იმაში, რაზეც მთელი საფეხბურთო გერმანია ბჭობს, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების წინახაზელ თომას მიულერს ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება...

იმაში, რაზეც მთელი საფეხბურთო გერმანია ბჭობს, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების წინახაზელ თომას მიულერს ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება: 21 წლის მიულერი დარწმუნებულია, რომ დღეს მიუნხენის „ბაიერნი“ „მაინცს“ შესანიშნავ სერიას (5 მოგება 5 თამაშში) შეაწყვეტინებს და თანაც, აუცილებლად დაამარცხებს.

„ვფიქრობ, არავინ შემეწინააღმდეგება, თუ ვიტყვი, რომ „ბაიერნი“ „მაინცზე“ გაცილებით ძლიერი გუნდია. შესაძლოა, მაინცელები უბრალოდ ჩვენზე კარგ ფორმაში არიან და პირველი ხუთი თამაში ამიტომაც მოიგეს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ „მაინცს“ დავამარცხებთ. მეტსაც გეტყვით: გამარჯვებაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ,“ - განუცხადა მიულერმა გუშინ „ბილდს“.

მოკლედ, მიულერის ფორმულა ასეთია: ძალა აღმართს მოხნავს! მიულერს სჯერა, რომ „ჰოფენჰაიმთან“ მოგებულმა მატჩმა რეკორდმაისტერს თავდაჯერება დაუბრუნა, რაც დღევანდელ თამაშში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. „ზუსტად ისეთი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ, როგორც „ჰოფენჰაიმთან“ ვიასპარეზეთ და ზუსტად ვიცი, „მაინცი“ „ალიანს არენიდან“ ერთ ქულასაც ვერ წაიღებს. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ „მაინცზე“ უკეთესი გუნდი თუნდაც „ჰოფენჰაიმია“, რომელსაც სამშაბათს 2:1 მოვუგეთ. თანაც, იქნებ ამჯერადაც ჩვენც გაგვიმართლოს და ნაადრევი გოლის გატანა შევძლოთ?“ - აცხადებს მიულერი. მართლაც: რეკორდმაისტერმა მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა - პირველ ტურში, „ვოლფსბურგთან“ (2:1).

ამასობაში, მიუნხენელთა ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ორი თავდამსხმელით ასპარეზობას სთხოვს. „რაკი ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ტრავმირებულები არიან და კიდევ დიდხანს ვერ დაგვეხმარებიან, ვფიქრობ, ტაქტიკური სქემა უნდა შევცვალოთ და მათ არყოფნაში ორი ცენტრალური თავდამსხმელით უნდა ვითამაშოთ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ვან გაალის გადასაწყვეტია,“ - აღნიშნა 31 წლის ოლიჩმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა