30 ივნისს ქალთა ბადის ქვედა მხარეს სამი ძირითადი ფავორიტი თამაშობდა
30 ივნისს ქალთა ბადის ქვედა მხარეს სამი ძირითადი ფავორიტი თამაშობდა: სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკა და პეტრა კვიტოვა. სერენა, რომელიც პირველ წრეებში მაინცდამაინც სტაბილურობით ვერ გამოირჩეოდა, ჩინელ ჟიე ჟენგს ხვდებოდა.

ამერიკელს მოგებული ჰქონდა ჟენგისთვის ხუთივე შეხვედრა, მაგრამ ბოლო ორში ჩინელმა ბრძოლა მოახვია თავს უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონს.

პირველ პარტიაში ორივე ჩოგბურთელი ინარჩუნებდა თავის მოწოდებას. მიღებაზე ერთადერთი შანსი ჩინელს ჰქონდა, მაგრამ სერენამ მოიგერია სეტის დასაწყისში ორმაგი ბრეიკ-პოინტი. ტაი-ბრეიკზე ჟენგი თავიდანვე გავიდა წინ და პირველმა მიაღწია სეტბოლამდე. მოწოდებაზე ამერიკელი იყო და აზიელმა მიღებაზე კარგად ითამაშა, რამაც პარტიის მოგების საშუალება მისცა.

მეორე პარტიაში სერენამ, როგორც იქნა, აიღო მეტოქის მოწოდება და უპირატესობა მის ხელში გადავიდა, რაც ზედიზედ ხუთი გეიმის აღებაში გამოიხატა, მაგრამ მესამე სეტში ამ სერიის გაგრძელება ვერ შეძლო. ჩინელმა თითქმის ნულამდე დაიყვანა შეცდომები, უილიამსი კი კინაღამ დაღუპა მისმა უზუსტობებმა.

სეტის შუაში ჟენგმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ურთულეს მომენტში ამერიკელმა შეძლო მობილიზება და გეიმი გადაარჩინა. ამ წარუმატებლობას ჟენგზე არ უმოქმედია და მან გააგრძელა თავის მოწოდებებზე წარმატებული თამაში.

უილიამსი დიდხანს ვერ ახერხებდა მიღებაზე ბრძოლას, სამაგიეროდ, მოწოდება გამოასწორა. ამერიკელმა პირადი რეკორდიც კი დაამყარა ერთ მატჩში ეისების რაოდენობით - 23.

მხოლოდ მე-15 გეიმში დაუშვა ჟენგმა რამდენიმე უზუსტობა და წააგო თავისი მოწოდება. თუმცა არ დანებდა, მიღებაზე იბრძოლა, ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც ვერ გადაეღობა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - 7:6(5), 2:6, 7:9.

2 ივლისს სერენა იაროსლავა შვედოვას შეხვდება. ყაზახეთის წარმომადგენელმა უნიკალურ შედეგს მიაღწია როლან გაროსის ფინალისტ სარა ერანისთან მატჩში. პირველი პარტია მან ისე მოიგო, რომ არცერთი (!) ქულა არ წაუგია (მთელი სეტი მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა). ასეთ მიღწევას "ოქროს სეტი" ეწოდება და ის მეორეა ჩოგბურთის ისტორიაში.

პროფესიულ ჩოგბურთში პირველი შემთხვევა 1983 წელს დელრეი-ბიჩის ტურნირზე დაფიქსირდა, როცა ბილ სკენლონმა მარკოს ნოჩევარა დაამარცხა - 6:2, 6:0. ეს მიღწევა მაშინ გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს.

მეორე პარტიაში სარა გონს მოეგო და გარკვეული ხანი ლიდერიც იყო, მაგრამ მაინც დამარცხდა - 0:6, 4:6.

ვიქტორია აზარენკა 19 წლის იანა ჩეპელოვას ხვდებოდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა უიმბლდონზე და მესამე წრემდე მიაღწია. ვიქტორიას მისთვის სრულიად უცნობ მეტოქესთან იოლი მატჩი არ ჰქონია.

პირველი პარტიის პირველ ნახევარში სლოვაკი თანაბრად ეთამაშებოდა მეორე ჩოგანს, მაგრამ ბოლოსკენ მოწოდება აერია და ბელარუსმა ამით კარგად ისარგებლა. მეორე სეტის დასაწყისშიც თანაბარი ბრძოლა იყო. აზარენკას მოწოდებაზე ერთი გეიმი 14 წუთს გაგრძელდა.

ბოლოსკენ ვიკამ ისევ მოიპოვა ინიციატივა და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:3. მას ახლა წინ აქვს მერვედფინალი კარგად ნაცნობ და უფრო სახიფათო ანა ივანოვიჩთან. სერბმა სამ სეტში დაამარცხა იულია გორგესი.

გერმანელმა უკეთ დაიწყო შეხვედრა, მაგრამ მეორე სეტის შუაში ანამ საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა და მართალია, მესამე პარტიაში ბრძოლა საკმარისად იყო, გადამწყვეტ მომენტში ივანოვიჩმა უკეთ ითამაშა - 3:6, 6:3, 6:4.

ყველაზე იოლი მატჩი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა. პეტრა კვიტოვას მეტოქე ვარვარა ლეპჩენკო იყო. ამერიკელმა ვერ აჩვენა ის თამაში, რომლითაც წინა წრეში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა გაანადგურა და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო - 1:6, 0:6. ჩეხს წინ აქვს მატჩი ფრანჩესკა სკიავონესთან, რომელმაც კლარა ზაკოპალოვას მოუგო იოლად.

კიდევ ერთი მერვედფინალური წყვილი დააკომპლექტეს ტამირა პაჩეკმა და რობერტა ვინჩიმ. ავსტრიელმა ძალიან რთული მატჩი მოუგო იანინა ვიკმაიერს, რომელმაც მატჩზე ჩაწოდება ვერ გამოიყენა. თუ პაჩეკი შარშან უიმბლდონის მეოთხედფინალამდე გავიდა, ვინჩიმ პირველად მიაღწია "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალამდე.

1/16-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 6)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 25) 6:7(5), 6:2, 9:7; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-სარა ერანი (იტა, 10) 6:0, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 24)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:0, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:1, 6:0; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 2:6, 6:7(4), 5:7; რობერტ ვინჩი (იტა, 21)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 7:6(4), 7:6(3); ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-იულია გორგესი (გერ, 22) 3:6, 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3.

1/8-ფინალი

შარაპოვა (1)-ლისიცკი (15); კლაისტერსი-კერბერი (8); ა. რადვანსკა (3)-ჯორჯი; კირილენკო (17)-პენგი (30); ს. უილიამსი (6)-შვედოვა; სკიავონე (24)-კვიტოვა (4); პაჩეკი-ვინჩი (21); ივანოვიჩი (14)-აზარენკა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა