ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ "ფურია როხას" გამარჯვება კანტერებში ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობის შედეგია
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ "ფურია როხას" გამარჯვება კანტერებში ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობის შედეგია.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანურ ფეხბურთს მშვენიერი დრო უდგას. ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება კანტერებში (ბავშვთა-ახალგაზრდული სკოლები ესპანეთში) ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობის შედეგია, სადაც ყველა ფეხბურთის თამაშს ვიწყებდით.

და, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება მწვრთნელის გამარჯვებაცაა, რომელმაც ციკლებს შორის გუნდის შემადგენლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანა შეძლო.

ეს ტურნირი ჩვენთვის იოლი გასეირნება არ ყოფილა. ნახევარფინალში შეიძლება წაგვეგო, მაგრამ ახლა გვსურს, ამ მომენტით დავტკბეთ და ის მთელი ცხოვრების მანძილზე დავიმახსოვროთ.

ასევე, გვინდა, ეს გამარჯვება ჩვენს ახლობლებს და მათ მივუძღვნათ, ვინც გვგულშემატკივრობდა", - თქვა კასილიასმა იტალიასთან ფინალური მატჩის შემდეგ.

კასილიასი ევროპის ჩემპიონატზე "მშრალი" მატჩების" რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა, რომელსაც ჰოლანდიელ ედვინ ვან დერ საართან იყოფს.

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად