ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაადურ ჯობავამ ვუნდერკინდს აჯობა

ბაადურ ჯობავამ ვუნდერკინდს აჯობა

ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობის მე-4 დღე ჩვენთვის გულდასაწყვეტიც აღმოჩნდა და სასიხარულოც...
ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობის მე-4 დღე ჩვენთვის გულდასაწყვეტიც აღმოჩნდა და სასიხარულოც. დრეზდენის ოლიმპიადის ჩემპიონი ქალთა ნაკრები, სამწუხაროდ, ტურნირის უმთავრეს ფავორიტ რუსეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა - 1,5:2,5. პირველ სამ დაფაზე მეტოქეები: ნანა ძაგნიძე (2534)-ტატიანა კოსინცევა (2573), ნადეჟდა კოსინცევა (2565)-ლელა ჯავახიშვილი (2451) და სალომე მელია (2439)-ალექსანდრა კოსტენიუკი (2524) დაზავდნენ, ალისა გალიამოვამ (2482) თეთრებით ბელა ხოტენაშვილს (2464) სძლია, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დანარჩენ კონკურენტთა ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: კუბა-უკრაინა 1,5:2,5, უნგრეთი-აშშ 2:2, ბულგარეთი-ინდოეთი 2,5:1,5, სერბეთი-ჩინეთი 1,5:2,5, გერმანია-სლოვენია 2:2. ამდენად, 4 ტურის შემდეგ რუსეთმა (1), უკრაინამ, ბულგარეთმა და ჩინეთმა 8-8 ქულა მოაგროვეს და პირველ-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ლიდერებს თითო ქულით შამორჩებიან რუმინეთი, აშშ, უნგრეთი და სლოვენია. დღეს მე-5 ტურში სწორედ მათი პაექრობები იწვევს ინტერესს: უკრაინა (13)-ბულგარეთი (11), ჩინეთი (13)-რუსეთი (12,5), რუმინეთი (13)-უნგრეთი (11,5), აშშ (12,5)-სლოვენია). საქართველოს ექვსქულიანი ქალთა ნაკრები (12) აზერბაიჯანის გუნდს (11) დაუპირისპირდება.

გაგვახარეს ჩვენმა ბიჭებმა, რომლებმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბაადურ ჯობავამ (2710) მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ნორვეგიელი ვუნდერკინდი მაგნუს კარლსენი (2826) დაამარცხა. ქართველმა დიდოსტატმა პარტიის მე-6 სვლაზე სიახლე გამოიყენა, რამაც მას დებიუტშივე მოუტანა უპირატესობა.

ნორვეგიელებთან პაექრობისას დანარჩენ სამ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა (2628) იონ ლუდვიგ ჰამერთან (2633) ქულა გაიყო, ლევან ფანცულაიამ (2599) და თამაზ გელაშვილმა (2611), შესაბამისად, ფროდ ელსნესი (2485) და რინგლანდ ჰანსენი (2429) დაამარცხეს. აქვე გაუწყებთ ვაჟთა ტურნირის მეწინავეთა შეხვედრების შედეგებს: რუსეთი (2)-ინდოეთი 3:1, უნგრეთი-ჩინეთი 2,5:1,5, სომხეთი-რუსეთი (3) 2,5:1,5, ჰოლანდია-ესპანეთი 3:1, რუსეთი (1)-აშშ 3:1, ესტონეთი-ვიეტნამი 0,5:3,5, უკრაინა-სლოვენია 2,5:15, ეგვიპტე-პოლონეთი 1:3, შვედეთი-ხორვატია 2,5:15.

ოთხი ტურის შემდეგ 7 გუნდს 8-8 ქულა აქვს. საქართველო დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი (14) დღეს ვიეტნამელებთან (12,5) გაარკვევს ურთიერთობას. ასევე ინტერესს იწვევს ლიდერების - სომხეთი (12,5)-რუსეთი 2-ის (14), უნგრეთი (11)-რუსეთი 1-ის (12,5), პოლონეთი (13)-ჰოლანდიის (11) პაექრობები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ