ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ენდი როდიკმა ბოლო მატჩი ითამაშა?

ენდი როდიკმა ბოლო მატჩი ითამაშა?

ამერიკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს მის კარიერაში ბოლო უიმბლდონი იყოს
მამაკაცთა ტურნირზე მთავარი სენსაციის ავტორმა ლუკაშ როსოლმა ვერ შეძლო შემდგომი წინსვლა.

ფილიპ კოლშრაიბერი უპრობლემოდ სამ სეტში გაუსწორდა რაფაელ ნადალის მძლეველს. გერმანელი შემდეგ რაუნდში ბრაიან ბეიკერს შეხვდება.

ამერიკელმა კვალიფიკაცია გაიარა და ახლა უკვე მერვედფინალის საგზურის მფლობელია. შაბათს ბრაიანმა ბენუა პერი დაამარცხა, რომელმაც, თავის მხრივ, მანამდე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი გამოთიშა ბრძოლას.

წინსვლას აგრძელებს შარშანდელი ნახევარფინალისტი ჟო-ვილფრიდ ცონგა. ფრანმა სამ სეტში დაამარცხა ლუკაშ ლაჩკო და ახლა მერდი ფიშს შეხვდება. ამერიკელმა, რომელიც პირველ ტურნირს ატარებს გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ბელგიელი დავიდ გოფენი შეაჩერა.

ხუან მარტინ დელ პოტრომ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა იაპონიის წარმომადგენელთან. თუ მეორე წრეში მან გო სოედასთან ერთი სეტი წააგო, ამჯერად იაპონური ჩოგბურთის ლიდერ კეი ნიშიკორის სამ სეტში სძლია.

ხუან მარტინს მერვედფინალში დავიდ ფერერი შეხვდება. ესპანელმა შაბათს ცენტრალურ კორტზე ითამაშა ენდი როდიკის წინააღმდეგ. ორივემ გასულ კვირას შეძლო უიმბლდონისთვის "გასახურებელი" ტურნირების მოგება. დავიდისთვის ბალახის კორტები მთლად მოსახერხებელი არ არის, თუმცა როდიკი წელს არასტაბილურია.

ამიტომაც თამაში დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე სეტი. როდიკმა ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა და სეტებში 2:0 დაწინაურების შანსი დაკარგა. დავიდმა ინიციატივა მოიპოვა და მომდევნო ორ პარტიაში დამაჯერებლად მოიგო - 1:6, 7:6(8), 6:4, 6:3.

მატჩის შემდეგ ამერიკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს მის კარიერაში ბოლო უიმბლდონი იყოს.

ყველაზე დაძაბული მარინ ჩილიჩისა და სემ კუერის მატჩი გამოვიდა. ხორვატმა მოიგო ორი პირველი პარტია, მაგრამ შემდეგ კუერიმ შეძლო ორი ტაი-ბრეიკის აღება. გადამწყვეტი სეტი კი ნამდვილ მარათონად გადაიქცა.

ორივე ჩოგბურთელს შესანიშნავი მოწოდება აქვს. ამიტომაც შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ გადამწყვეტი სეტი დროში გაიწელებოდა.

თუმცა ჩილიჩს ჰქონდა პარტიის ნორმალური ანგარიშით დასრულების შანსი, როცა მე-11 გეიმში ბრეიკი გააკეთა და 6:5 დაწინაურდა, მაგრამ სემმა მაშინვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. თამაში ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდა და ორივე ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას.

ამასთან, მცირე სათამაშო უპირატესობა კუერის მხარეს იყო, რომელიც მეტოქის გეიმებში ბრძოლას ახერხებდა და ხშირად მიჰყავდა ანგარიში 30:30-მდე, თუმცა მატჩბოლის მოპოვება მაინც ვერ შეძლო.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი სიბნელის გამო მეორე დღისთვის გადაიდებოდა. ეს კი ორშაბათის პროგრამას შეცვლიდა, რადგან ამ დღეს ყველა მერვედფინალის ჩატარებაა დაგეგმილი, მაგრამ მატჩის დასრულება მოესწრო. სემმა გადამწყვეტ მომენტში ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მოწოდება წააგო.

კუერიმ შემდეგ გეიმში იბრძოლა. ისევ ანგარიში 30:30 იყო, რომლის დროსაც ჩილიჩმა 29-დარტყმიანი გათამაშება მოიგო და შემდეგ მატჩბოლი გამოიყენა - 7:6(6), 6:4, 6:7(2), 6:7(3), 17:15. ეს არის უიმბლდონის ისტორიაში ხანგრძლივობით მეორე შეხვედრა (5 საათი და 30 წუთი). ის მხოლოდ ჯონ ისნერისა და ნიკოლა მაუს ლეგენდარულ სამდღიან მატჩს ჩამორჩება.

1/1- ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ენდი როდიკი (აშშ, 30) 2:6, 7:6(8), 6:4, 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-კეი ნიშიკორი (იაპ, 19) 6:3, 7:6(3), 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 16)-სემ კუერი (აშშ) 7:6(6), 6:4, 6:7(2), 6:7(3), 17:15; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 7:5, 3:6, 7:5, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:4, 6:3, 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:3, 7:6(6), 7:6(6); ბრაიან ბეიკერი (აშშ)-ბენუა პერი (საფ) 6:4, 4:6, 6:1, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:2, 6:3, 7:6(6).

1/8-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ტროიცკი; გასკე (18)-ფ. მაიერი (31); ფედერერი (3)-მალისე; ისტომინი-იუჟნი (26); ფერერი (7)-დელ პოტრო (9); ჩილიჩი (16)-მიურეი (4); ცონგა (5)-ფიში (10); ბეიკერი-კოლშრაიბერი (27).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე

"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია

"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა

სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში