2015 წლის 12 აგვისტოს თბილისი და საქართველო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, უეფას სუპერთასს უმასპინძლებს
უეფას პრეზიდენტად არჩეული მიშელ პლატინის წამოწყებული რევოლუციის მიზანი ევროპის საფეხბურთო ცხოვრებაში კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის ჩართვა იყო.

თუკი ადრე მნიშვნელოვან ტურნირებსა და შეხვედრებს უმთავრესად ლონდონი, პარიზი, მიუნხენი, ვენა, ბრიუსელი და ამსტერდამი მასპინძლობდნენ, ახლა კანდიდატებში მოსკოვი, კიევი, ვარშავა, პრაღა და თბილისიც არიან.

30 ივნისს კიევში უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს დიდი სიხარული მიანიჭა - 2015 წლის 12 აგვისტოს თბილისი და საქართველო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, უეფას სუპერთასს უმასპინძლებს.

უეფამ ამჯობინა, რომ 2013 წლიდან ამ ტურნირის ტრადიციული მასპინძელი მონაკოს "ლუი II" სტადიონის ნაცვლად, სუპერთასი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაითამაშოს: 2013 წელს - პრაღაში, 2014 წელს - კარდიფში, 2015 წელს კი - ჩვენს დედაქალაქში.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა უეფა-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზეც მიანიშნა:

"ჩვენი ფედერაცია უეფასთან, მისი აღმასკომის წევრებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას წელიწადზე მეტი აწარმოებდა.

მიმაჩნია, რომ კიევში მიღებული გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა. 2015 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის ისედაც ძალიან დატვირთული იქნება, რადგან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, სუპერთასს კი - 12 აგვისტოს და სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა".

ვარძელაშვილის სიტყვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ უეფას დონეზე არ წყდებოდა. ასეთ გადაწყვეტილებებს წინ დიდი კულუარული სამუშაო, მოლაპარაკება და კონკრეტულ პირთა დაინტერესება ახლავს.

სუპერთასის მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, მონაკოშივე ტარდებოდა ევროპის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების საზეიმო გალა-კონცერტი. როგორც ჩანს, 2015 წელს ეს ღონისძიებაც თბილისში გაიმართება.

საინტერესო სიახლეც: სუპერთასის მონაწილე გუნდების ფეხბურთელები მატჩამდე ერთი კვირით ადრე გვესტუმრებიან და შეხვედრისთვის მომზადების პარალელურად, სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, უბნებში ქუჩის ფეხბურთის განვითარებისთვის მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"