თუ შარაპოვამ მერვედფინალურ ეტაპზე ვერ შეძლო ლიდერობის დაცვა WTA-ს კლასიფიკაციაში, კვიტოვამ გუშინ შარშანდელი ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა
თუ მარია შარაპოვამ მერვედფინალურ ეტაპზე ვერ შეძლო ლიდერობის დაცვა WTA-ს კლასიფიკაციაში, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ გუშინ შარშანდელი ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა.

წინა მიმოხილვებში უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამერიკელი სერენა უილიამსი გაჭირვებით მიიწევდა წინ და უძნელდებოდა მეტოქეების დამარცხება.

მან ბოლო ორ რაუნდში ორი სამსეტიანი მატჩი ჩაატარა, თანაც, ჩინელ ჟიე ჟენგს მესამე პარტია 9:7 მოუგო.

თუმცა პეტრა კვიტოვაც არ იყო დამაჯერებელი თავის მოგებებში. მერვედფინალში მასაც გვარიანად გაუჭირდა, როცა პირველი სეტი წააგო ფრანჩესკა სკიავონესთან და მეორე პარტიას ბრეიკით აგებდა.

ამიტომაც რთული იყო სერენასა და პეტრას მატჩში რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. მოიგებდა ის, ვინც ამ ტურნირზე თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა.

ეს ამერიკელმა შეძლო: ის ფანტასტიკურად მოქმედებდა თავის მოწოდებაზე - 13 ეისი ჩააწოდა და ქულების 86 პროცენტი მოიგო. ამიტომაც იყო, რომ კვიტოვამ ბრეიკი ვერ გააკეთა, სერენამ კი პირველი სეტის დასაწყისში და მეორეს ბოლოს ორი ბრეიკი აიღო და განაგრძო სვლა უიმბლდონზე მეხუთე ტიტულისკენ.

აღსანიშნავია, რომ კვიტოვამ ბოლო 17 მატჩში უიმბლდონზე მხოლოდ მეორედ წააგო. აქამდე ბოლო წაგება 2010 წლის ნახევარფინალში იმავე სერენა უილიამსისგან ჰქონდა.

ახლა წინ გველის უაღრესად საინტერესო ნახევარფინალი უილიამსსა და ვიქტორია აზარენკას შორის, რომელმაც დღის ბოლო მატჩში ორ სეტში დაამარცხა ავსტრიელი ტამირა პაჩეკი.

ფანტასტიკური სცენარით განვითარდა შეხვედრა გერმანულ დერბიში. წინა დღის გმირებს - საბინ ლისიცკისა და ანჟელიკ კერბერს შორის ურთიერთობა ორი საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში კერბერმა მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო კიმ კლაისტერსს, ლისიცკიმ კი ასევე ორ სეტში მოუგო მარია შარაპოვას.

პირველი სეტი კერბერმა იოლად მოიგო - 6:3 და მეორეში 3:0 დაწინაურდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩის მოწმენი გავხდებოდით. ლისიცკიმ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და მეორე პარტიაში გაათანაბრა ანგარიში.

ამის შემდეგ მეტოქეები ტაი-ბრეიკამდე ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მე-13 გეიმში კი კერბერს ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ლისიცკიმ ორივე მოიგერია და 9:7 მოიგო.

გადამწყვეტ პარტიაში ორივე ჩოგბურთელს უჭირდა საკუთარი გეიმების შენარჩუნება და ორმხრივ შეცდომებში ლისიცკიმ მოახერხა წინ გასვლა - 5:3. მაგრამ საბინმა მატჩის მოგების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - მან მატჩზე ვერ ჩააწოდა. უფრო მეტიც, კერბერს ზედიზედ ოთხი გეიმი მოაგებინა და დამარცხებულმა დატოვა კორტი.

კერბერი მეორედ გავიდა "დიდი სლემის" ნახევარფინალში - ანჟელიკს ამ ეტაპზე 2011 წელს აშშ-ის ღიაზე აქვს ნათამაშები.

გუშინ ერთი მეოთხედფინალის დასრულება წვიმის გამო არ მოხერხდა - აგნიეშკა რადვანსკასა და მარია კირილენკოს მატჩი მაშინ შეწყდა, როცა გადამწყვეტ, მესამე პარტიაში ანგარიში 4:4 იყო.

გუშინვე გაიმართა მამაკაცებს შორის წინა დღეს გადადებული ხუთი მერვედფინალი. ბევრს ელოდნენ ესპანელი დავიდ ფერერისა და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრისგან, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - ფერერმა მეტოქის ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სამ სეტში მოიგო, რითაც პირველად გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში.

ფერერის შემდეგი მეტოქე ენდი მიურეი ნაჩვევია მეოთხედფინალში თამაშს - ის ამ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გავიდა. ამისთვის ბრიტანელს დიდი ჯაფა არ დასდგომია - მანაც სამ სეტში დაასრულა თავისი შეხვედრა ხორვატ მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ჩილიჩი გუშინდელ შეხვედრას რვამატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა.

რაც შეეხება მიურეისა და ფერერის ურთიერთდაპირისპირებას, მათ შორის ანგარიში საყაიმოა - 5:5.

ტრადიციას არ უღალატა ჟო-ვილფრიდ ცონგამ და ისევ გვიან შევიდა თამაშში. ამის გამო ფრანგმა წააგო პირველი სეტი ამერიკელ მერდი ფიშთან.

ეს უკანასკნელი მეორე სეტშიც დიდ წინააღმდეგობას უწევდა ცონგას, მაგრამ ტაი-ბრეიკზე დამარცხდა, მესამე და მეოთხე პარტიებში კი ჟომ თითო ბრეიკით გააღწია ფონს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი. მას მეტად საინტერესო მეტოქე ჰყავდა ამერიკელი ბრაიან ბეიკერის სახით.

ამ უკანასკნელს რამდენიმე ოპერაციის გამო ხუთი (!) სეზონი გაუცდა და დანებებული ჰქონდა თავი ჩოგბურთისთვის, მაგრამ წელს დაბრუნდა და უკვე დიდ შედეგებსაც მიაღწია - სეზონი 458-ე ჩოგანის რანგში დაიწყო და ახლა ასეულში შეაღწია.

თუმცა გუშინ მან მხოლოდ მეორე სეტში გაუწია წინააღმდეგობა კოლშრაიბერს, როცა ტაი-ბრეიკზე დამარცხდა, დანარჩენ ორ პარტიაში კი მხოლოდ ოთხი გეიმის აღება შეძლო.

კაცები

1/8-ფინალი

ფლორიან მაიერი (გერ, 31)-რიშარ გასკე (საფ, 18) 6:3, 6:1, 3:6, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9) 6:3, 6:2, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 16) 7:5, 6:2, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-მერდი ფიში (აშშ, 10) 4:6, 7:6(4), 6:4, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 6:1, 7:6(4), 6:3.

1/4-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფ. მაიერი (31); ფედერერი (3)-იუჟნი (26); ფერერი (7)-მიურეი (4); ცონგა (5)-კოლშრაიბერი (27).

ქალები

1/4-ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-საბინ ლისიცკი (გერ, 15) 6:3, 6:7(7), 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მარია კირილენკო (რუს, 17) 7:5, 4:6, 4:4 შეწყდა; სერენა უილიამსი (აშშ, 6)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:3, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:3, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"