20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა, მაგრამ გოგონებში გამარჯვებული უკვე ცნობილია
20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა, მაგრამ გოგონებში გამარჯვებული უკვე ცნობილია - ნანი უნაფქოშვილმა გუშინ შავი ფიგურებით დეა გოგიშვილს სძლია და 8 შესაძლებლიდან 7 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ანა კუჭავა - ლიკა კობეშავიძე 1:0, ადა კაკუტია - ანა შამათავა 0:1, მარიამ ჭოლაძე - თეა ჭოლაძე 1:0, ნატო იმნაძე - ნინო გუმბერიძე 1:0, მაია მუმლაძე - მარიამ ჯავახიშვილი 0:1.

ბოლო ტურის წინ: უნაფქოშვილი -7, შამათავა, კუჭავა - 5,5-5,5, მ. ჭოლაძე - 5, იმნაძე - 4,5, გოგიშვილი, კობეშავიძე - 4-4, კაკუტია, თ. ჭოლაძე - 3-3, ჯავახიშვილი - 2,5, მუმლაძე - 1,5 ქულა.

3 ივლისს ბოლო ტურში ითამაშებენ: უნაფქოშვილი - კაკუტია, მ. ჭოლაძე - კუჭავა, ჯავახიშვილი - შამათავა, იმნაძე - მუმლაძე, თ. ჭოლაძე - გოგიშვილი, გუმბერიძე - კობეშავიძე.

ვაჟებში ჩემპიონის ვინაობას ბოლო ტური დაასახელებს. პირველობის შანსს 2 მოჭადრაკე ინარჩუნებს. 2 ივლისს დიმიტრი კვარაცხელიამ ნიკოლოზ ქუმსიაშვილი დაამარცხა და 6,5 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება შალვა ნადირაშვილი, რომელმაც მე-8 ტურში გიორგი ნიკოლაშვილს აჯობა. დღეს სწორედ მათ პაექრობაში გადაწყდება ოქროს მედლის ბედი.

მართალია, 5,5-5,5 ქულა აქვთ ქუმსიაშვილსა და ზურაბ ჯავახაძის მძლეველ ირაკლი ბერაძეს, მაგრამ მათ (ერთმანეთთან გაარკვევენ უძლიერესს), უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ბრინჯაოს მოპოვება შეუძლიათ. ამ ორი შეხვედრის გარდა, მეწინავეთა ჯგუფიდან ინტერესს იწვევს, ასევე, ჯავახაძე-ტეტუნაშვილის, ბრეგაძე-ებრალიძისა და ნიკოლაშვილი-ღვამბერიას პარტიები.

ვაჟთა ტურნირში შესანიშნავად ითამაშა ნინო ხომერიკმა. გუშინ იგი ლევან ბრეგაძეს დაუზავდა და 5 ქულას მოუყარა თავი (ასევე, 5-5 ქულა მოაგროვეს ჯავახაძემ, ბრეგაძემ, ნიკოლაშვილმა, ალექსანდრე ებრალიძემ, ნიკა ღვამბერიამ და რევაზ ტეტუნაშვილმა).

დასკვნით ტურში ნინო ვერ ითამაშებს, რადგან დღეს გამთენიისას გიორგი სიბაშვილთან, ანა თედოშვილსა და მარიამ ჭოლაძესთან ერთად (ხელმძღვანელი ვარლამ ვეფხვიშვილი) დუბაის საერთაშორისო ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის