თელავში მე-3 საერთაშორისო ტურნირი "თელავი ოუფენი" დასრულდება, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგის ფინალში ქართველს ვერ ვნახავთ - ტიტულისთვის ავსტრიელი და უკრაინელი ჩოგბურთელები იბრძოლებენ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით...

თელავში მე-3 საერთაშორისო ტურნირი "თელავი ოუფენი" დასრულდება, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგის ფინალში ქართველს ვერ ვნახავთ - ტიტულისთვის ავსტრიელი და უკრაინელი ჩოგბურთელები იბრძოლებენ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით...

თელავის თიხნარის კორტებზე სულ 18-მა ჩვენებურმა სცადა ბედი, 9 მათგანი საკვალიფიკაციო ბადეში იყო და ვერც ერთმა მიაღწია ძირითადს, საიდანაც 9 ქართველიდან (4 "უაილდ ქარდი") მერვედფინალში მხოლოდ სამმა გააღწია: პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (189), მე-2 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა (228) და სოფიო ქვაცაბაიამ (398). მეორე წრის მერე კი ბრძოლას კალაშნიკოვაღა შემორჩა. მან პოლონელი პაულა კანია (440) დაამარცხა - 6:1, 7:6 (9). ჩახნაშვილმა პოლონელ კაროლინა კოშინსკასთან (335) წააგო - 3:6, 4:6, ხოლო სოფიო ქვაცაბაიამ - ბელარუს ვიქტორია იემიალანოვასთან (597) - 3:6, 6:3, 4:6. კალაშნიკოვას მეოთხედფინალში ერთობ გაუჭირდა ჰოლანდიელი ანგელიკ ვან დერ მეეტის (391) დამარცხება - 5:7, 7:5, 6:3.

ნახევარფინალში პირველი ოთხი განთესილიდან სამი გავიდა (მხოლოდ ჩახნაშვილი დააკლდათ). ავსტრიელი მელანი კლაფნერი (248) ჩვენს ბოლო იმედს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო კიდეც - 7:6 (1), 6:2. მე-3 ნომრად განთესილმა უკრაინელმა ირინა ბურიაჩოკმა (252) კი კაროლინა კოშინსკა დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:4. კალაშნიკოვამ 24 ქულა მიიღო, ჩახნაშვილმა და ქვაცაბაიამ - 8-8.

წყვილთა თანრიგში 12-მა ქართველმა იასპარეზა, შეიქმნა 4 სუფთა ქართული წყვილი, თუმცა ნახევარფინალში მხოლოდ 3 ჩვენებურიღა დარჩა. კალაშნიკოვასა და კლაფნერის დუეტი ჩახნაშვილსა და ქვაცაბაიას დაუპირისპირდა და მოუგო - 6:1, 2:6, 10:4. მოკლედ, ერთი ტიტულის შანსი მაინც გვრჩება...

თელავის ესტაფეტა თბილისის (25 ათასი დოლარი) "ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობამ" გადაიბარა. ამ ტურნირშიც ოქსანა კალაშნიკოვა იქნება პირველ ნომრად განთესილი.

ამერიკულ ალბუკერკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (75 ათასი დოლარი) მე-5 ნომრად განთესილმა ანა ტატიშვილმა (152) მერვედფინალში ამერიკელ ჯული დიტის (359) აჯობა - 6:4, 6:2. მეოთხედფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი, კიმბერლი კაუტსია (308).

ამერიკულ კოსტა მესაში (10 ათასი დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალში ოლექსი ჟორნიაკს (უკრაინა) მოუგო - 6:1, 6:7 (9), 6:3. მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი მექსიკელი დანიელ გარსაა (447). ლადო ჩიხლაძე იტალიურ ბრუსაპორტოში წყვილებში ყოჩაღობს. მან და იტალიელმა რიკარდო ბელოტიმ ფინალში გააღწიეს, სადაც გრეპალდი-გრასის პირველ ნომრად განთესილ დუეტს ეთამაშებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო