შემოდგომის ბაშოზე სამი ქართველი სუმოისტიდან ორმა წააგო, მაგრამ მოიგო იმან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა - მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) "კოკუგიკანი" აღაფრთოვანა, როცა მონღოლი ჰაკუბა (124 კგ) თიხნარს მოსწყვიტა, ხელში აიტაცა და რკალს მიღმა "გადადგა".

შემოდგომის ბაშოზე სამი ქართველი სუმოისტიდან ორმა წააგო, მაგრამ მოიგო იმან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა - მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) "კოკუგიკანი" აღაფრთოვანა, როცა მონღოლი ჰაკუბა (124 კგ) თიხნარს მოსწყვიტა, ხელში აიტაცა და რკალს მიღმა "გადადგა". ტოჩინოშინს 7-6 ბალანსი აქვს და ერთი მოგებაღა აშორებს კაჩი კოშიმდე (დადებითი ბალანსი). მისი დღევანდელი მეტოქე "პატარა ტანკი" ტაკეკაძეა (11-2), რომელიც ბრწყინვალედ ასპარეზობს ბაშოზე, ამ იმპერატორის თასის მოპოვების შანსს ტურნირის ბოლოსწინა დღემდე ინარჩუნებს. ურთიერთშეხვედრების ისტორია ქართველის სასარგებლოდ მეტყველებს - 6:1. ასე რომ, დღეს მესამე კაჩი კოშის ველით, თუმცა ბაშოზე მოვლენები ისე წარიმართა, არა გვგონია, 8 მოგება კომუსუბის ტიტულის დასაბრუნებლად ეყოს ლევანს.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მიზანს წინა დღეს მიაღწიეს, ამიტომაც გუშინ თავი აღარ შეაკლეს მეტოქეებს. კოკაიმ იოშიკაძესთან წააგო, იაპონელი ჯიქურ ეკვეთა "შავ ზღვას", გვარიანი დარტყმა აგემა და შემდეგ გონს მოსვლაც არ აცალა, ისე შეუტია მიწოლით, საბოლოოდ კი ჩვენებური ბეჭებზე გააკრა. გაგამარუს კოტოკასუგას კონტრიერიში გაეპარა.

დღეს საინტერესო დუელი გველის - ქართველი ქართველის წინააღმდეგ, "შავი ზღვა" 2-ცენტნერიანი გაგამარუს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ეს მათი მეორე დაპირისპირებაა, ივლისის ბაშოზე კოკაიმ ცუკიოტოშის ილეთით აჯობა გაგამარუს. ეს მე-6 ქართული დუელი იქნება სუმოს ისტორიაში: კოკაი და ტოჩინოშინი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (2:2).

ამასობაში იოკოძუნა ჰაკუჰომ ზედიზედ მე-60 გამარჯვება იზეიმა და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღეს ის კიდევ ერთხელ შემართავს იაპონიის იმპერატორის თასს. მართალია, მისი მეტოქე ოძეკი კოტოოშუა, მაგრამ ბულგარელმა უკვე დაკარგა პირველობის შანსი. ერთია, ხვალ მას ტრიბუნიდან სილვესტერ სტალონე უქომაგებს, კოტოოშუს ბევრჯერ განუცხადებია, რომ სტალონეს ფანია, ახლა კი ამერიკელი მსახიობი "ვალს მოიხდის " და ბულგარელ ჩემპიონს დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ უგულშემატკივრებს...

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

XIII დღე: ჰაკუჰო-ბარუტო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოოშუ (ოკურინაგე), კაიო-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), არანი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტოკუსეგავა (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტაკამისაკარი (იორიკირი), ვაკანოსატო-ჰომაშო (იორიტაოში), ტოჩინოშინი-ჰაკუბა (ცურიდაში), კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), შიმოტორი-მოკონამი (იორიკირი), ასასეკირიუ-ჰოკუტორიკი (უბრძოლველად), კიტატაიკი-ტოჩინონადა (ოკურიდაში), იოშიკაძე-კოკაი (იორიტაოში), ტაკეკაძე-კიმურაიამა (ოკურიდაში), ტამავაში-ბუშუიამა (ჰატაკიკომი), კოტოკასუგა-გაგამარუ (სუკუინაგე), კორიუ-კაკიძოე (ჰატაკიკომი), კასუგაო-კიოკუნანკაი (უვატენაგე), სოკოკურაი-ტოსანოუმი (უვატენაგე), ტოიოჰიბიკი-ტოიოძაკურა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

13-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)

11-2: იოშიკაძე (მაეგაშირა 11), ტაკეკაძე (მ 12).

9-4: კოტოოშუ (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), ტამავაში (მ 14).

8-5: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაკურიუ (კომუსუბი), კოტოშოგიკუ (მ 3), ჰაკუბა (მ 5), ასასეკირიუ (მ 6), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), გაგამარუ (მ 15)... 7-6: ტოჩინოშინი (მ 2).

XIV დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-ბარუტო, კაიო-კისენოსატო, ტოჩიოძანი-ჰაკუბა, არანი-ტოკუსეგავა, კაკურიუ-ამინიშიკი, ვაკანოსატო-მოკონამი, ბუშუიამა-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-ტაკეკაძე, ჰომაშო-ტაკამისაკარი, კიოკუტენჰო-სოკოკურაი, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, ასასეკირიუ-ტოჩინონადა, ტოსაიუტაკა-კასუგაო, კიტატაიკი-ტოიოძაკურა, კოკაი-გაგამარუ, კიმურაიამა-კაკიძოე, ტამავაში-შიმოტორი, კოტოკასუგა-ტოსანოუმი, კორიუ-კიოკუნანკაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა