თბილისში "ადამსის პროგრამის" ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც მოიცავს
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, აგრეთვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი თანადგომით თბილისში "ადამსის პროგრამის" ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც მოიცავს.

კონფერენციაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი დოქტორი ალბერტ გიუზბახერიც მონაწილეობს, რომელიც, ტრადიციულად, ოპერაციებსაც გააკეთებს, თუმცა მანამდე თეორიული კურსიც წაიკითხა. ის კიდევ რამდენიმე დარჩება თბილისში.

"ადამსის პროგრამა" სპორტსმენთა დოპინგშემოწმებას ითვალისწინებს, თუმცა ამჯერად ეს საქმე კონფერენციის ფარგლებში საგანგებოდ მოითხოვა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ.

ქართულმა მხარემ ისეთი დრო შეარჩია, როცა დუშეთში შეკრებაზე მოჭიდავეებთან ერთად ძიუდოისტებიც იყვნენ. იქვე ექიმებს დოპინგსა და მის მავნებლობაზე, აკრძალულ პრეპარატებზე სემინარიც ჩაუტარდათ. თავის მხრივ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში კმაყოფილები დარჩნენ, რომ დუშეთის შეკრება ვადებში ზუსტად დაემთხვა "ადამსის პროგრამით" მითითებულ თარიღს ანუ ჩვენები არ თვალთმაქცობენ.

საქმისადმი ასეთი მიდგომა დოპინგის გამოყენების შანსსაც ამცირებს, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია, მითითებულ შეკრებაზე ჩვენს დაუკითხავად ჩავიდეს და შეამოწმოს სპორტსმენები, ასეთ პირობებში კი დოპინგის მიღება ორმაგად საშიში ხდება.

კონფერენციის თეორიული ნაწილი 30 ივნისს დასრულდება, თუმცა პრაქტიკული საქმიანობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება - სამშაბათს ისევ იგეგმება მოჭიდავეთა შემოწმება დუშეთში, ოღონდ ამჯერად - უფრო ფუნქციონალურ-ფიზიოლოგიური კუთხით ანუ წონის კლება, ორგანიზმის მდგომარეობა სხვადასხვა დატვირთვისა თუ პირიქით, დასვენების დროს და ასე შემდეგ...

თუმცა ახლა დუშეთში მხოლოდ "თავისუფლები" არიან, რადგან ბერძენ-რომაელები ამ უქმეებზე გერმანიაში ჭიდაობენ, ძიუდოისტები კი ესპანეთში ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად