გუნდი ევროპიდან 6 ივლისს დაბრუნდება და პეტერ ზაიზენბახერი ლონდონში წამსვლელ შვიდეულსაც დაასახელებს
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ოლიმპიურმა ნაკრებმა უკვე დაამთავრა საწვრთნელი კემპი ჩეხურ ნიმბურკში და ესპანეთში გადავიდა, სადაც კასტელდეფელსში 29 ივნისს ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებული მორიგი ანალოგიური ერთობლივი წვრთნები დაიწყო.

ჩეხური შეკრებისგან განსხვავებით, ესპანეთში ჩვენი ოლიმპიური გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს, რადგან ის ორი ლიცენზირებული სპორტსმენიც დაემატება, რომლებიც ტრავმების გამო ჩეხეთში არც წასულან: ვალერი ლიპარტელიანი (90) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

შეგახსენებთ, რომ ხანჯალიაშვილის ხელის ძველი ტრავმა აწუხებს, რის გამოც ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი მთელი ციკლი ჩაუვარდა, ლიპარტელიანმა კი ბრაზილიაში ფეხი იტკინა, თუმცა საშიში არაფერია და ვარჯიშებიც განაახლა. ისინი 28 ივნისს გაფრინდნენ ესპანეთში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ევროპულ კემპებზე საჭიდაოდ დანარჩენი ლიცენზირებული ძიუდოისტები უკლებლად იახლა: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

არალიცენზირებული სპორტსმენებიდან ნაკრებს მხოლოდ ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელი (90) ახლავს.

გუნდი ევროპიდან 6 ივლისს დაბრუნდება და ზაიზენბახერი ლონდონში წამსვლელ შვიდეულსაც დაასახელებს, რაკიღა 7 ივლისს კონკრეტული სია უკვე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უნდა გაიგზავნოს, დასკვნით შეკრებას კი ნაკრები დუშეთის ნაცვლად ბორჯომში გაივლის.

ძიუდოისტები ერთ-ერთი პირველები ჩაებმებიან ოლიმპიადაში - 28 ივლისს 60 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია