ინტერვიუ უეფას პრეზიდენტთან
- რომელია თქვენი საყვარელი მომენტი წლევანდელ ჩემპიონატზე და თქვენი აზრით, ვინ იყო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი?

- ამ ჩემპიონატზე ბევრი დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მომენტი იყო, მაგრამ მათ შორის უდავოდ გამოვარჩევ პირველი მატჩის სასტარტო ჩასტვენას. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ დიდი ფეხბურთი დაიწყო. ხუთწლიანმა შრომამ, მოსამზადებელმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. ახლა კი ფეხბურთით დატკბობის დრო დაიწყო.

რაც შეეხება მეორე კითხვას... ჩემი აზრით, ამ ტურნირზე ერთი, ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი არ ყოფილა. სამაგიეროდ, იყო ფეხბურთელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი და თქვენ ყველა მათგანს ძალიან კარგად იცნობთ. მათ დაამშვენეს ევრო 2012.

- ალბათ, უკვე მომავალ ჩემპიონატებზე ფიქრობთ. რა აზრის ხართ ფორმატის ცვლილებაზე, რა შეუძლია გამოიწვიოს ამან?

- დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ყველას დაუმტკიცებს, კონტინენტზე არის 24 კარგი ნაკრები, რომელთაც შეუძლიათ ძალიან კარგი საფეხბურთო სპექტაკლები შემოგვთავაზონ.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელ გუნდს რა ესაჭიროება ასეთ ტურნირზე წარმატების მისაღწევად?

- ამ ყველაფრის ორი სიტყვით გამოხატვა შეიძლება: ტექნიკა და ფიზიკური მზაობა.

- წინა ტურნირთან შედარებით, რაში გამოიხატა ევროპული ფეხბურთის პროგრესი?

- ერთი წამითაც არ დავფიქრდები, ისე გაგცემთ პასუხს - ყველაზე დიდი პროგრესი ევროპულმა ფეხბურთმა ხუთი მსაჯის წესის შემოღების წყალობით განიცადა. ამან მკვეთრად შეამცირა სიმულაციის რიცხვი, ასევე, საჯარიმოში სტანდარტული მდგომარეობისას ერთმანეთის მაისურებზე მოქაჩვა. ამ ყველაფერმა გაზარდა გოლთა რიცხვი, განსაკუთრებით, თავით გატანილებისა. ხუთმსაჯიანი სისტემა ნამდვილად ემსახურება ფეხბურთის პროგრესს.

- რა უფრო მოგწონთ, თამაში და გოლების გატანა, თუ უეფას ხელმძღვანელობა და ახალი წესების მიღება?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა 20-ის ან 30-ის ვიყავი, ქვეყანას მერჩივნა ფეხბურთის თამაში. ახლა კი ძალიან მომწონს ჩემი მისია, დავიცვა და განვავითარო ევროპული ფეხბურთი.

- იყო თუ არა წარმატებული ტურნირის აღმოსავლეთ ევროპაში გამართვის ექსპერიმენტი?

- ევროპის ჩემპიონატი პირველია აღმოსავლეთ ევროპისთვის. ის წარმატებული კი არა, ტრიუმფალური გამოდგა.

პოლონეთმა და უკრაინამ ყველას დაუმტკიცეს, რომ ამ ქვეყნებს ძალუძთ მაღალ დონეზე უმასპინძლონ ასეთი დონის ტურნირებს. ორგანიზატორებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გაწეული სამუშაოთი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა