ევროპის 2012 წლის ჩემპიონატმა რეიტინგის პირველ ათეულში მოსალოდნელი გადაადგილებები გამოიწვია
ფიფა/კოკა-კოლას ახალი, ივლისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები კიდევ ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 357 ქულით 97-ე ადგილზე იმყოფება.

პირველობას კვლავ არავის უთმობს ესპანეთის ნაკრები (1691 ქულა), რომელმაც სულ ახლახან ევროპის 2012 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენს სხვა მეტოქეებს რაც შეეხება, საფრანგეთი კვლავ მე-14 პოზიციაზეა, ბელარუსი 8 ადგილი დაქვეითდა და 77-ეა, ფინეთს კი, რომელიც ერთი ადგილით დაწინაურდა, 74-ე პოზიცია უჭირავს.

ევრო 2012-ის შემდეგ რეიტინგის პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა და პირველ რიგში, ტურნირის ვერცხლის პრიზიორი იტალიის ნაკრების 6 ადგილით დაწინაურება და მე-6 პოზიციაზე ყოფნაა აღსანიშნავი.

4 ადგილით აღზევდა პორტუგალიის ნაკრები და მე-5 ადგილზეა. გერმანია 1 საფეხურით აღზევდა, ინგლისი 2-ით და მათ, შესაბამისად, მე-2 და მე-4 პოზიციები უჭირავთ. აღსანიშნავია ჰოლანდიელთა 4 ადგილით დაქვეითებაც.

ბრაზილიელები კი 6 საფეხურით დაქვეითდნენ და ათეულს მიღმა მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

ფიფას რეიტინგის პირველი ათეული ამგვარად გამოიყურება:

1. ესპანეთი

2. გერმანია

3. ურუგვაი

4. ინგლისი

5. პორტუგალია

6. იტალია

7. არგენტინა

8. ჰოლანდია

9. ხორვატია

10. დანია

vasiko basiladze
მალე პირველ ადგილზე ავალთ თუ ეს ფედერაცია გვეკოლა საერტოდ აგარ გვეყოლება ნაკრები
ჩიკო
ბრაზილია ათეულს მიღმა??? რავიცი-რავიცი... არადა ამ ათეულიდან 7-8 გუნდს უეჭველი წამოიხევს
Achi
სრულად ასახავს ნაკრებების სიძლიერეს დღეისთვის
giorgi
მართლა ძალიან უსუსური გუნდი გვყავს :(
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა