ლონდონის "არსენალის" თავკაცმა "მეთოფეთა" ვარსკვლავებზე: ვან პერსისა და არშავინზე ისაუბრა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ გაზეთებს, სადაც "მეთოფეთა" ვარსკვლავებზე: რობინ ვან პერსისა და ანდრეი არშავინზე აბსოლუტურად განსხვავებულ ტონალობაში ილაპარაკა.

მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- ვან პერსი "არსენალის" ლიდერია და მასთან განშორებას ნამდვილად არ ვგეგმავთ. საბედნიეროდ, "ემირიტსიდან" წასვლა არც მას აქვს გადაწყვეტილი.

კლუბში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რობინი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან, თუნდაც კარიერის დასრულებამდე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, რომ ის ფეხბურთს სწორედ "არსენალის" ფეხბურთელის რანგში გამოეთხოვოს.

რაც შეეხება არშავინს, ის ხასიათის ფეხბურთელად გადაიქცა. როცა თამაში მისდის, შეუძლია, ფანტასტიკურად გაისარჯოს, მაგრამ უფრო ხშირად მოედანზე "ეძინება" ხოლმე.

ძალიან გამიკვირდა, როცა რუსეთის ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო. არშავინს იმის 80% რომ ეჩვენებინა, რისი პოტენციალიც აქვს, ის ნაკრებს აუცილებლად გაიყვანდა 1/4-ფინალში. თუმცა მეჩვენება, რომ ანდრეი უკვე წასულია დიდი ფეხბურთიდან.

დაკარგა სიჩქარე და რაც მთავარია, სურვილი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს. მაშინ, როცა ის "არსენალში" მოვიდა, ეს სურვილი ჰქონდა და შესაბამისად, მას გუნდიც კარგად შეხვდა. ბოლო ხანს მას პრობლემები დაუგროვდა. მხოლოდ მე კი არა, თანაგუნდელებმაც შეამჩნიეს, რომ საკუთარ თავს უფრთხილდებოდა.

სადღაც სირბილი დაეზარა, სადღაც ბრძოლას ფეხი გაარიდა. ფიზიკური მომზადება მისი საუკეთესო მახასიათებელი არასოდეს ყოფილა, კონდიციების გასაუმჯობესებლად მუშაობა კი ეზარება.

მე მას ყოველთვის ვიცავდი, შანსს ვაძლევდი. შარშან, როცა გუნდიდან ფაბრეგასი და ნასრი წავიდნენ, მას მიეცა შესაძლებლობა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ქცეულიყო.

ანდრეის ამ თემაზე ველაპარაკე კიდეც, მაგრამ მან თავი ვერ გამოიჩინა და ჯერ სკამზე გადავსვი, მერე დუბლებშიც კი გადავიყვანე.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელს, მოედანზე გამოსულს, საკუთარი გულშემატკივარი უსტვენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!