თურქმა ნახევარმცველმა მეჰმეთ თოპალმა, "ვალენსიაში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ სამშობლოს მიაშურა

თურქმა ნახევარმცველმა მეჰმეთ თოპალმა, "ვალენსიაში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ სამშობლოს მიაშურა.

26 წლის თოფალი სტამბოლურ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა, სადაც ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ფეხბურთელმა თურქულ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "ვალენსიამ" კი "ფენერბაჰჩესგან" 4,5 მილიონი ევრო მიიღო.

"ფენერმა" ემრე ბელოზოგლუ დაკარგა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით "ატლეტიკომ" აიყვანა, ამიტომაც შუახაზში ახალ სისხლს ეძებდა. ასე მოხვდა თოფალი, "გალათასარაის" ყოფილი ფეხბურთელი მოსისხლე სტამბოლურ ბანაკში.

"ვალენსიაში" მეჰმეთ თოპალი ყოველთვის ვერ ახერხებდა შუახაზში კონკურენციის დაძლევას და თამაშს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან, სიტუაციის შეცვლა: "ძალიან გახარებული ვარ.

"ფენერბაჰჩე" უდიდესი კლუბია და მიხარია, რომ მისი წევრი გავხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მაისურა დავიმსახურო, "ფენერის" ფანებს ვაჩვენო, რას წარმოვადგენ. ვიბრძოლებ, რათა ფანების საყვარელი ფეხბურთელი გავხდე", - განაცხადა მეჰმეთ თოპალმა.

მეჰმეთ თოპალი "მალატიას" აღზრდილია, "გალათასარაიში" კი 2006 წელს, 20 წლისა გადავიდა "დარდანელიდან". "ვალენსიაში" ის 5,5 მილიონ ევროდ მოხვდა და ესპანურ კლუბში 43 თამაშში 2 გოლი გაიტანა. თურქეთის ნაკრებში თოპალმა 28 თამაში ჩაატარა და ევრო 2008-ის ნახევარფინალშიც ითამაშა.

ფლორო ფლორესი ლა ლიგაში ითამაშებს

დღეს "გრანადა" ორ ფეხბურთელს წარადგენს, ანდალუსიელებმა "უდინეზედან" იჯარით გაბრიელ ტორხე და ანტონიო ფლორო ფლორესი აიყვანეს.

ტორხე 22 წლის შემტევი ნახევარმცველია. რუმინელის სავარაუდო ტრანსფერზე ვწერდით კიდევაც. ფლორო ფლორესი 29 წლის იტალიელი ფოვარდია, რომლის კარიერაც მშობლიურ ნეაპოლში დაიწყო. ამასობაში, "გრანადამ" იოან მოლო "ნანსიში" გაუშვა, სადაც იანვრიდან ისედაც თამაშობდა იჯარის წესით.

ამასობაში "ლევანტემ" 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა შემტევ ნახევარმცველ მიჩელს. 23 წლის მიჩელი "ერკულესში" თამაშობდა, სადაც 39 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მიჩელს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს ("დეპორტივო" და "ვალენსია").

კეიტაც ჩინეთში?

ბოლო დროს "მოდაშია" ვეტერან ფეხბურთელთა ჩინეთში გადაბარგება. არ გამოვრიცხავთ, რომ ჩინურმა ფეხბურთმა შევსება "ბარსელონადანაც" მიიღოს - რამდენიმე აზიური წყარო ჯიუტად ამტკიცებს, რომ სეიდუ კეიტა მოლაპარაკებებს "დალიან აერბინთან" მართავს.

სანამ შვებულებაში გავიდოდა, კეიტა ამტკიცებდა, რომ "ბარსელონაში" სურდა დარჩენა, შვებულებაში გასვლის მერე მისგან არაფერი ისმის. ხელშეკრულების თანახმად, თუ მალელი მატჩების 50%-ს არ დაიწყებდა სასტარტოში, მას უფლება აქვს წასვლის. კეიტას კი 50% ვერ დაუგროვდა.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

25 ივნისი პაულო და სილვა (პარ) სარაგოსა პაჩუკა თავ. აგენტი

26 ივნისი ბრუნო სალტორი ვალენსია ბრაიტონი თავ. აგენტი

26 ივნისი ისმაელ ლოპესი ლუგო ბილბაო თავ. აგენტი

26 ივნისი ანტონიო ლოპესი ატლეტიკო მალიორკა თავ. აგენტი

26 ივნისი მიჩელი ერკულესი ლევანტე თავ. აგენტი

26 ივნისი არიც ადურისი ვალენსია ბილბაო 2 მლნ. ევრო

26 ივნისი ალვარო დომინგესი ატლეტიკო გლადბახი 8 მლნ.

27 ივნისი ხუან ანხელ რომანი სიტი ბარსელონა ბ თავ. აგენტი

27 ივნისი ტონიო რასინგი გრანადა თავ. აგენტი

27 ივნისი ფლორო ფლორესი (იტა) უდინეზე გრანადა იჯარა

27 ივნისი ტიბო კურტუა (ბელ) ჩელსი ატლეტიკო იჯარა

28 ივნისი ხორდი ალბა ვალენსია ბარსელონა 14 მლნ.

28 ივნისი ალეხანდრო არიბასი რაიო ოსასუნა თავ. აგენტი

28 ივნისი ხავი ვარასი სევილია სელტა იჯარა

29 ივნისი მეჰმეთ თოპალი ვალენსია ფენერბაჰჩე 4,5 მლნ.

30 ივნისი ფრედერიკ კანუტე (მალი) სევილია ბეიჯინგი თავ. აგენტი

1 ივლისი ალექსის რუანო სევილია ხეტაფე იჯარა

1 ივლისი პედრო ლეონი რეალი ხეტაფე იჯარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად