მამაკაცებს შორის რვიდან მხოლოდ სამი მერვედფინალის ჩატარება მოხერხდა და ორმა მთავარმა ფავორიტმა გააღწია მეოთხედფინალში
მამაკაცებს შორის რვიდან მხოლოდ სამი მერვედფინალის ჩატარება მოხერხდა და ორმა მთავარმა ფავორიტმა გააღწია მეოთხედფინალში.

როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუმართლათ, რადგან მათ გადახურულ ცენტრალურ კორტზე მოუწიათ თამაში.

ფედერერი ბელგიელ ქსავიე მალისეს ხვდებოდა, რომელიც აქამდე ათიდან ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული. ამიტომაც შვეიცარიელის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ წინა წრეში როჯერმა 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა ჟულიან ბენეტოსთან. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ შვეიცარიელი ბოლომდე არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

სათამაშო პრობლემებს ისიც დაემატა, რომ პირველი პარტიის დროს, 4:3-ზე ფედერერმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და კორტი დატოვა ტკივილგამაყუჩებლის მისაღებად. ეს სეტი როჯერმა ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორეში კი სამი ბრეიკი აიღო და გაანადგურა ბელგიელი.

თითქოს შვეიცარიელს იოლად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ მოულოდნელად პრობლემები შეექმნა. მესამე სეტის სტარტზე მალისემ ბრეიკი აიღო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მეოთხე სეტიც იმით დაიწყო, რომ ქსავიემ მოიგო მეტოქის მოწოდება, თუმცა ამჯერად ფედერერმა არათუ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და ოთხ სეტში გაიმარჯვა - 7:6(1), 6:1, 4:6, 6:3.

როჯერისთვის ეს იყო საიუბილეო - 850-ე მოგება კარიერაში. გარდა ამისა, მან ზედიზედ ოცდამეცამეტედ გააღწია "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე შვეიცარიელი რუს მიხაილ იუჟნის შეხვდება, რომელმაც დაძაბულ ხუთსეტიან მატჩში მოუგო უზბეკ დენის ისტომინს.

კარიერაში მეცამეტედ შეხვდნენ ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ვიქტორ ტროიცკი და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეთორმეტედ მოიგო ეს სერბული დერბი. ნოვაკმა ეს ძალიან იოლად გააკეთა - საათსა და 30 წუთში მოამთავრა საქმე. ამ დროის განმავლობაში ჯოკოვიჩის ანგარიშზე ექვსი ბრეიკი იყო, ტროიცკიმ კი ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. ნოვაკმა მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 6:3, 6:1, 6:3 მოიგო.

კაცები

1/8-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:3, 6:1, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ქსავიე მალისე (ბელ) 7:6(1), 6:1, 4:6, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს, 26)-დენის ისტომინი (უზბ) 6:3, 5:7, 6:4, 6:7(5), 7:5; დანარჩენი მატჩები გადაიდო.

ბუკმეიკერთა ფავორიტები

უიმბლდონის პირველი კვირის შემდეგ ბრიტანელმა ბუკმეიკერებმა ტურნირის მოგებაზე ახალი კოეფიციენტები გამოაქვეყნეს. მამაკაცებს შორის ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომლის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 1.80-ს უდრის.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 1,80

როჯერ ფედერერი - 3,75

ენდი მიურეი - 6,00

ჟო-ვილფრიდ ცონგა - 9,00

ხუან მარტინ დელ პოტრო - 17,00

ქალებს შორის ფავორიტად რუსი მარია შარაპოვა მიიჩნევა (ის უკვე გამოეთიშა ტურნირს) – შესაბამისი კოეფიციენტია 2,87. მეორე ადგილზეა ამერიკელი სერენა უილიამსი – 3,75;

მარია შარაპოვა - 2,87

სერენა უილიამსი - 3,75

პეტრა კვიტოვა - 5,00

ვიქტორია აზარენკა - 6,00

კიმ კლაისტერსი - 13,00

აგნიეშკა რადვანსკა - 15,00

რუფუსი დააბრუნეს

შევარდენი რუფუსი, რომელიც უიმბლდონის საჩოგბურთო კომპლექსს მტრედებისგან იცავდა, ტურნირის ორგანიზატორებს დაუბრუნეს. შეგახსენებთ, რომ სპეციალურად გაწვრთნილი ფრინველი შაბათს კლუბის ტერიტორიიდან გაიტაცეს.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუფუსი ნაპოვნია. ის სრულ წესრიგშია და თავისი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა", - განაცხადეს უიმბლდონის წარმომადგენლებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს