"დათო სირაძეზე, ფაქტობრივად, უარი თქვეს. არა მგონია, საქართველოში მასზე მაღალი დონის თავდამსხმელი ჩამოვიდეს"
თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდიდან ოთარ ხიზანეიშვილის წასვლა.

მცველს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და თავის დროზე რუსეთისა და გერმანიის ელიტურ ლიგებში უთამაშია, მშობლიურმა კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.

ხიზანეიშვილი არ მალავს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი ამბავი იყო:

- სიმართლე გითხრათ, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი. "დინამოში" ჩემთვის მძიმე პერიოდში ჩამოვედი, ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ვცდილობდი და ჩემპიონატის ბოლოს ვგრძნობდი, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდი, მაგრამ შესაძლებლობის 75-80 პროცენტს თუ ვაჩვენებდი. ამიტომ სეზონის დასრულების შემდეგაც არ გავჩერებულვარ და ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

უცბად, ასეთი ამბავი გავიგე... ეტყობა, ბუბა ტყავაძის, ან ვისაც სელექციის საკითხები ეხება, იმის გეგმებში ვერ ვჯდებოდი.

ფეხბურთი ასეა, არ უნდათ და რამეს მოვძებნი, თუმცა "დინამო" ჩემთვის საყვარელი გუნდია, წარმატებასა და მიზნების მიღწევას ვუსურვებ და მაინც მადლობას ვეტყვი, რადგან ტრავმირებული მიმიღეს და ფორმის აღდგენის საშუალება მომცეს.

მაგრამ მხოლოდ ჩემს გამო არ ვამბობ: ეროვნული ჩემპიონატი უცხოეთში გასული ქართველების დაბრუნებით უნდა გაძლიერდეს.

იმედი მქონდა, "დინამოში" ჩემი ბავშვობის მეგობართან, დათო სირაძესთან ერთად ვითამაშებდი, მაგრამ ფაქტობრივად, უარი თქვეს, რაც ძალიან გამიკვირდა.

არა მგონია, საქართველოში სირაძეზე მაღალი დონის თავდამსხმელი ჩამოვიდეს.

- "დინამოდან" წასვლის შემდეგ კონკრეტული წინადადება გქონდა?

- რა წინადადება უნდა მქონდეს, როდესაც ახალ გუნდს არ ვეძებდი, მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ ხალხს არც დავლაპარაკებივარ, "დინამოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ველოდი.

აზერბაიჯანსა და მსგავს ქვეყნებში წასვლა აღარ მინდოდა. პატარა აღარა ვარ და ვფიქრობდი, კარიერას მშობლიურ კლუბში დავასრულებ და დავეხმარები-მეთქი.

თუმცა უკვე რამდენიმე კლუბი დამიკავშირდა და მალე მეცოდინება, სად ვითამაშებ. შესაძლოა, საქართველოში დავრჩე, შესაძლოა, უცხოეთში წავიდე.

- ევროთასებზე ქართული კლუბების წლევანდელ მეტოქეებზე რას იტყოდი?

- მეტოქეებიდან მხოლოდ "აქტობეს" ვიცნობ, რადგან ყაზახეთში მითამაშია. არა მგონია, ქუთაისის "ტორპედომ" ვერ დაამარცხოს.

"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩიზე" ძლიერი გუნდია და წესით, უნდა გამოაგდოს. აზერბაიჯანელების მწვრთნელის კომენტარებმა კი ძალიან გამაკვირვა. დიდი ფული აქვთ, მაგრამ ჩვენზე კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობენ და ნეტავ, ასეთი დაიმედებული რატომ არის? დიდი ფული ყატარშიც აქვთ, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. "ზესტაფონი" კი კარგი გუნდია და თავის სიტყვას იტყვის.

შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს გორის "დილას". "მეტალურგის" მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ბოლო წელია, ჩვენი გუნდები გაძლიერდნენ და პირველი ეტაპის გავლა შეუძლიათ. ფაქტია, რომ პროგრესი არის და კლუბებში ფული იდება. შემთხვევითი არ იყო შარშან ევროპის ლიგის პლეი ოფში ორი გუნდის მოხვედრა.

საქართველოდან დიდი ხნის წინ წავედი და დაბრუნებულს ძალიან გამიკვირდა, გუნდებიც მოძლიერებული დამხვდა და მოედნები და სტადიონები - უკეთესი. მაგალითად, ზესტაფონში, ქუთაისში, ეროვნულ სტადიონსა და "მიხეილ მესხზე" თამაში სიამოვნებაა.

თუ ასე გაგრძელდა და ფულს სისტემატურად ჩადებენ, ნიჭიერი ბიჭები წასვლასა და ოჯახის რჩენაზე არ იფიქრებენ, გუნდები და ჩემპიონატი გაძლიერდება. საამისოდ უეფამ მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა: 2015 წლის ევროპის სუპერთასის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი ფაქტი და იმას ნიშნავს, რომ უეფა გვენდობა და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩვენთან ჩატარების არ ეშინიათ.

ათი წლის წინ თბილისში ევროპის სუპერთასს კი არა, შესარჩევი ციკლის რიგით მატჩს ვერ ვმასპინძლობდით. ხომ გახსოვთ, 2002 წელს რუსეთთან შეხვედრა შუქის გამორთვის გამო რომ ჩაიშალა?

- ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატი თუ მოგეწონა?

- საკმაოდ კარგი ჩემპიონატი იყო. ფინალამდე ესპანეთმა შთამბეჭდავად ვერ ითამაშა, მაგრამ იტალისთან უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენა და ძალიან მომეწონა.

ძალიან გამაოცა იტალიამ, რომელიც ტურნირის დაწყებას პრობლემებით შეხვდა და ამის მიუხედავად, მაინც ფინალში გავიდა.

- მცველებიდან ვინ მოგეწონა?

- ესპანეთს კარგი დაცვა ჰყავდა, მაგრამ მე მაინც პორტუგალიის უკანა ხაზს გამოვარჩევდი.

ოთარ ხიზანეიშვილი: რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეც ხდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუბა ტყავაძე: ცხადია, თბილისის "დინამოს" მოთხოვნებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს

დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან

თბილისის "დინამოში" ჩეხები მოდიან...

dato
grigi80 შენ შეურაწყოფას არ ვაპირებ.მე ფეხბურთი ნანახი მაქვს თუ არა გეტყვი ,რომ რომ ნანახიც და ნატამაშებიც და ეხლაც ვთამაშობ...იყო დრო რომ მართლა მაგარი იყო..მარა ამისმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა..ტიპმა ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა...ხან ყაზახეთში და ხან სად და რა გასაკვირია ამბიციურ დინამოში რომ ვერ მოეკიდა ფეხი?..მე ვთვლი რომ არც უნდა აეყვანათ..თორემ რომ გაუშვეს რა გასაკვირი იყო?წავიდეს ფოთის კოლხეთში ან მაგნაირ გუნდებში და გამოცდილება გაუზიაროს უკეთესი იქნება ჩემი აზრით!!!
guja
დზან მაგარი კაცია და მაგარი Pეხბურტელი. დატო ... დაკენე.
grigi80
dato, fexburti nanaxi gaaq?
irakli1805
რაც ეს დადგა დინამოს დაცვაში იმდენი შედცომებიც არ იყო წამო ხიზან ზესტაფონში წამო. კოკია არ დაკარგო ეს კაცი აგერ გუნდს ეძXებს უპრობლემოდ მოვა თAნ თAვისუფალიას
dato
არც შენგან ელოდა დინაო ასეთ ამორალურ დონეზე თამაშს!!!
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა