გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" ახალი სეზონისთვის მზადებას 4 ივლისს იწყებს
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი დორტმუნდის "ბორუსია" ახალი სეზონისთვის მზადებას დღეს იწყებს - რა თქმა უნდა, იმ რვა ფეხბურთელის გარეშე, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

სეზონური აბონემენტების გაყიდვების რაოდენობით, დორტმუნდელებმა შარშან და შარშანწინაც რეკორდები დაამყარეს. ახლა კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეიფორია ყოველგვარ ჩარჩოს გასცდა. თავად განსაჯეთ, "ბორუსიას" მომავალი სეზონისთვის 90 000 (!) აბონემენტის გაყიდვა შეეძლო.

პოლონეთის ნაკრების დორტმუნდელი ფეხბურთელები იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რობერტ ლევანდოვსკი და ლუკაშ პიჟჩეკი კიდევ ორ კვირას დაისვენებენ, ხოლო გერმანიის ნაკრების წევრები მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი, ილქაი გიუნდოგანი, მარსელ შმელცერი და მარკო როისი, რომელიც "ბორუსიამ" "გლადბახიდან" გადაიბირა, შვებულებიდან მხოლოდ 22 ივლისს დაბრუნდებიან.

დორტმუნდული კლუბისადმი ფანების ინტერესი კი კვლავ უდიდესია. აბონემენტების შარშანდელ მფლობელთა 97.2-მა პროცენტმა მთელი სეზონის ბილეთი ისევ შეიძინა (სულ 52 000).

"ვესტფალენშტადიონი" 80 720 ქომაგს იტევს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებს უნდათ, რომ მატჩებისთვის ჩვეულებრივი ბილეთებიც იყიდებოდეს. ასე რომ არ ყოფილიყო, "ბორუსია" ყველა ადგილზე აბონემენტს გაყიდდა...

თავად განსაჯეთ: ამ დროისთვის BVB-ს 52 000 აბონემენტი აქვს გაყიდული და გასაყიდი მხოლოდ 2 000 აბონემენტიღა დარჩა. მოთხოვნა კი უდიდესია: დღეისათვის აბონემენტის შეძენას კიდევ 37 000 ფანი ითხოვს! გამოდის, რომ გერმანიის ჩემპიონებს თავისუფლად შეეძლოთ 90 000 აბონემენტის გაყიდვა.

ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ "დორტმუნდმა" მხოლოდ ბილეთების გაყიდვით ამ ზაფხულს უკვე 20 მილიონი ევრო იშოვნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე განხორციელებული ტრანსფერების ბალანსი გაწონასწორებულია, რადგან დორტმუნდელებმა კაგავას, ბარიოსის, შტიპერმანის, ბოიდისა და აიზფელდის გაყიდვებით თითქმის ზუსტად იმდენი გამოიმუშავეს (25.7 მილიონი ევრო), რამდენიც როისის, ბიტენკურის, შიბერისა და კირხის ტრანსფერებში დახარჯეს.

10 ნომერი გიოტცეს!

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე მარიო გიოტცეს არ ენდო (მხოლოდ 11 წუთი საბერძნეთთან), დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი კი 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ასპროცენტიან ნდობას უცხადებს და მეტიც: კლოპის გადაწყვეტილებით, მომდევნო სეზონში მარიო 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გადაწყვეტილების მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ კლოპს ამით გიოტცესთვის მოტივაციის გაზრდა სურს და ცხადია ისიც, რომ კაგავას წასვლის შემდეგ იურგენი თავისი ვუნდერკინდის ადგილს გამთამაშებლის პოზიციაზე ხედავს. "მარიომ მეათე ნომერი დაიმსახურა," - ეს "ბორუსიას" სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

"ათნომრიანი ფორმით ბავშვობაში ვთამაშობდი და ცხადია, ძალიან მიხარია, რომ ბუნდესლიგაშიც "ათიანი" ვიქნები.

ეს ჩემი საყვარელი და საოცნებო ნომერია," - უთხრა გიოტცემ "ბილდს" და იქვე დასძინა, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების უმრავლესობა "ათიანები" იყვნენო.

"დორტმუნდის" უახლეს ისტორიაში ეს საპატიო ნომერი ტომაშ როსიცკის, უფრო ადრე კი გენიალურ ანდრეას მიოლერს ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში გიოტცე 11-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელსაც ახლა "გლადბახიდან" შეძენილი როისი მიიღებს. ნომრების კუთხით "დორტმუნდში" სხვა ცვლილებებიცაა: ილქაი გიუნდოგანი გასულ სეზონში 21-ე ნომერი გახლდათ, ახლა კი 8 აიღო; სვენ ბენდერი 23-ე ნომრით თამაშობდა, ახლა კი 6-იანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა