ოფიციალურ მატჩებამდე თვენახევრით ადრე კალათბურთელებისთვის სათამაშო დროის განსაზღვრა გამართლებულია?
საქართველოს ნაკრებში არგამოძახებულ ლაშა გამყრელიძეს 29 ივნისს ველაპარაკეთ. გთავაზობთ მის ინტერვიუს.

- როგორი იყო შენი რეაქცია, როცა შეიტყვე, რომ ნაკრებს მიღმა დარჩი?

- გავოგნდი. შემადგენლობის გამოცხადებამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 18-კაციან სიაში საკუთარ გვარს ვერ ამოვიკითხავდი.

არადა, წლეულსაც დიდი სურვილი მქონდა, რითაც შემეძლებოდა, ნაკრებს იმით გამოვდგომოდი.

10 წელია, გუნდი ერთადაა, ოჯახად, მუშტად შევიკარით და მოულოდნელად სამ კალათბურთელს ნაკრების მიღმა გვტოვებენ.

- კონკრეტულ მიზეზად რა დაგისახელეს?

- გუნდი გაახალგაზრდავების გზას დაადგაო. მე, ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა ვეტერანები ვართ, რომლებიც ნაკრებს აღარ ვჭირდებით.

18 წლისა რომ ვიყავი, მაშინ მიძახებდნენ ნაკრებში და ახლა, როცა მეტი გამოცდილება შევიძინე და ნაკრებისთვის კარგის გაკეთება შემიძლია, მაინცდამაინც მაშინ დამითხოვეს?

- ვინ შეგატყობინა, რომ ნაკრებში ვერ მოხვდი?

- შემადგენლობის გამოცხადების წინა დღეს მწვრთნელებმა კოტე ტუღუშმა და დავით უსტიაშვილმა მითხრეს - ხვალ სიაში არ იქნებიო. მიზეზით დავინტერესდი. თამაში არ მოგიწევსო.

შარშან კარგ ფორმაში ვიყავი, ენახათ, იქნებ წლეულს უკეთეს კონდიციებში ვხვდები ოფიციალურ მატჩებს?

ვფიქრობ, კალათბურთელი 40 წლისაც რომ იყოს, თუ სათანადო ფორმაშია და გუნდის დახმარება შეუძლია, ბოლომდე უნდა გამოიყენო.

- მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან არ გილაპარაკია?

- დავურეკე და მანაც იგივე პასუხი მითხრა. იგორ კოკოშკოვი გუნდს ჩემს გარეშე ხედავს - სათამაშო დრო არ გექნება, არადა ამბიციური ხარ და სჯობდა თავიდანვე არ აგვეყვანეო.

არ ვიცნობ კალათბურთელს, ვისაც ამბიცია არ აქვს, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც გუნდს სჭირდებოდა.

მწვრთნელს ვუთხარი - წინასწარ რომ გეთქვათ, თამაში ცოტა, ან სულ არ მოგიწევსო, არჩევანის საშუალება მომეცემოდა: ნაკრებს ან დავტოვებდი, ან გვერდში დავუდგებოდი თანაგუნდელებს.

არც ის მიმაჩნია გამართლებულად, ოფიციალურ მატჩებამდე თვენახევრით ადრე კალათბურთელებს წუთებს რომ უთვლის.

გაოგნებული დავრჩი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!

საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია

მანუჩარ მარკოიშვილი: ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას

ZURABIUS
რომელ ფორმაზე საუბრობს გამყრელიძე? - საცოდავ საწართველოს ჩემპიონატში რომ ბურთაობს? ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში - არა პასი, არა სროლა, არა ტარება ( აქ კენკაობს ეგ თორე ნაკრებში ხელფეხშეკრული ბოდავს!!!)
beqa
არაფერი გესაქმება შენ ნაკრებში ჩემი ძმაო და არც არასოდეს გესაქმებოდა
ross
რა უაზროდ ამბიციურია..აშკარად ვერ თამაშობს და ვაჟკაცურად მიიღოს რომ არ გამოიძახეს
ი.კ.
ცოტა დიპლომატიურად შეიძლება ასეთი საკითხის გადაწყვეტა. აქ კოკოშკოვი არაფერ შუაშია. ქართველ ასისტენტებს შეეძლოთ მისთვის ნორმალური რჩევის მიცემა რომ ასე "ნაჯახით" ჩამოჭრა არ შეიძლძება. ბოისაზე რაღაც ყველა თანხმდებით რომ უნდა წასულიყო მაგრამ დასაფასებელია ის რაც მან საქართველის ნაკრებისთვის გააკეთა, მინიმუმ ნაკრებში ბოლო თამაშს ვათამაშებდი გაცილების ამბავში. ნიკა ცქიტიშვილის ადრე ჩამოწერეს, ძალიან კარგი სეზონი ქონდა და შეიძლებოდა მისი საქმეში ნახვა. ლაშა და ცქიტიშვილი კიდე საუკეთესო ქართველი გამთამაშებლები არიან მეტი უკეთესი ქართველებს არ გვყავს. ვნახოთ აბა რას იზამ ის ამერიკელი.
nba
მესმის ლაშასთვის საწყენია. თუმცა გულშემატკივრის პოზიციიდან ვეთანხმები მწვრთნელთა გადაწყვეტილებას. როცა გამთამაშებელს დაყენებული კი არა საერთოდ სროლა არ აქვს, როცა გამთამაშებელმა შესვლა არ იცის, ეხლა რონდოსავით პასებსაც არ მირიგებდეს გასაგებია რომ ასეთი კალათბურთელი ნაკრებში აქამდეც არ უნდა ყოფილიყო
zaali
კალათბურთში ჩახედულევს ერთი კითხვა მაინც არ გებადებად ან ეჭვი არ გიჩნდებათ რომ ცქიტიშვილი ეწირება ლიპარტელიანის და ვატო ანცვლიშვილის პაექრობას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტზე.. სულ მარტივია ვინ ვისი სიძეა გადაამწომეთ ;)
sdddds
ასე მოიშლება ნაკრები ასე უსამართლოდ რო მოექცევი მართლა ოჯახის წევრს მთავარი სიძლიერე ერთ ოჯახად ყოფნაში იყო და ოჯახიდან ორმა წევრმა რაგაცა რო იტკინა მაშინ მთლიანი ოჯახი აღარ იყო და ეს აისახა კიდეც ლაპარაკი მაქვს ფჩულიაზე და ცინცაძეზეასე თუ გაგრძელა იგორამ მოკლავს ოჯახს და ამოწყვიტავს
sdddds
ცოტას შევიგინები ადმინ და იზვინი კოკოშკოვ შენ ცოტა ხომ არ წაუ***ვე? ჯერ როგორ ელაპარაკები კალათბურთელს "ჩემს გარეშე ხედავს - სათამაშო დრო არ გექნება, არადა ამბიციური ხარ და სჯობდა თავიდანვე არ აგვეყვანეო." იგორ წესიერი მეგონე ბინძური ყოფილხარ ხო ამაზე უკეთესი პასუხი ვერ შეგირჩიე ან ცქიტოს რას ერჩოდა რახან ირანში თამაშობს სამაგიეროდ რავიცი რაგაცა საუკეთესო მოიგო მისმა გუნდმა რაც კი შეიძლებოდა და რათქმა უნდა ცქიტომ დიდი წვლილი შეიტანა შენ კი დავით წარმატებას გისურვებ მიყვარხარ კაი იგროკი ხარ ბოსაზე კიდე ხო ეგ ვერ იყო ისეთი როგორიც გამყრელა და ცქიტო და***ვდა რა ეს დეგენერატი
vareli
არ ვეთანხმები ამათ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ რომ კარგი მწვრთნელია საჭირო. ისეთი ვისაც უმუშავია მთავარ მწვრთნელად და არა ასისტენტად. გამყრელიძე ყოველთვის კარგ პასებს აკეთებდა, ცქიტასნაირი კალათბურთელები ნაღდად არ გვყავს რომ ცქიტა გარეთ დავტოვოთ. ბოისაზე გეთანხმებით. კორი ფიშერი კიდე გაირჭვეთ უკან
achxa
მე არც ცინცაძეს წავიყვანდი. ცქიტიშვილის ამბავი საკამათოა
dato
რამ გააოგნა საინტერესოა?ეს ნაკრებსჰი ყველაზე სუსტი რგოლი ანატოლი ბოისასტან ერთად!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა