1 ივლისს, მე-7 ტურში ნანი უნაფქოშვილმა მარიამ ჭოლაძე დაამარცხა და 6 ქულით ლიდერობა განიმტკიცა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც, მედლებთან ერთად, გოგონათა და ვაჟთა მსოფლიოს პირველობების საგზურებიც თამაშდება.

1 ივლისს, მე-7 ტურში ნანი უნაფქოშვილმა მარიამ ჭოლაძე დაამარცხა და 6 ქულით ლიდერობა განიმტკიცა.

დარჩენილ ორ ტურში მას ჩემპიონობისთვის, ფაქტობრივად, ნახევარი ქულაც ჰყოფნის. ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ანა შამათავა-დეა გოგიშვილი 0:1, ლიკა კობეშავიძე-ნატო იმნაძე 1:0, ანა კუჭავა-მარიამ ჯავახიშვილი 1:0, ნინო გუმბერიძე-თეა ჭოლაძე 0,5:0,5, ადა კაკუტია-მაია მუმლაძე 1:0. გოგონებში 4,5-4,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს კუჭავა და შამათავა ინაწილებენ. გოგიშვილს, კობეშავიძესა და მ. ჭოლაძეს 4-4 ქულა აქვთ.

ვაჟებში ლიდერი შეიცვალა. გუშინ დიმიტრი კვარაცხელიამ შავი ფიგურებით პირველ ადგილზე მყოფ ზურაბ ჯავახაძეს აჯობა და ნინო ხომერიკის მძლეველ ნიკოლოზ ქუმსიაშვილთან ერთად დაწინაურდა.

გიორგი ნიკოლაშვილი ალექსანდრე ებრალიძეს დაუზავდა. ლიდერთა ჯგუფის სხვა ორთაბრძოლებში თეთრებმა იმარჯვეს: შალვა ნადირაშვილი-გიგლა ბენიძე 1:0, ლევან ბრეგაძე-გუგა ბურდული 1:0,ირაკლი ბერაძე-გიორგი ცხადაძე 1:0, ნიკა ღვამბერია-ირაკლი ჯანიაშვილი 1:0. შვიდი ტურის შემდეგ: ქუმსიაშვილი, კვარაცხელია-5.5-5.5, ნადირაშვილი, ნიკოლაშვილი, ჯავახაძე-5-5, ბერაძე, ნ. ხომერიკი, ბრეგაძე, ებრალიძე, ღვამბერია-4.5-4.5

2 ივლისს, მე-8 ტურში ინტერესს იწვევს ლიდერთა შემდეგი ორთაბრძოლები: გოგიშვილი-უნაფქოშვილი, კუჭავა-კობეშავიძე, კაკუტია-შამათავა, მ. ჭოლაძე-თ. ჭოლაძე; კვარაცხელია-ქუმსიაშვილი, ნადირაშვილი-ნიკოლაშვილი, ბერაძე-ჯავახაძე, ხომერიკი-ბრეგაძე, ებრალიძე-ღვამბერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად