საქართველოს მე-20 ჩემპიონატი საინტერესო ამბებს გვპირდება. გაძლიერდა შსს, შეიქმნა არმიის გუნდი, ჩემპიონატს უბრუნდება "ქუთაისი"...

საქართველოს მე-20 ჩემპიონატი საინტერესო ამბებს გვპირდება. გაძლიერდა შსს, შეიქმნა არმიის გუნდი, ჩემპიონატს უბრუნდება "ქუთაისი"...

გუშინ ახალი, არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ - "სოხუმი" სუპერლიგას ორი ამერიკელით შეხვდება. ათიოდე დღეში საქართველოში ჩამოვლენ ძმები რიჩარდ და კარლ დამუსები. ისინი ლაშა ფარღალავას ამხანაგები არიან, ამერიკის კოლეჯების ლიგიდან ესპანეთში ჩავიდნენ, სადაც ება-ს ლიგის წარმომადგენელ "კინტანარში" თამაშობდნენ. რიჩარდი 198 სმ სიმაღლისაა, კარლი - 202-ის. ამ უკანასკნელს ცენტრად თამაშის გამოცდილებაც აქვს.

მათ გარდა "სოხუმს" შეიძლება ლაშა ფარღალავაც დაემატოს, რომელიც შარშან "მონტანა სტეიტ ბილინგსის" ღირსებას ამერიკის კოლეჯების ლიგაში იცავდა. ლაშა ამჟამად ლიტვაშია და "პალანგასთან" ერთად ვარჯიშობს. დარჩება თუ არა გუნდში, ჯერ არ გადაუწყვეტია:

- აქ ფინანსურად მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ "პალანგა" ყველა ლეგიონერმა დატოვა და უკრაინულ "დონეცკთან" მატჩს ძველი შემადგენლობიდან ხუთნი შევრჩით.

ფარღალავას თქმით, თუ "პალანგაში" არ დარჩა, ვიდრე სხვა გუნდს მოძებნის, "სოხუმს" შეუერთდება.

ახლა სოხუმელთა მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას მოვუსმინოთ.

- სოხუმის უნივერსიტეტის სახელით საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე წლის წინაც თამაშობდით. წლეულს თუ დაგაფინანსათ სასწავლებელმა?

- როცა სოხუმის უნივერსიტეტს ბატონი ოთარ ჟორდანია ხელმძღვანელობდა, გაჭირვების მიუხედავად საკალათბურთო კლუბს მაინც პატრონობდა. სასწავლებლის ამჟამინდელი უფროსობა კი გუნდის დაფინანსებაზე უარს აცხადებს.

- უმაღლეს ლიგაში გამოსვლაში ვინ გეხმარებათ?

- მოვძებნეთ სხვა წყარო, რომლის დახმარებითაც ფედერაციის ძველი დავალიანებაც გავისტუმრეთ და ახალი სეზონისთვისაც ვემზადებით.

- როდის შეიკრიბეთ და სად ვარჯიშობთ?

- წვრთნას ერთი კვირის წინ შევუდექით. დიღომში, "დინამოს" ბაზაზე ვემზადებით.

- იქნებ შემადგენლობა გაგვაცნოთ...

- მეორე მწვრთნელად დიმიტრი ჟაკობოვი იმუშავებს. გუნდში ვარჯიშობენ გიორგი კვეტენაძე, ირაკლი ჩლაიძე, ირაკლი სორდია, თემურ კანკია, ვანო აბულაძე, ნიკა გაბელია, გელა კოპალიანი. დაგვემატება ორი ტანმაღალი ამერიკელი და, ალბათ, ლაშა ფარღალავა, რომელიც ამჟამად ლიტვაშია. თუ ლაშა ვერ ჩამოვიდა, ერთ გამთამაშებელს ამერიკიდან ჩამოვიყვანთ.

- ორი უცხოელის დამატება გადაწყვეტილია?

- ისინი თვითმფრინავის ბილეთებს ელიან. დაახლოებით ათ დღეში შემოგვიერთდებიან.

- როგორი მოთამაშეები არიან?

- "სუპერები" არ არიან, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში ურიგოდ არ უნდა ითამაშონ.

- ახალ სეზონში რა იქნება გუნდის მიზანი?

- წინასწარ ვიტყვი - ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლებთ, ხუთეულში მოხვედრას კი ვეცდებით. ჩვენი მთავარი ამოცანა ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის გამოცდილების მიცემა იქნება, რაშიც სუპერლიგის ძლიერ მეტოქეებთან თამაშიც დაეხმარებათ და ამერიკელებთან ვარჯიშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა