ვაჟებში ჩემპიონობა შალვა ნადირაშვილმა მოიპოვა: შავი ფიგურებით მან ერთპიროვნულ ლიდერს - დიმიტრი კვარაცხელიას სძლია და 7 ქულა მოაგროვა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 3 ივლისს დამთავრდა 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს პირველობისთვის შესარჩევი ტურნირიც იყო.

უკვე გაუწყეთ, რომ გოგონებში შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა ოქროს მედალი ნანი უნაფქოშვილმა. 3 ივლისს მან ადა ქაქუთიასაც სძლია და 9 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა.

გამარჯვებულს ქულანახევრით ჩამორჩა ანა შამათავა, რომელმაც 3 ივლისს შავი ფიგურებით მარიამ ჯავახიშვილი დაამარცხა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მარიამ ჭოლაძე - ანა კუჭავა 1:0, ნატო იმნაძე - მაია მუმლაძე 1:0, თეა ჭოლაძე - დეა გოგიშვილი 0:1, ნინო გუმბერიძე - ლიკა კობეშავიძე 0:1.

საბოლოო მდგომარეობა: უნაფქოშვილი - 8, შამათავა - 6,5, მ. ჭოლაძე - 6, კუჭავა - 5,5, იმნაძე - 5,5, გოგიშვილი - 5, კობეშავიძე - 5, ქაქუთია - 3, თ. ჭოლაძე - 3, გუმბერიძე - 2,5, ჯავახიშვილი - 2,5, მუმლაძე - 1,5 ქულა.

ვაჟებში ჩემპიონობა მოიპოვა შალვა ნადირაშვილმა: შავი ფიგურებით მან ერთპიროვნულ ლიდერს - დიმიტრი კვარაცხელიას სძლია და 7 ქულა მოაგროვა. მეწინავეთა დანარჩენი ორთაბრძოლები: ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - ირაკლი ბერაძე 0:1, ზურაბ ჯავახაძე - რევაზ ტეტუნაშვილი 1:0, ლევან ბრეგაძე - ალექსანდრე ებრალიძე 1:0, გიორგი ნიკოლაშვილი - ნიკა ღვამბერია 0:1.

პირველ ათეულში ადგილები ასე განაწილდა: ნადირაშვილი - 7, კვარაცხელია - 6,5, ბერაძე - 6,5, ჯავახაძე, ბრეგაძე, ღვამბერია - 6-6, ქუმსიაშვილი - 5,5, ნიკოლაშვილი, ნინო ხომერიკი, ებრალიძე - 5-5 ქულა.

ჩემპიონები - უნაფქოშვილი და ნადირაშვილი მსოფლიოს პირველობაზე ითამაშებენ.

პოლონეთშიც იმარჯვა

ამას წინათ სომხურ ჯერმუკში კარენ ასრიანის მე-5 მემორიალში შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. ამჯერად მან პოლონეთში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონის - ადოლფ ანდერსენის 21-ე მემორიალში მოსინჯა ძალები.

ძირითად ტურნირში 19 ქულით მასპინძლებთან - კამილ სტაჩომიაკსა და ალექსანდრ ჰნიდიუკთან VI-VIII ადგილები გაინაწილა და კიდევ 5 მოჭადრაკესთან (ვიდმანტას მალისკაუსკასი, ლიტვა - 22, პაველ იარაში, პოლონეთი - 21, სპარტაკ ვისოჩინი, უკრაინა - 21, მიხაილ კრასენკოვი, პოლონეთი - 20, სერგეი კასპაროვი, ბელარუსი - 20) ერთად მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ზედიზედ სძლია სპარტაკ ვისოჩინს (1,5:0,5), პაველ იარაშს (1,5:0,5), სერგეი კასპაროვს (2:1) და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე-მესამე ადგილები კასპაროვსა და იარაშს ერგოთ.

გაგუნაშვილი ფინალს მიღმა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატები რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში.

ნახევარფინალში ქართველთაგან მხოლოდ მერაბ გაგუნაშვილი მონაწილეობდა. რაპიდში 5 ტურის შემდეგ მას 3 ქულა ჰქონდა და საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა.

სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და, შესაბამისად, ფინალისკენაც ვერ გაიკაფა გზა. მე-6 ტურში კირილ კუდერინოვს დაუზავდა, მეშვიდეში ვალერი ნევეროვს სძლია, მერე ფრანგ ვლადისლავ ტკაჩიევთან დამარცხდა, ბოლო ტურში ნიკალაი ჩადაევს შეუთანხმდა ყაიმზე და 9 შესაძლებლიდან 5 ქულას მოუყარა თავი.

მეწინავეთაგან მე-9 ტურში მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს კირილ კუდერინოვი - იგორ კურნოსოვი, ლე ქუანგ ლიემი - ალექსეი დრეევი; ალექსანდრ მოისეენკომ დმიტრი ანდრეიკინი დაამარცხა, ხოლო ვლადისლავ ტკაჩიევმა რინატ ჯუმაბაიევს აჯობა.

საბოლოოდ 9 შესაძლებლიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი იგორ კურნოსოვს ხვდა. ოთხმა მოჭადრაკემ 6-6 ქულა მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მეორე-მესამე ადგილები ალექსეი დრეევსა და ვლადისლავ ტკაჩიევს ერგოთ.

სამივე მოჭადრაკე 6 ივლისიდან რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

3 ივლისს მოჭადრაკეები ბლიცში (3 წუთს+2 წამი) გაეჯიბრებიან ერთმანეთს ფინალის, ასევე, 3 საგზურის მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს