უფროსმა უჰრინმა იმდენი ნდობა დაიმსახურა, რომ მის შვილს მიანდეს გუნდის აშენება...
"დინამო თბილისმა" ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია მოაწყო - გუნდში უმცროსმა დუშან უჰრინმა დაიწყო მუშაობა.

კაჩალინი, იაკუშინი, ზონინი, ბოსკამპი, შუშაკი... სხვა თვისტომის მწვრთნელები "დინამოსთვის" უცხო არ არის, მითუმეტეს უჰრინი-ჯუნიორი, ვინც მეორე უჰრინია, მამა უჰრინის მერე რომ უთავკაცებს "დინამოს".

უჰრინ II გამოუცდელი არ უნდა იყოს, არაერთი უცხოური გუნდი გაუწვრთნია და თამაშების 41,41 პროცენტი მოგებულიც აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლია თქვა, სტატისტიკა დამხმარე საშუალება არისო და მართლაც, ამ მწვრთნელზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით.

მამა უჰრინი კი მნიშვნელოვანი კაცია, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატს მყის რომ მოგაგონებს, მისმა ჩეხეთმა არიგო საკის იტალიას მოუგო და ჯგუფში ჩატოვა.

საკის იტალია ისე არ თამაშობდა, როგორც ბეარზოტის თუ ლიპის. საკის უნდოდა, რომ იტალია ბრჭყვიალაც ყოფილიყო და ისე მიეღწია წარმატებისთვის, მაგრამ ვერ გათვალა, რომ მამა უჰრინის ჩეხეთი შორს წამსვლელი გუნდი იყო.

ის ჩეხეთი ფინალში გავიდა, გოლიც კი გაუტანა საეჭვო პენალტით გერმანიას, ოღონდაც მაშინ გერმანიაც სხვა გუნდი იყო, არც თუ ნიჭიერი მწვრთნელით, მაგრამ მათიას ზამერითა და სხვა ნამდვილი ვარსკვლავებით.

არ ვიცი, მამა უჰრინი უყვებოდა თუ არა დინამოელებს 1996 წლის ამბებს, მაგრამ მოსაგონარი მართლაც ბევრი და საინტერესო ექნება.

ბევრისმნახველი უჰრინ I აწი "დინამოს" კონსულტანტი იქნება. მამა-შვილის მოდელით აწყობილი გუნდი კი უკვე ნოვაციაა.

"დინამოსაც" რაღაც ახალი ჭირდებოდა. ეს ის კლუბია, სადაც ყოველთვის ხდება მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბები. დიღმის ბაზაზე სულ სხვა სული ტრიალებს. იქ რომ მიხვალ, სანამდვილეცა და მისტიკაც ერთნაირად გხვდება.

დრომ "დინამოც" შეცვალა, ოღონდაც დიღომში ყველაფერი ისე არ იცვლება, როგორც სხვაგან, "დინამო" სულ სხვა დინამიკაა.

რომან ფიფია, ბუბა ტყავაძე და უჰრინ II - ახლა ასეთია "დინამოს" გუნდი. ეს უწინდელთან შედარებით სეკვესტრირებული პროექტია - უკვე კარგად ჩანს, რომ კლუბი უფრო ყაირათიანად აპირებს ფულის ხარჯვას, ვიდრე წინა სეზონში.

უფროსმა უჰრინმა იმდენი ნდობა დაიმსახურა, რომ მის შვილს მიანდეს გუნდის აშენება. კარგი რჩევები და ახალგაზრდული ამბიციები - "დინამოს" უნდა, რომ ამით გაორებული მახვილი შექმნას.

ძნელია, "დინამოს" რომ შეელიო და აქ პათეთიკა არაფერ შუაშია - საქართველოში არ მოიძებნება სხვა ისეთი გუნდი, ისტორიით რომ შეედრება მას.

ცოტა ხნის წინ გურამ კაშია გვყავდა სტუმრად რედაქციაში და ძალაუნებურად ისე მოხდა, რომ "დინამოზე" ბევრი ვისაუბრეთ. "ვიტესის" კაპიტანმა სინანულით გვითხრა, კლუბმა სოსო გრიშიკაშვილი არ დააფასა, ოპერაციის ფული არ გადაუხადაო. საკუთარ ძმაზე კი დასძინა, 14 წელი იყო დინამოელი და გუნდიდან ისე გაუშვეს, ვითომც არაფერიო.

გურამ კაშია უკვე ევროპაში თამაშობს და შედარებითობით უყურებს ყველაფერს. ვინძლო ისეცაა, რომ ყველაფერი შედარებითია, ოღონდაც "დინამო" ერთი ჩვეულებრივი გუნდი ვერ იქნება, სანამ მას სხვა ქართული გუნდები მისტიციზმით ვერ დაეწევიან.

"დინამოში" თურმე ფეხბურთელებსაც გვარიანად აჯარიმებდნენ და ესეც "დინამოდან" წასულმა უმცროსმა კაშიამ გვითხრა. ცუდად ითამაშე, წააგე ან ფრეზე მეტი ვერ მოახერხე - ჯარიმები თურმე ესეთებზეც მოსულა.

კლუბის საქმიანობაში ვერავინ ვერ ჩაერევა, მაგრამ გუნდის შედეგი ქულებითა და დაკავებული ადგილით ითვლება და არა ჯარიმების სიხშირითა და ოდენობით. ფაქტია, რომ გურამ კაშიას დინამოელობის დროს და არც წინა სეზონში, "დინამოს" არ ჰქონდა ის რეზულტატი, თავის მოწონებისთვის რომ გამოადგებოდა.

სეკვესტრირებული ბიუჯეტი კი იმას არ ნიშნავს, რომ გუნდს უკეთესი შედეგი ვერ ექნება. ცნობისმოყვარეობის საკითხიცაა, როგორი იქნება გარდაქმნილი "დინამო". ქულები და ცხრილში დაკავებული ადგილი ზუსტი პასუხია, ოღონდაც "დინამო" ისეთია, რომ მისგან სხვა რამესაც ელიან.

მოახერხებს უჰრინ II, შექმნას რაღაც ბრჭყვიალა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ბლოხინზე მეტი

zako
ajgabujga, აბსოლიტურად გეთანხმებით. გარჩევას არც კი ექვემდებარება.
tbiliseli
რაიონელებმა კიდე რით ვერ გაიგეს რო დინამო საქართველოსთვის არ უნდა იყოს ჩვეულებრივი კლუბი! თუ დღეს საქართველოში რამე გუნდი რამეს წარმოადგენს ისევ თბილისელი ფეხბურთელებით! იგივე ზესტა, იგივე გორი და იგივე ტოროპედო! რა რა შუაშია რათ ითვლებიოდა დინამო? ის დინამო თბილისი იყო!
ajgabujga
რით ვერ გაიგო ხალხმა, რომ 1981 წელი იყო სსრკ და არა საქართველო და დინამო ითვლებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებად, ახლა კი საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, და ნომინალური ნაკრებიც ჰყავს უკვე. ხოლო დინამო ჩვეულერვი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ვერ გავიდა ევროტურნირებზე!
ramo
მეც არ მჯერა უჰრინის და უკვე ფიფიასიც არ მჯერა.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა