"დინამოს" ყველა გულშემატკივარს ახსოვს ჭაღარა ფოტოგრაფი, პატარა ნოდარ ახალკაცს რომ დაატარებდა ხოლმე...
- კიდევ დააგვიანე, შე მამაძაღლო! - გამიბრაზდა კლდიაშვილის ქუჩის ეზოში პატარა ბიჭივით მოაჯირზე ჩამომჯდარი კონსტანტინე შანიძე, ანუ ძია კოსტია, როცა "დინამო"-"ბაიას" თამაშზე მის წასაყვანად რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივედი...

მე და კოსტია ძველი ძმაკაცები ვართ. რომ გავიცანი, მე ოცი წლის ვიყავი, ის 70-ის, მაგრამ ილარიონის არ იყოს, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? 9 აპრილს იგი 94 წლის გახდა. უკრაინაში ვიყავი ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და ვერ მივულოცე დაბადების დღე. ამიტომ თბილისში ჩამოსვლისთანავე "დანაშაულის გამოსასყიდად" დავპირდი, "დინამოს" თამაშზე წაგიყვან და შენებურად სურათები გადაიღე-მეთქი.

გადატანილი ოპერაციების მერე ბატონი კოსტია რამდენიმე წელია, არ ყოფილა სტადიონზე... ჰოდა, 20 მაისის დილას საგანგებოდ გამზადებულა, თავისი განუყრელი 50-წლიანი "ზენიტიც" გაუკრიალებია და ფირიც ჩაუდია, რადგან ბატონი კოსტია არაფრით არ სცნობს ციფრულ ტექნიკას!

კოსტია შანიძე 1918 წელსაა დაბადებული, ერთ თვეში კი საქართველო დამოუკიდებელი გახდა და მისი ფეხის ადგმა და რუსების შემოჭრა ერთი იყო! სკოლაში რომ დაუწყია სიარული, "დინამოს" სტადიონის მშენებლობა დაიწყო… მაშინ იქ თურმე ბაღჩა-ბაღები იყო გაშენებული და კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. შანიძეებიც ახლანდელი მეტრეველის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, სტადიონიდან, ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრში. ჰოდა, პატარა ბიჭიც მუდამ მშენებლობაზე ჩხირკედელაობდა.

ერთადერთი, მაშინ მოუსვამდა სახლისკენ, როცა მშენებლობას გაკრიალებული შავი "პობედა" მოადგებოდა და მანქანიდან თავად ლავრენტი ბერია გადმოვიდოდა ხოლმე. უშიშროების მაშინდელი ვეშაპი სკურპულოზურად ადევნებდა თვალს სტადიონის მშენებლობას და ერთხელაც ისე გაბრაზებულა, თავად მოუკიდია ნიჩბისთვის ხელი და მშენებლებისთვის უჩვენებია, როგორ უნდოდა საქმის გაკეთება!

შეშინებულ მუშებს ბერიასთვის ხელის დასაბანად წყალი ვერ მოუძიებიათ და პატარა კოსტია შანიძე გაუგზავნიათ სახლში, რომელსაც თუნგით მიურბენინებია წყალი. ბერიას ხელი გადაუბანია და... პირსახოცი არავის აღმოაჩნდა! ენაჩავარდნილი ხალხი ისევ ბერიას გამოუყვანია მდგომარეობიდან და... პატარა შანიძის ხუჭუჭა თმაზე გაუმშრალებია ხელი...

მოკლედ, კოსტია შანიძეს მთელი ცხოვრება სტადიონზე აქვს გატარებული. 80 წლისა ისევ მხნედ დააბიჯებდა "დინამოს" თამაშებზე თავისი განუყრელი აპარატით... "დინამოს" ყველა გულშემატკივარს ახსოვს ჭაღარა ფოტოგრაფი, პატარა ნოდარ ახალკაცს რომ დაატარებდა ხოლმე...

არ მეგონა, პატარა ბიჭებსაც თუ ახსოვდათ. ჰოდა, ძალიან გამიკვირდა და, რა თქმა უნდა, გამიხარდა, როცა მე და კოსტია სტადიონზე შევედით და "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორების" მთელი შემადგენლობა ფეხზე წამოუდგა მხცოვან კაცს და ტაში დაუკრა... კოსტიას ცრემლები მოერია და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. ამასობაში ჩვენს "კოტორას" დაუნახია ძველი დოსტი და სირბილით მოვარდა...

ძნელი იყო, თავი შეგეკავებინა მათი თბილი შეხვედრის შემხედვარეს... ჰოდა, "დინამომაც" ივარგა - კოსტიას გამოჩენა იყო და ზედიზედ სამი გოლი შეაგდეს!

ამ ჩანახატს მისი ცნობილი ოჯახობის შეხსენებით დავამთავრებ: ბატონი კოსტიას შვილი, ქალბატონი ცისანა, საქართველოში ცნობილი მოცურავე გახლდათ და მერე დიდხანს მუშაობდა პირველ არხზე. მისი მეუღლე "დინამოს" ოქროს თაობის წარმომადგენელი გურამ პეტრიაშვილი იყო. კოსტიას შვილიშვილი კი "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დავით პეტრიაშვილია, რომელიც ახლა უეფაში მოღვაწეობს...

მამუკა კვარაცხელია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა