კიევში, ესპანეთი-იტალიის მატჩზე, ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით ადგილის დაკავებით მიხეილ სააკაშვილმა ევროპელი ლიდერები უხერხულობისგან იხსნა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადიონს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალის საყურებლად სტუმრობდა.

ესპანეთი-იტალიის მატჩს ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერებიც დაესწრნენ, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირველი პირი სტადიონზე, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, რატომღაც ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით აღმოჩნდა...

სააკაშვილის გამოჩენას "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" გვერდით არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პოლონურ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით კი, საქართველოს პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით ევრო 2012-ის ფინალური მატჩი პოლიტიკური სკანდალისგან იხსნა.

როგორც პოლონური საინფორმაციო საშუალებები წერენ, თურმე კიევში სტუმრად მყოფი ევროპელი ლიდერები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც სტადიონზე "დიქტატორი" ლუკაშენკო, ვაჟთან ერთად შენიშნეს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა იპოვნა, რომელმაც დასავლეთისგან იზოლირებული ლუკაშენკოს გვერდით დაიკავა ადგილი და ამით მატჩზე მყოფ სხვა საპატიო პირებს უხერხულობა მოუხსნა.

"სააკაშვილი ბელორუს კოლეგასთან დაუძაბავად იქცეოდა - საუბრობდა თავისუფლად, ეხუმრებოდა და ართობდა მას", - წერს ერთ-ერთი პოლონური გამოცემა.

საბოლოოდ, მეზობელ ლოჟაში დაიკავეს ადგილი პოლონეთისა და იტალიის პრეზიდენტებმა, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა და ამით მათ ლუკაშენკოსთან კონტაქტს თავი აარიდეს...

მატჩის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური სკანდალის საშიშროება გადავლილი იყო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ევრო 2012-ის ფინალზე გამოჩენის უნდა შერცხვენოდა. თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი დიპლომატიურად თქვა - კიევის სტადიონი იმხელაა, იქ ყველა დაეტევაო.

ასევე იხილეთ:

ფეხბურთი და პოლიტიკა - ევრო 2012-ის ფინალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა

ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]

giorgi
მადლობა მიშას თორემ არავინ იცის რა სერიოზული სკანდალი ატყდებოდა და მერე ამ სკანდალს მოყვებოდა არეულობა სახელმწიფოებს შორის და დაიწყებოდა კრიზისი,კრიზისის შედეგად ჩვენც დავზარალდობოდით ,ამით მიშამ ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა და მოსახლეობისგან მადლობა დედამისს რომ ესეთი მეორე ბევრი ...... არ გააჩინა
odala
ირაკლი, შენ ის თქვი იმსახურებს თუ არა სააკაშვილი ლუკაშენკოს გვერდში ჯდომას და არის თუ არა მასზე რითიმე უკეთესი. ძალით მიუსვეს თუ საკუთარი ნებით მიუჯდა, ამას უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის რომ ეს სამწუხარო დამთხვევა მთლად დამთხვევად რომ არ აღიქმება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებში.
david
ამ... ფეხბურთი არ აინტერესებს და რა უნდოდა მანდ. რაღაც სხვა მიზნით იყო ჩასული
irakli
აბსო;უტურად გეთანხმები დათო...... ლუკაშენკომ არ აღიარებით სხვა პოს საბჭოთა ქვეყნებს და არა მარტო მათ გადააფიქრებინა ამ ნაბიჯზე წასვლისგან.... ODALA ერთი მითხარი ძალით დასვეს ხომ მიშა ლუჯაშენკოს გვერძე ხო????? ნეტავ ვინ??? სისულელეების წერას ჯობია თავი დაანებოო....
dato
იცით როცა მსგავს თენმებს ეხებით .სასურველია ცოტა გლობალურად გაანალიზოთ შექმნილი რეალობა...კი დიქტატორიო ამბობთ მარა, ტიპმა ოსეთი და აფხაზეთი არ აღიარა საქართველოს ჯიგრობაში თუ სხვა რამეში არვიცი, მარა ფაქტი ფაქტად რჩება, თან რუსეთი მთელი ძალით ცდილობს და ვერ აღწევს საწადელს და რატომ არ უნდა დაჯდომოდა მისშა მის გვერძე???
odala
რაო სტატიის ავტორს შერცხვა საკუთარი სახელის დაწერისა? სააკაშვილს სამართლიანად მიუჩინეს ადგილი ლუკაშენკოს გვერდით. ახლა მიდით და ამტკიცეთ რამდენიც გინდათ რომ გმირული საქციელი იყო ეს.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა