ავთანდილი ასათიანი – გუშინ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა...

ავთანდილი ასათიანი – გუშინ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ც ჯგუფში მოხვდა: ჩვენი მეტოქეები არიან მაკედონია, ინგლისი და ესტონეთი. სულ ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. თითოეული მათგანის გამარჯვებული შესარჩევ ჯგუფში გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენი ჯგუფის მატჩებს მაკედონია 2011 წლის 20-24 იანვარს უმასპინძლებს.

გუშინ ნიონში შესარჩევი ჯგუფების კენჭისყრაც გაიმართა. მაკედონიაში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურისთვის პორტუგალია, ბელარუსი და პოლონეთი იბრძოლებენ. ამ ჯგუფურ ტურნირს კი პოლონეთი 2011 წლის 24-27 თებერვალს უმასპინძლებს. სულ ექვსი ჯგუფია: ფინალურ ეტაპზე მოხვდება ექვსი გამარჯვებული, ხუთი საუკეთესო მეორეადგილოსანი და პლუს მასპინძლელი ხორვატია. ევროპის ჩემპიონატი კი 2012 წელს ხორვატიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე გაიმართება.

კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი გამოდგა: საქართველოს ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის მწვრთნელობის პერიოდში, 17-წლიან წუმპეს თავი დააღწია და წინა შესარჩევ ეტაპზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. თუმცა, კვლავ შესარჩევი ციკლიდან იწყებს ბრძოლას და არა ელიტ-რაუნდიდან, როგორც ადრე ვიცოდით.

კენჭისყრასა და მეტოქეებზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ავთანდილ ასათიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ბატონო ავთანდილ, კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი ბრძანდებით?

- კმაყოფილი არ ვარ, რადგან საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით... სიმართლე გითხრათ, ასეთ ძლიერ მეტოქეებს არც ველოდით.

- რატომ არ ელოდით?!

- ყველა სხვა ჯგუფი შედარებით დაბალანსებულია და უმთავრესად, ერთად მოხვდნენ ორი ფავორიტი და ორი აუტსაიდერი.

- კონკურენტად რომელ ნაკრებს თვლით?

- ერთადერთი, ესტონეთია შედარებით სუსტი გუნდი, მაკედონია-ინგლისთან კი მძიმე შეხვედრები გველის. მაკედონია ფუტზალში დაახლოებით ისეთივე ძალისაა, როგორც კლასიკურ ფეხბურთში თურქეთი _ მეომარი, ორგანიზებული და ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძვის. ტურნირი მაკედონიაში ტარდება და ესეც მათთვის დამატებითი პლუსი იქნება. ძლიერი და ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ ინგლისელებსაც. ასე რომ, ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლისთვის საქართველო და მაკედონია-ინგლისი იბრძოლებს.

- როგორც ვიცით, ფუტზალის ნაკრებს წელიწადზე მეტია საკონტროლო შეხვედრა არ გაუმართავს.

- სამწუხაროდ, ასეა.

- მიზეზი ფინანსური პრობლემებია?

- ფინანსური პრობლემებიც და ათასი სხვა რამ.

- კონკრეტულად?

- ალბათ, მიზეზი ისიცაა, რომ ფუტზალის ფედერაციაში ცვლილებებმა დრო წაიღო, საარჩევნო პერიოდმა ნაკრების პრობლემები ჩრდილში მოაქცია. ფედერაციის ხელმძღვანელებს ჩემი გეგმა წარვუდგინე. ნაკრებს სარეიტინგო შეხვედრების ხშირად გამართვა სჭირდება, რაც ბოლო დროს მიღწეული შედეგის განსამტკიცებლად გამოგვადგებოდა. მაგრამ ამ გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა და წელიწადნახევარია, ნაკრები უთამაშებელია. არადა, კანდიდატებს სხვაგან სად უნდა დავაკვირდე და შევაფასო, ვინ როგორ რა მდგომარეობაშია, ვინ ვის სჯობია და ა.შ?

- ტესტ-მატჩებს წინასწარი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე მაინც თუ გეგმავთ?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ორი აზრი არაა, შეკრებებისა და ტესტ-მატჩების გარეშე, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რთული მეტოქეები შეგვხდა.

- თქვენი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა წარმატებით ითამაშა და ახლა ელიტ-რაუნდში უნდა დაეწყვილებინათ. გაუგებარია, კვლავ წინასწარ შესარჩევ რაუნდში რატომ მოხვდით?

- ზუსტი მიზეზე ვერაფერს გეტყვით, საწყენი კი იყო. ალბათ იმიტომაც, სარეიტინგო მატჩები რომ ვერ გავმართეთ. და მაინც, პრობლემების მიუხედავად, მაინც შევეცდები, დარჩენილი მცირე დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ, პრობლემები მოვაგვაროთ და მაკედონიაში წარმატებით გამოვიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"