"საჩხერის "ჩიხურამ" საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზა, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია"
თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა, კერძოდ, სპორტულმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ პირველად "ლელოსთან" დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დავით ოდიკაძე გუნდს დატოვებდა.

საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ადასტურებს, რომ ოდიკაძის გადაყვანა სურს, მაგრამ გუშინდლამდე საკითხი გადასაწყვეტი იყო:

"მართლაც დიდი სურვილი გვაქვს, ეს გამოცდილი მოთამაშე მოვიყვანოთ, მაგრამ საკითხი დასაზუსტებელია. მან ჯერ "დინამოსთან" უნდა გაარკვიოს ურთიერთობა და იმედია, ახალ სეზონში ჩვენთან ითამაშებს".

ოდიკაძემ "დინამოსთან" ურთიერთობა მართლაც გაარკვია და 1 ივლისს გვიან შევიტყვეთ, რომ საჩხერელებთან მოლაპარაკება დაიწყო:

"ჯერ გეტყვით, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და არ გაწყვეტილა. ასე რომ, ახალ კლუბში იჯარით წავალ.

გამიკვირდა ინფორმაცია, თითქოს "ჩიხურასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კლუბთან რეალური მოლაპარაკება მხოლოდ ორი დღეა, რაც დავიწყე.

არ დავმალავ, მანამდე რუსთავის "მეტალურგიდან" საინტერესო წინადადება მივიღე. წასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს უარი ვთქვი, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში და თამაში არ მსურდა.

ალბათ, საჩხერეში ვითამაშებ. საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია".

დავით ოდიკაძემ მეტალურგი იუარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფრუიძე: "ჩიხურას" მიზანი უმაღლესი ლიგის ექვსეულში მოხვედრა იქნება

ბუბა ტყავაძე: ცხადია, თბილისის "დინამოს" მოთხოვნებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!