ბოლო ორი ტურია კახა კალაძე “ჯენოას” ძირითად შემადგენლიბაში ვერ ხვდება, არადა, ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ქართველი მცველი “სან სიროზე” ბრუნდება.

რომა კრიზისიდან გამოსვლას ინტერთან მოგებით აპირებს

დღეს:

მილანი-ჯენოა 20.00

რომა-ინტერი 22.45

ხვალ:

ჩეზენა-ნაპოლი 14.30

სამპდორია-უდინეზე 17.00

პალერმო-ლეჩე 17.00

ფიორენტინა-პარმა 17.00

კიევო-ლაციო 17.00

კატანია-ბოლონია 17.00

ბარი-ბრეშა 17.00

იუვენტუსი-კალიარი 22.45

ბოლო ორი ტურია კახა კალაძე “ჯენოას” ძირითად შემადგენლიბაში ვერ ხვდება, არადა, ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ქართველი მცველი “სან სიროზე” ბრუნდება. კახა ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება მილანში, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ეს ძალიან რთული სათქმელია. “გაძეტა დელო სპორტის” ვერსიით უნდა ითამაშოს და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი. ჩვენ კი მატჩის ირგვლივ უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბროთ.

“მილანის” გულშემატკივრები სეზონის სტარტით არც თუ კმაყოფილნი არიან და ეს სრულიად ბუნებრივია – ჯერ მხოლოდ ოთხი ტურია გასული ჩემპიონატის დაწყებიდან და “როსონერი” თანაქალაქელს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მასპინძლები უსიკვდილოდ სამი ქულის აღებას შეეცდებიან და წესით, გენუელ მცველებს დიდი ჯაფა უნდა დაადგეთ. მით უმეტეს, “ჯენოა” ჯერჯერობით არც თუ დამაჯერებლად ასპარეზობს და განსაკუთრებით, სწორედ დაცვაში უჭირს. მასიმილიანო ალეგრის თქმით, დადგა დრო, როდესაც “მილანმა” ქულების განიავება უნდა შეწყვიტოს: “განვლილ პაექრობებში ჩემი შეგირდები ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებიდნენ, მაგრამ ქულები მაინც უხვად დავკარგეთ. ჩეპიონატის სტარტზე სტაბილურად ასპარეზობა მეტად რთულია და ჩვენც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. არაერთი სენსაცია დაფიქსირდა და ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. “ჯენოასთან” იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გვექნება, მაგრამ დადგა დრო, რომ ასეთ შეხვედრებში ქულები აღარ დავკარგოთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ მეტოქეს, მაგრამ თუ გვინდა რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ, “ჯენოას” დარი გუნდები გასვლაზეც და სახლშიც უნდა დავამარცხოთ. გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ მოიგებ, მაგრამ სწორედ სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”.

ამბობენ, ჯამპიერო გასპერინის წყალი შეუდგაო და არ არის გამორიცხული, უკვე “მილანთან” მატჩის შემდეგ კარისკენ მიუთითონ. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია “სან სიროზე” “როსონერის” დამარცხება მოითხოვო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ საბაბი შეიძლება გახდეს და გასპერინის წინასწარ გამოტანილი განაჩენი გაუფორმონ. თუმცა, ეს მხოლოდ პროგნოზებია და თუ რა იქნება რეალურად, ეს ჯერ შეიძლება თვით კლუბის პრეზიდენტმა, ენრიკო პრეციოზიმაც არ იცის.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ბოატენგი, პირლო, ზეედორფი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო

ჯენოა (3-4-3): ედუარდო - ჩიკო, რანოკია, კალაძე - რაფინია, ველოზო, ხარჯა, კრიშიტო - პალასიო, ტონი, მესტო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ რომში გაიმართება, სადაც “ჯალორისი” “ნერაძურის” მიიღებს. მართალია, გუნდები სატურნირო ცხრილის სხვადასხვა მხარეს არიან, მაგრამ “რომა”-“ინტერის” დაპირისპირება ნებისმიერ შემთხვევაში უაღრესად სანტერესოა. ის ამბები, რაც ბოლო პერიოდში დედაქალაქელთა თავს ხდება, ყველასთვის ცნობილია – რომაელები ჩივიან, მსაჯები გვჩაგრავენო და პროტესტსაც ღიად გამოხატავენ. გიჟს გავს კლაუდიო რანიერი და მზად არის ყველას და ყველაფერს დაუპირისპიდეს – ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება მოხდეს, არბიტრმა კიდევ ერთი შეცდომა რომ დაუშვას “რომას” საწინააღმდეგოდ. მოკლედ, დედაქალაქელები ერთ ამბავში არიან და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ტიფოზებმა კი შესაძლოა მართლაც დაუჭირონ მხარი და ობსტრუქციის მაგივრად, ფეხბურთელებს ოვაციები მოუწყონ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაჭირვება და უსამართლოება აერთიანებს და არა პირიქით. ანუ, შესაძლოა “ოლიმპიკო” გადაიჭედოს და “ინტერის” წინაღმდეგ მასპინძელთა მეთორმეე მოთამაშე მთელი ძალებით ამოქმედდეს. თუმცა, მეთორმეტე იქით იყოს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რანიერის შესაძლოა თერთმეტი ფეხბურთელის შეკრება გაუჭირდეს. კვლავაც ტრავმირებულნი არიან ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი – არ არის გამორიცხული, რომ “ინტერის” წინააღმდეგ თამაში შეძლონ, მაგრამ თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ამის შანსი მცირეა. აღარაფერს ვამბობთ ჟულიო სერჟიოზე, რომელმაც “ბრეშასთან” პაექრობაში ტრავმა მიიღო და ერთი თვით გადაინაცვლა ლაზარეთში. ამას დავუმატოთ ფილიპ მექსეს დისკვალიფიკაცია, რომელსაც ვადა მხოლოდ სამი პაექრობის შემდეგ გაუვა. რანიერის სერიოზული პრობლემები აქვს და გამოსავალი უნდა მონახოს. შეტევის წინა ხაზზე ალბათ მირკო ვუჩინიჩს და მარკო ბორიელოს გაამწესებს – ამ უკანასკნელმა ბოლო ორ შეხვედრაში თითო გოლის გატანა მოახერხა და შეეცდება “ინტერთანაც” იხეიროს. აი, რას ამბობს პრესასთან სუბარში კლაუდიო რანიერი: “მთელი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ შეხვედრას საჩვენო რეზულტატით დავასრულებთ. მთელი გუნდი აღშფოთებულია იმ შეცდომების გამო, რომელიც წინა შეხვედრაში არბიტრმა დაუშვა და იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებით უკიდურესი ზომები მივიღოთ. ტრავმირებული ფეხბურთელების ნაკლებიბას არ ვუჩივით, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს – არის რესურსი და მას ბოლომდე ავამოქმედებთ”.

რაფაელ ბენიტესი კარგ ხასიათზეა, მისმა “ინტერმა” ორი თამაში ზედიზედ მოიგო და მისი მისამართით კრიტიკა შენელდა. უფრო სწორედ, კრიტიკა აღარც ისმის, რადგან “ნერაძური” სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა და თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დიეგო მილიტომაც გაიტანა გოლები, რამაც ასევე ძალიან გაახარა “ინტერის” ტოფოზერია. მოკლედ, “ნერაძურის” ბანაკში იდილიაა და სრული ბედნიერებუსთვის “რომას” დამარცხებაა საჭირო.

რაფა კვლავ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სწორედ მილიტოს გაამწესებს. არგენტინელ ფორვარდს უკნიდან ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი და სამუელ ეტოო დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი ბრწყინვალე ფორმაშია და გულშემატკივრებს გარკვეულ დაპირებებსაც აძლევს: “მჯერა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება და ამ შეხვედრაში გოლი გატანას მოვახერხებ. ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ვგრძნობ, რომ კიდევ უკეთ შემიძლია თამაში. დიდწილად, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომლებიც ყველა პირობას მიქმნიან, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვჩინდე. “რომა” ძალიან აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს, ამაში დარწმუნებული ვარ და მთავარია, რომ ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თუ ემოციებს მოვთოკავთ და მწვრთნელის დავალებებს მშვიდად შევასრულებთ, სამი ქულა აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება”.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-4-1-1): ლობონტი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, რიისე - პეროტა, პიზარო, დე როსი, მენეზი - ტოტი - ბორიელო.

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კორდობა, კივუ - სტანკოვიჩი, კამბიასო - ეტოო, სნეიდერი, პანდევი - მილიტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია