ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა ორი წევრი დაკარგა
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა ორი წევრი დაკარგა.

ორივე "მაიამი ჰიტის" მოთამაშეა. თავდაპირველად მუხლის ტრავმის გამო ლონდონის თამაშებზე გამგზავრება არ მოისურვა დუეინ უეიდმა. ახლა კი ირკვევა, რომ მაიკ კრჟიჟევსკის გუნდს ოლიმპიადაზე ვერც ფორვარდი კრის ბოში დაეხმარება. ამის მიზეზი გახდა მუცლის კუნთის ტრავმა, რომლის გამოც ბოშმა პლეი ოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ტრავმის გამო ვერ შევძლებ ლონდონის ოლიმპიადაზე ჩემი ქვეყნის წარმოდგენას, - წერია ბოშის განცხადებაში. - მუცლის ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ მაქვს. დასვენება და დამატებითი რეაბილიტაცია აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრონიკული ტრავმა გარდაუვალი იქნება".

აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას ამ კვირას ლას ვეგასში დაიწყებს.

ასევე შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს ოლიმპიადაზე მასპინძელი - ბრიტანეთის ნაკრები. კერძოდ, გაირკვა, რომ ბრიტანელების რიგებში ვერ ვიხილავთ ახლახან "დეტროიტიდან" "შარლოტში" გადასულ ბენ გორდონს.

არადა, ადრე წერდნენ, რომ გორდონი ამ დღეებში უნდა შეერთებოდა ბრიტანეთის ნაკრების შეკრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
მეფე წავიდეს რაც მთავარია და კობი, დალშე გამყრელიძე დაიმატონ თუ უნდათ :)
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა