკრება ავსტრიაში დაასრულა და 29 ივნისს სამშობლოში დაბრუნდა
გორის "დილამ" პირველი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და 29 ივნისს სამშობლოში დაბრუნდა.

"კლუბის ხელმძღვანელობამ ავსტრიაში მოსამზადებლად კარგი პირობები შეგვიქმნა. დიდი დახმარება გაგვიწია გრაცის "შტურმის" ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში პრობლემებს ოპერატიულად გვიგვარებდა.

საწყისი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ახლა უკვე ვიცით ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა და მე-2 შეკრებას აქედან გამომდინარე ვგეგმავთ.

იმედია, ევროპალიგის ეტაპის დაწყებისთვის გუნდი ფორმის პიკს მიაღწევს.

გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ველოდებით. ვიცი, გულშემატკივარი საბოლოო შემადგენლობის დასახელებას მოუთმენლად ელის, მაგრამ წინასწარ ამისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

"ლელომ" შეიტყო, შალამბერიძე ვის დამატებას გულისხმობდა: ლაპარაკია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიაზე.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდის მოთამაშეების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა, აბურჯანიას კი ჯერ კიდევ შარშან იწვევდნენ შვეიცარიული "ბაზელი" და ბელგიური "გენკი", თუმცა კონტრაქტის გაფორმებას მისი არასრულწლოვნება აბრკოლებდა და გიორგი "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელად რჩებოდა.

შევიტყვეთ, რომ ახალი სეზონიდან გიორგი გორის "დილაში" ჩაირიცხება, კონტრაქტს კი მალე გააფორმებს.

გორელები შევსებას ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

citosdedasmtkvnelashvili
cito, შენგან როგორ უნდა გამოვიდეს ნორმალური ადამიანი? აბა დაფიქრდი და ისე გამეცი პასუხი. ............. ............. შენი მენტალიტეტის ადამიანის მომავალს მე ვერ ვხედავ. ძალიან საწყენია, მაგრამ ეს ფაქტია.
fanatikosi
რატო ხართ შურიანები , იცი რო დღესაც აქ ბაზელის კონტრაქტი და უარი მხოლოდ იმ მიზეზის გამო თქვა,რომ თამაშის უფლება არ ექნებოდა 1 წელი. 18 წლამდე. მართლა ტყუილებს ნუ წერთ შურიანებო . საქართველოში ყველაზე პერსპეკტიული ფეხბურთელია და პაგონებზე ნუ ლაპარაკობ ძაან გთხოოოვ ))) არ იიციი ეტყობა ამ ბიჭს რეები აქ გაკეთებული და პაგონების ზნაჩიტ შენ გეტყობა არასწორს რო ბაზრობ ძმა ;)
messi
ზაზა გეთანხმები. არ მოსწყინდათ ერთი და იგივე ტყუილი, რამდენი წელია ერთი და იგივეს წერენ ამ ბიჭზე, რაში სჭირდებათ?
dolpi
ვულოცავთ დილასთან კონტრაქტს და ვანოს გაპრემიერებას.
cito
არაოფიციალურად: გიორგი აბურჯანიას პაგონები დააკერეს.
zaza
ბელგიური გენკი და შვეიცარიული ბაზელი კი არ იწვევდნენ,არამედ გასინჯვებზე იყო თვითონ ჩასული და არ დაიტოვეს ნუ ატყუებთ ხალხს:)სხვათა შორის ვიტესშიც იყო სინჯებზე და არც იქ დაიტოვეს,ეს მაგალითი უნდა იყოს სხვა ახალგაზრდებისთვის,რომ ნაჩქარევი ნაბიჯები არ გადადგან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად