"ლელოს" მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...

"ლელოს" მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) სპორტის ექსპერტთა საბჭო (თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე) რამდენიმე თვეა მუშაობს საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.

გუშინ პარლმენტში გამართულ ექსპერთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს დოკუმენტის მესამე თავი, რითაც ფაქტობრივად დასრულდა პროექტი, რომელიც გაეროს იუნისეფის დაკვეთით განხორციელდა.

საქართველოს ისტორიაში პირველად შეიქმნა ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ევროპული მოდელის ეროვნული პროგრამა. ამ მოდელმა უკვე გაიარა ექსპერტიზა ლონდონის ბავშვთა სპორტის ცნობილ ცენტრში და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ვაჟა შუბლაძემ, რომელმაც გააანალიზა გაწეული საქმიანობა, ლონდონელთა დასკვნის ბოლო სტრიქონებიც გააცნო სხდომას: "ჩვენს წინაა ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. სასიამოვნოა, რომ გამოვლინდა ქართველ სპეციალისტთა მაღალი დონე".

ექსპერტების გარდა სხდომას ესწრებოდნენ იუნისეფის, საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისროების წარმომადგენლები.

იუნისეფის მაღლჩინოსანმა ბენჟამინ პერკსმა განაცხადა: "მადლობა ყველას, პროგრესი აშკარაა, ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია სასკოლო სპორტის სრულყოფის საკითხებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ წარმატება ადგილობრივ კვალიფიციურ სპეციალისტებზე იქნება დამოკიდებული".

ვაჟა შუბლაძემ სამომავლო სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა. ჩატარდება პროექტის დასრულებისადმი კონფერენცია და პრეზენტაცია, განიხილება სპორტის აკადემიის დაფუძნების საკითხი, იგეგმება ზემოხსენებული ნაშრომის მრავალტირაჟიანი გამოცემა.

სხდომის შედეგები ვაჟა შუბლაძემ შეაჯამა.

თენგიზ თომაშვილი

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა