ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ გაბელია: ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ მისი განეიტრალება, თურმე, შეიძლება

ოთარ გაბელია: ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ მისი განეიტრალება, თურმე, შეიძლება

ოთარ გაბელია უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად მოთამაშე "ზუგდიდში" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტად იმუშავებს
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ უმაღლესლიგელი "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთარ გაბელიას კანდიდატურა განიხილებოდა.

შეგახსენებთ, მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ზუგდიდის "ბაიას" ადგილს "ზუგდიდი" დაიკავებს.

"ლელო" ოთარ გაბელიას შეეხმიანა და მას სამომავლო საქმიანობის შესახებ ესაუბრა; ასევე, ევროპის დასრულებული ჩემპიონატის თაობაზეც სთხოვა აზრის გამოთქმა.

ინტერვიუს დასაწყისში კი ჩვენმა რესპონდენტმა ერთი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა:

- "ზუგდიდში" მუშაობას, ალბათ, მართლაც დავიწყებ, ოღონდ არა მთავარი მწვრთნელის, არამედ კონსულტანტის რანგში. ჩემთვის სტატუსსა და თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, საქმე გავაკეთო და მიმაჩნია, რომ "ზუგდიდს" კონსულტანტად უფრო გამოვადგები.

იმასაც გეტყვით, რომ ჩემი იქ მუშაობა ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის - კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დამისრულებია. თუმცა უკვე ზუგდიდში ვარ, გუნდის საწვრთნელ პროცესშიც ვმონაწილეობ და დიდი ალბათობით, აქვე დავრჩები.

- კონკრეტულად რა ფუნქციები დაგეკისრებათ "ზუგდიდში"?

- დაახლოებით იგივე როლი დამეკისრება, რაც მწვრთნელს; უბრალოდ, მთავარი მწვრთნელი სხვა ადამიანი იქნება, სავარაუდოდ, ელგუჯა ქომეთიანი.

მთავარ მწვრთნელობაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ კონსულტანტის რანგში უფრო მეტს შევძლებ. "ზუგდიდშიც" ვიმუშავებ და ამას ჩემს ძველ თანამდებობასაც შევუთავსებ - მოგეხსენებათ, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების სელექციონერი ვარ და ამიერიდან ამ საქმეს კიდევ უფრო აქტიურად გავაკეთებ.

რეგიონებში დავესწრები დუბლშემადგენლობებისა და ჭაბუკთა ლიგის მატჩებს და ნაკრებების მწვრთნელებს საინტერესო ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მივაწვდი.

- ზუგდიდის "ბაიაში" კონსულტანტისა და ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ადრეც შეგისრულებიათ...

- დიახ, ამ თანამდებობაზე 2010 წელს ვიმუშავე და ზუგდიდური ფეხბურთის ნიუანსები კარგად შევისწავლე. ასე რომ, იქ დაბრუნებულს არაფერი გამიჭირდება. კარგად ვიცი, როგორ გარემოსა და სიტუაციაში მომიწევს მუშაობა და თუ კლუბის ხელმძღვანელობასთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწიე, ვფიქრობ, რომ წინ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდი მელის.

- რა იქნება "ზუგდიდის" მიზანი მომავალ სეზონში?

- რომ გითხრათ, ევროთასების საგზურის პრეტენზია გვექნება-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებს.

როგორც იცით, "ზუგდიდმა" რამდენიმე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი უკვე დაიმატა და, სავარაუდოდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

- ევროპის ჩემპიონატზე გადავინაცვლოთ, სადაც ფინალში უთანასწორო ბრძოლა ვიხილეთ. ელოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას?

- იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და დიდი იმედი მქონდა, რომ ეს გუნდი ესპანეთს ფინალში ისეთივე წინააღმდეგობას გაუწევდა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ფეხბურთი მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა.

ფაქტია, რომ დღეს ესპანეთის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს ყველას თვალნათლივ დაუმტკიცა. ესპანელებმა იტალიელებს ყველა ასპექტში აჯობეს - სამწვრთნელო დუელშიც, ბურთით და უბურთოდ მოძრაობაშიც, ფიზიკურ მომზადებაშიც და რაღა თქმა უნდა, საშემსრულებლო ოსტატობაშიც.

- ექნებოდა იტალიის ნაკრებს რაიმე შანსი, მის მწვრთნელს განსხვავებული ტაქტიკა-სტრატეგია რომ გამოეყენებინა?

- ფაქტია, რომ იტალიელებმა ვერ შეძლეს მკაცრი პრესინგის განხორციელება და დაცვაშიც უხეში შეცდომები დაუშვეს.

ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება მისი განეიტრალება.

მთლიანობაში, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული თამაში და შედეგი აჩვენა და იმის პერსპექტივაც დაგვანახვა, რომ ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება.

- ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დაასახელეს. ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

- ჩემპიონი ესპანეთი გახდა და სრულიად ლოგიკურია, რომ საუკეთესო ფეხბურთელად ამ გუნდის უდავო ლიდერი აღიარეს.

ფინალში იტალიას რომ გაემარჯვა, საუკეთესოს წოდების ღირსი ანდრეა პირლო იქნებოდა, რომელმაც ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

- ამ ორის გარდა, ევროპის ჩემპიონატიდან კიდევ რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?

- უპირველესად, ჯანლუიჯი ბუფონს, რომელიც, ჩემი აზრით, ევრო 2012-ის საუკეთესო მეკარეა. ასევე, გამოვყოფდი ესპანეთის ნაკრების ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს, ეს გუნდი ხომ ყველა რგოლში კაშკაშა ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული.

მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა კრიშტიანუ რონალდომაც. ბევრი კრიტიკის მიუხედავად, მან დაგვიმტკიცა, რომ შეუძლია იყოს ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი.

ოთარ გაბელია: თანამდებობას რა მნიშვნელობა აქვს?!. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ

თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?

ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]

• chala

ვერ გავიგე- ვის რა ადგილი აგეწვათ - ოთიკოს დაუმასტეთ? - და შენ სახელს რო მალავ- ოთარახარ? :)))))))

• irakli

მაინც მგონია რომ მეკარეების შეფასებაში ცოტათი მიკერძოებულია, კასილასის საუკეთესოობას რატო არ აღიარებს ვერ ვხვდებოდი სანამ იტალიის გულშემატკივრობა არ აღიარა. ისე კასილასს რო აეღო საუკეთესოს ჯილდო რა მოხდებოდა? ბოლო-ბოლო ინიესტას რონალდუზე მეტი არ გაუკეთებია, ვფიქრობ რომ ფიფა აქაც მიკერძოებული იყო. ეგრე თითქმის ყველა ესპანელმა კარგად ითამაშა

• ramo

chala როგორ არა გრცხვენია? ესპანეთს და ფრანგებს ვუგებთ უეჭველი.DDD

chala "ოთიკო აქ რო ჩამოვა ესპანეთი - მაშინ გაანეიტრალე- ........ ნახეთ რა კარგი გაზრდილია, ბრავო შენს გამზრდელს.

• მწყემსი

chala უზრდელი ხარ და მეტი არაფერი.

• chala

ოთიკო აქ რო ჩამოვა ესპანეთი - მაშინ გაანეიტრალე-..........

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს

ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ

სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის

მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო

"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ

კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა

ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი

[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება

საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია

[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია