ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ცქიტო ბასკეთში დაბრუნდა

ცქიტო ბასკეთში დაბრუნდა

ესპანეთის ჩემპიონატისთვის გამალებით ემზადებიან საქართველოს ნაკრების წევრები. შეგახსენებთ, რომ პირენეებზე თამაშობენ ნიკა ცქიტიშვილი, ტორინ გრინი, ქუინტონ ჰოსლი და ტაირონ ელისი...

ესპანეთის ჩემპიონატისთვის გამალებით ემზადებიან საქართველოს ნაკრების წევრები. შეგახსენებთ, რომ პირენეებზე თამაშობენ ნიკა ცქიტიშვილი, ტორინ გრინი, ქუინტონ ჰოსლი და ტაირონ ელისი.

ელისი ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსებას ოთხი წლის განმავლობაში იცავდა (2006-2009). ამ ზაფხულს ნაკრებში იმიტომ ვერ ჩამოვიდა, რომ მისი მეუღლე ბავშვს ელოდა. ამიტომ ტაირონმა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სთხოვა, ერთი წლით დაესვენებინათ. ელისი მზადაა ჩვენს ნაკრებში დასაბრუნებლად და თუ მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გამოუძახებს, სიამოვნებით ჩამოვა. ასე რომ, ისევე, როგორც შარშან, ტაირონ ელისის მიერ ჩატარებულ საკლუბო მატჩებს ძველებური ინტერესით უნდა მივადევნოთ თვალი.

არის ერთი დაბრკოლება: ელისის არყოფნის გამო წლეულს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურა ტორინ გრინმა მოირგო. ერთი ხელის მოსმით მის ადგილას ისევ ელისის დაბრუნება შეიძლება სამართლიანი სულაც არ იყოს. ამიტომ იგორ კოკოშკოვს ზაფხულამდე სერიოზული საფიქრალი ექნება. რა გამოსავალს მოძებნის, ძნელი სათქმელია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ევროპის ჩემპიონატზე გრინიც წაიყვანოს, ელისიც და, ვინ რომელ თამაშშიც დასჭირდება, ის ათამაშოს.

რაც შეეხება მესამე ნატურალიზებულს - ქუინტონ ჰოსლის, იგი წლეულს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშია (მწვრთნელს კონკრეტული მატჩის განაცხადში ერთი ნატურალიზებულის შეყვანის უფლება აქვს). აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, მას 2011 წელს საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცეს. თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატის მიმოხილვებში ცქიტიშვილზე, გრინსა და ელისზე წერისას ორიოდე სიტყვით ჰოსლის თამაშსაც შევეხებით.

დავიწყოთ ნიკა ცქიტიშვილით, რომელსაც თბილისში ბავშვი შეეძინა და ესპანეთიდან სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. ნიკა "ლაგუნ აროს" უკვე დაუბრუნდა და სანსებასტიანელებთან ერთად მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ბასკების მეტოქე ფრანგული "პო ორტეზი" იყო, რომელმაც მასპინძლებს საწყის 30 წუთში დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მეოთხე რაუნდში კი "ლაგუნ აროს" კალათისკენ "გზა დაეკარგა" და 6:20 დათმო. საბოლოოდ 78:60 ცქიტიშვილის გუნდის სასარგებლოდ.

"გამარჯვებულთა შორის ყველაზე სასარგებლო ალბერტო მირალესი იყო - 15 ქულა, 8 მოხსნა. წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა ცქიტიშვილმა: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

ტორინ გრინის "გრან კანარიას" "დიპუტასიონის თასის" მოგებამდე ცოტა დააკლდა. ფინალში კანარის კუნძულელებმა ბოლო წუთებზე წააგეს "კახა ლაბორალთან" - 62:67. არადა, გრინის თანაგუნდელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო - პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. ლაბორალელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანი 11 ქულით დატოვა.

მანამდე "გრან კანარიამ" "ვალიადოლიდთან" სტუმრად 84:87 დათმო. გრინმა 10 ქულა მიითვალა.

ტაირონ ელისი სეზონის დასაწყისში "კახასოლიდან" მადრიდის "ესტუდიანტესში" გადავიდა. სტუდენტებმა მორიგ საკონტროლო მატჩში ევროლიგის წარმომადგენელ "ვალენსიასთან" ათქულიანი სხვაობით წააგეს - 65:75.

ტაირონმა 7 ქულა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი ბელგიელი დრიესენი გახდა - 17 ქულა.

ორიოდე დღის შემდეგ "ესტუდიანტესმა" "გრანადასთან" 84:70 იმარჯვა. ტაირონ ელისს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ბოლოს ქუინტონ ჰოსლიზე, რომელიც თურქული "იზმირიდან" კატალონიურ "ხუვენტუდში" გადავიდა. ამხანაგურ მატჩში ჰოსლის ახალმა კლუბმა 78:85 დათმო ვოვა ბოისას ყოფილ გუნდ "მენორკასთან". ქუინტონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 8 ქულით გამოირჩა.

ორიოდე დღით ადრე კი "ხუვენტუდი" კატალონიის ჩემპიონობისთვის "ბარსელონას" "დაეჭიდა". როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება "ბარსას" დარჩა - 95:79.

ამჯერად ჰოსლი სასტარტო იყო და საბოლოოდ 6 ქულა მოუგროვდა.

ესპანეთის ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დაიწყება. მანამდე, 29 სექტემბერს ტორინ გრინის "გრან კანარია" ევროთასის შესარჩევ მატჩში ხორვატიის "ზაგრებს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა

"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს