შაოლაიში, მე-5 მსოფლიო თამაშებში - "სპორტი ყველასათვის" მონაწილეობის მისაღებად ქართული საბრძოლო ხელოვნების, ხრიდოლის დელაგაცია მიემგზავრება
5-11 ივლისს ქალაქ შაოლაიში (ლიტვა), მე-5 მსოფლიო თამაშებში - "სპორტი ყველასათვის" მონაწილეობის მისაღებად ქართული საბრძოლო ხელოვნების, ხრიდოლის დელაგაცია მიემგზავრება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ტრადიციული ეროვნული სპორტული სახეობების საჩვენებელ გამოსვლებში.

თამაშები 2 ნაწილად არის დაყოფილი: პირველი - შეჯიბრებები, მეორე - საჩვენებელი გამოსვლები. სულ შაოლაი 60 ქვეყნის 8 000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.

საჩვენებელ გამოსვლებში საქართველოსთან ერთად გამოდიან კენიის, ინდონეზიის, სამხრეთ კორეის, რუსეთის, გერმანიის, ჩინეთისა და ისრაელის დელეგაციები.

ჩვენები მონაწილეობას მიიღებენ თამაშების საზეიმო გახსნაში და მაყურებელს 6-წუთიან წარმოდგენას შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ ხრიდოლის საჩვენებელი დადგმა რამდენიმეჯერ გაიმართება თამაშების მსვლელობისას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს დელეგაციას დახურვის გალა-წარმოდგენაში მონაწილეობის საპატიო მისიაც ხვდა წილად.

"აქტიური ხალხი უკეთესი მომავლისთვის" - ასეთია თამაშების სლოგანი. ღონისძიებას "სპორტი ყველასათვის" მსოფლიო ასოციაცია ლიტვის პრეზიდენტის - დალია გრუბაუსკაიტეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და იუნესკოს პატრონაჟით ახორციელებს.

თამაშების მიზანია ქვეყნების ტრადიციული სპორტული სახეობების პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მშვიდობის პროპაგანდა.

მსოფლიო თამაშები "სპორტი ყველასათვის" პირველად 1992 წელს ქალაქ ბონში ჩატარდა. მას შემდეგ ღონისძიებების მასპინძელი იყო ტაილანდი, გერმანია და კორეა. მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა კორეაში, სადაც 101 ქვეყნის 10 000-ზე მეტი წარმომადგენელი ჩავიდა თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

JV
ჟურნალისტებმა თავისი საქმე რო ისწავლონ კარგია იქნება და სურათის ატვირთვისას მიაქციონ ყურადღება რა ფედერაციის სურათს დებენ! დინამოს თამაშზე ლოკომოტივის გუნდის სურათები რო იდოს მგონი არ არის სწორი,ლამაზი....
gaga
და თუ კითხულობთ ამ კომენტარებს მოვითხოვთ სურათის ამოღება, რადგან ისე გამოაქვეყნეთ ეს სურათი რომ არც შეგეკითხიათ ჩვენი ორგანიზაციისთვის!!!
gaga
ეს და ვითომ ჭურნალისტები ოღონდ დაწერონ რამე და სულაც არ ამოწმებენ ფაქტებს და საავტორ უფლებებს!!! მემგონი დროაა შეიტანოს საჩივარი ერთ ორ გამომცემლობაზე,შეიძლება უშველოს და სხვა დროს ცოტა ყურადღებით დაწერონ მასალა!!!
მგელი :)
საქართველოში 7 ხრიდოლის ფედერაციაა და რატომ არ წერია რომელი იყო წასული ? სახელები და გვარები ორგანიზატორების და მონაწილეების ? ვიღაცა ხომ არ ეფარება ამ სახელს ? სურათი კიდევ საერთოდ შავფაროსნების უდევთ და ეს ან ჟურნალისტის გაუნათლებლობაა :) ან ორგანიზაციის უზრდელობა :)
gabrieli
მე ლიტვაში მცხოვრები ქართველი ვარ. ფესტივალს ვესწრები ამჟამად. შევხდი და გავიცანი ჩამოსული ქართული დელეგაციის წევრები. ძალიან კარგად გამოვიდა ქართული გუნდი, ფესტივალის მონაწილეები და მასპინძლები აღტაცებულები არიან ხრიდოლის საჩვნებელი ნომრით. ქართული გუნდი ფესტივალის საუკეთესო ჯგუფად აღიარეს და მას მიანიჭეს ყველაზე ცეცხლოვანი და ენერგიული ჯგუფის წოდება. სამწუხაროდ ვერ გვასახელეს ფესტივალზე არაოფიციალურად ჩამოსულმა კარატისტებმა. ჯერ იყო ტურნირის ოფიციალური გახსნის დროს, როცა ჩოხა-ახალუხითა და ქამარ-ხანჯლით აღჭურვილი ხრიდოლის გუნდი გამოჩნდა მთელი დარბაზი დიდი ოვაციით შეხვდა, მაგრამ გავოცდი როცა მათ შორის დავინახე შლოპანცებით და თუ კარგად მახსოვს ყვითელი "ნიფხვით" შემოსილი ერთი "სპორტსმენი". შემრცხვა, ძალიან სასაცილოდ ჩანდა ტრიბუნებიდან ამ ჩოხოსან ქართველებს შორის ასე ჩაცსმული კაცი. როგორც შემდეგ გავარკვიე ეს კაცი აღმოჩნდა კარტეს ქართული "დელეგაციის" წარმოაგენელი ჭაბუკა მახარაძე რომელიც ძალად შემძვრალა ხრიდოლის ბიჭებს შორის. უთხოვიათ ნუ გვიდგები პარადზე ასეთი ჩაცმულობითო და ვერ მოუცილებიათ. დავინტერესდი რამდენად შედეგიანი იქნებოდა ამ კარატისტის გამოსვლა, ეჭვი შემეპარა, არ ჰქონდა სპორტული აგებულება. აღმოჩნდა რომ მეორედაც უდა შევერცხვინეთ ამ კაცს, ის გამოიძახეს და არ გამოცხდდა საჩხუბრად. შევესწარი ატყუებდა უკრაინის დელეგაციის წევრებს: ვიჩხუბე და წავაგეო, რომ უთხრეს არ გამოსულხარო. თავბრუსხვევა ვიგრძენი და არ გამოვედი მაგიტომო. მოკლედ პარადზე შლოპანცებით და ტრუსიკით გამოვარდა და ჩხუბის წინ თავბრუდაეხვა. როგორც შემდეგ გავარკვიე ეს "კარატისტი" სპორტისამინისტროს ნებართვის გარეშე არაოფიციალურად, საკუთარი ხარჯით ჩამოსულა შეჯიბრზე... ისე ზოგადად საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ფესტივალის საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. მთელი ლიტვა ქართულ გუნდზე ლაპარაკობს...
giorgi
კარგი იქნებოდა უფრო დაწვრილებით გაგეგოთ ინფორმაცია მარტო ხრიდოლის დელეგაცია არ მიდის ლიტვაში, აგრეთვე კარატე დოს წარმომადგენლებიც მიდიან შეჯიბრებაზე შაოლიაში ადრეც იყვნენ მარტის თვეში ტურნირზე. კარგი იქნებოდა უფრო მეტ ყურადღებას ამ სპორტსაც თუ დაუთმობდით.
besiki
იცით რა მაინტერესებს?! რატომ არ მიდის ქვეყანაში ხრიდოლის მასობრივი პოპულარიზაცია ან საერთოდ რატომ არ ტარდება ქვეყნის მასშტაბით თამაშები სპორტის ქართულ სახეობებში, რაღაც ოლიმპიადის მაგვარი?
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს