3 წლით და 9 თვით! არადა, ბრენო "ლაციოში" გადადიოდა...
მიუნხენის რეგიონულმა სასამართლომ "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს, ბრაზილიელ მცველ ბრენოს სასტიკი განაჩენი გამოუტანა: 22 წლის მოთამაშეს გუშინ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და თანაც, ბრენოს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებაც კი არ დაუტოვეს! სასამართლომ ბრაზილიელი დამნაშავედ სცნო - პროკურატურა ბრენოს ციხეში 5 წლით ჩაყუდებას, მისი ადვოკატი კი გათავისუფლებას ითხოვდა.

ბრენო "ბაიერნის" ფეხბურთელი 30 ივნისის შემდეგ აღარ არის, რადგან რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ამოეწურა და რომის "ლაციოში" გადასვლას აპირებდა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება - "ლაციო" კი არა, მისი კარიერა შეგვიძლია დასრულებულად მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ ბრენოს ბრალად 2011 წლის 20 სექტემბერს მიუნხენის გარეუბან გრიუნვალდში ნაქირავები ვილის გადაწვა ედებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრენომ ვილას ცეცხლი განგებ წაუკიდა და მისი მიზანი სადაზღვევო კომპანიის გაცურება იყო.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრენომ დუმილი დაარღვია და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. აქვე გეტყვით, რომ მან რამდენიმე დღის წინ მისცა ჩვენება, რომელშიც აცხადებს, "ბაიერნში" ნებისმიერ მედიკამენტზე ხელი მიმიწვდებოდაო, რითაც მიუნხენურ კლუბსაც უყენებს ბრალდებას. ამ საკითხის განხილვა გრძელდება, თავად ბრენო კი უკვე ციხეშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად