1 ივლისს ალესანდრო დელ პიეროსა და ტურინის "იუვენტუსს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა

1 ივლისს ალესანდრო დელ პიეროსა და ტურინის "იუვენტუსს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასრულდა ერთი დიდი ეპოქა, რომელსაც 19 წლის წინ დაედო სათავე. დელ პიერო "იუვეს" ფეხბურთელი აღარაა და ამასთან დაკავშირებით, მან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ...

ახალი არაა, რომ "იუვენტუსს" ვტოვებ, თუმცა ოფიციალურად ეს ამბავი სწორედ დღეს ხდება. ამიტომ გამოსამშვიდობებელი წერილი აქამდე არ გამომიქვეყნებია. ვერ ვიტყვი, რომ დღეს განსაკუთრებულად დამწუხრებული ვარ, რადგან სეზონი კარგა ხანია, დასრულდა და ყველაფრის გააზრება მოვახერხე.

ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება ის წლები, რომლებიც "იუვეში" გავატარე, ის გამარჯვებები და თუნდაც ის უმძიმესი მარცხები, რომელთა შემდეგაც ძილიც კი მიჭირდა. არასოდეს დამავიწყდება 2012 წლის 13 მაისი, როდესაც უკანასკნელად ვითამაშე ტურინელი გულშემატკივრების წინ და დავასრულე კიდეც დიდი ისტორია.

ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, "იუვენტუსი" კი რჩება. რაც მთავარია, რჩებიან გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის გვერდით ედგნენ "ბებერ ქალბატონს". ძალიან მიხარია, რომ 10-ნომრიანი მაისურით კიდევ ითამაშებენ "იუვენტუსში" და დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესად ითამაშონ, ვიდრე დელ პიერო თამაშობდა.

ამაყი ვარ იმით, რომ იტალიასა და მთელ მსოფლიოში ბევრს უნდა "იუვეს" 10-ნომრიანი მაისურის მორგება; ამაყი ვარ იმით, რომ ბევრს უნდა ისევე ითამაშოს, როგორც მე ვთამაშობდი - ისევე, როგორც თავის დროზე მე შევნატროდი დიდ ფეხბურთელებს.

ხვალიდან მე აღარ ვიქნები "იუვენტუსის" ფეხბურთელი, მაგრამ ყოველთვის დავრჩები ერთ-ერთ თქვენიანად. ვიწყებ ახალ ცხოვრებას, როგორც 19 წლის წინ. მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს