დღევანდელი 2 მატჩით VII ტური დასრულდება და სატურნირო ცხრილიც "სრულ" სახეს მიიღებს. ამასთან, როგორი შედეგებითაც უნდა დასრულდეს ორივე შეხვედრა, სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებები აუცილებლად მოხდება...

დღევანდელი 2 მატჩით VII ტური დასრულდება და სატურნირო ცხრილიც "სრულ" სახეს მიიღებს. ამასთან, როგორი შედეგებითაც უნდა დასრულდეს ორივე შეხვედრა, სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებები აუცილებლად მოხდება; მაგალითად, იმავე "ოლიმპს" ამ ტურის შემდეგაც თუ სურს ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად ყოფნა, დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. თუმც, ჩვენ ჩემპიონატში პროგნოზების გაკეთება ერთობ რთული საქმე რომ არის, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა...

კოლხეთი-ოლიმპი

ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტის ფოთში სტუმრობამ, წესითა და რიგით, გულშემაკივართა დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს; სტუმარი გუნდის ჩემპიონისა და ფავორიტის სტატუსს თავი რომ დავანებოთ, არც ეს ფაქტია უმნიშვნელო: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "კოლხეთი" და "ოლიმპი" ერთმანეთს დღეს პირველად დაუპირისპირდებიან! ჰო, ასეა: უმაღლეს ლიგაში "კოლხეთის" უკანასკნელი სეზონის (2005-06 წლები) დროს, "ოლიმპი" ჯერ კიდევ არ არსებობდა; სამაგიეროდ, რუსთავის სახელით მოასპარეზე გუნდები ("გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი") ფოთში არაერთხელ ჩასულან და მეტ-ნაკლებ წარმატებებსაც აღწევდნენ. ფოთისა და რუსთავის გუნდების ბოლო დაპირისპირება 2002-03 წლების სეზონში მოხდა, როცა "კოლხეთმა" ორივე მატჩი მოუგო "გორდას" (3:0, 3:2). აღსანიშნავია, რომ იმ რვაწლისწინანდელი შემადგენლობებიდან დღესდღეობით "კოლხეთში" აღარავინ არის, ხოლო "ოლიმპში"... გრიგოლ ბედიაშვილი შემორჩა, _ იმ სეზონის დასრულებიდან ცოტა ხანში "ვიტ ჯორჯიაში" რომ გადავიდა და მხოლოდ ამ ზაფხულს, შვიდწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა მშობლიური ქალაქის გუნდს. საერთოდაც: ვიდრე "გორდა" უმაღლესი ლიგიდან გავარდებოდა, "კოლხეთთან" თამაში მუდამ უჭირდა; ოღონდ, ეს მხოლოდ ბოლო წლებზე ითქმის, თორემ ეროვნული ჩემპიონატის გარიჟრაჟზე (ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის "ფრთიანი" ფრაზაა) რუსთავის გუნდებს დადებით ბალანსი ჰქონდათ "კოლხეთთან". განსაკუთრებით კი I ჩემპიონატის ის მატჩი გვინდა გავიხსენოთ, "გორდამ" მართლაც ლამაზ სტილში რომ დაამარცხა სტუმრად "კოლხეთი" (2:0). არადა, ჯონი ჯანელიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმა" I ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო და V ტურის მერე ერთპიროვნული ლიდერიც იყო; თანაც, ფოთელებმა ხუთივე მატჩი სტუმრად ჩაატარეს და შესანიშნავი შედეგიც უჩვენეს: 4 მოგება და 1 ფრე; და აი, ფოთში ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის დროც დადგა: საზეიმო ცერემონიალი, მილოცვები, კონცერტი, საქართველოს დროშის აღმართვა, სავსე ტრიბუნები და, რაღა თქმა უნდა, მორიგი წარმატების მოლოდინი. თუმცა, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე `გორდამ~ მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვა. სტუმრები იმდენად კარგად თამაშობდნენ, ობიექტურმა და ფეხბურთის მცოდნე ფოთელმა ქომაგებმა მატჩის დამთავრებისთანავე ტაშით გააცილეს "გორდას" მწვრთნელ-ფეხბურთელები. 20 წლის წინანდელი იმ მატჩის თვითმხილველი გახლავართ და თუ არ ვცდებით, იმ შეხვედრის არბიტრი ანატოლი მილჩენკო გახლდათ...

... ეს ყველაფერი უკვე ისტორიას "ჩაბარდა", დღეს კი ორივე გუნდი შეეცდება ქულათა მარაგის შევსებას: ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში სტატისტის როლში ყოფნისათვის რომ არ დაბრუნებულა, წინა ტურებმაც დაამტკიცეს. რაც შეეხება ჩემპიონ "ოლიმპს", ალბათ დროა, რომ თემურ მახარაძის გუნდმა უკვე... სტუმრადაც დაიწყოს ქულების მოგროვება...

ბაია-სპარტაკი

ოთხწრიანი ჩემპიონატის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შემადგენლობის გონივრულ როტაციას (მით უფრო, როცა გუნდებს ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევთ ასპარეზობა; ამ შემთხვევაში კი დღევანდელი მეტოქეები აშკარად არათანაბარ პირობებში იმყოფებიან: "სპარტაკისგან" განსხვავებით "ბაიას" გრძელი სათადარიგოთა სკამის პრობლემა ნამდვილად არა აქვს; ეგაც რომ არ იყოს, მასპინძლებს მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ელგუჯა ქომეთიანის გუნდისგან ამიტომაც ითხოვენ "ბაის" ქომაგები წარმატებულ ასპარეზობას. არადა, წინა სეზონში "ბაიაც" და "სპარტაკიც" მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ, ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუგდიდურ გუნდს ბევრად უფრო ამბიციური მიზნები გააჩნია. აი, "სპარტაკის" გეგმები კი უცვლელი დარჩა: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გოჩა ჩიქოვანის გუნდი ერთდროულად რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელით თუ არ გაძლიერდა, შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება...

წინა სეზონში ჩატარებული 4 დაპირისპირებიდან, გაგიკვირდებათ და , 3... "სპარტაკმა" მოიგო! თუმცა, ამჟამინდელი "ბაია" აშკარად "სხვა" გუნდია და, ეტყობა, ყოველივე ეს... უცხოელმა ბუქმეიქერებმაც იციან, _ დღევანდელ შეხვედრაში წამყვანი ევროპული (!) ტოტალიზატორები აშკარა ფავორიტად ხომ მასპინძლებს მიიჩნევენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს