ტრავმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ცენტრმა NBA-ს პლეი ოფში მიიღო, კალათბურთელს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალებას არ მისცემს
ტრავმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ NBA-ს პლეი ოფში მიიღო, კალათბურთელს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ "ჩიკაგოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა.

"მე მზად არ ვარ. არ შემიძლია სირბილი, ნახტომის შესრულება... ახლა ჩემთვის რთული პერიოდი დადგა. ყველანი ველოდით, რომ ლონდონში თამაშს შევძლებდი: ჩემი მშობლები, მეგობრები, თაყვანისმცემლები... მაგრამ ეს არ მოხდება", - ამბობს ნოა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა დაზიანება "ფილადელფიასთან" პირველი რაუნდის სერიის ერთ-ერთ მატჩში მიიღო.

ახლა საფრანგეთის ნაკრების შანსი ლონდონში, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, რადგან ნოას გარდა, სავარაუდოდ, ოლიმპიადაზე გამგზავრებას ვერ შეძლებს გუნდის ლიდერი ტონი პარკერი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული.

ვენესუელაში, ლონდონის თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე, მეორე ტური გაიმართა.

A ჯგუფი

იორდანია-პუერტო რიკო 52:93

11:29, 11:25, 10:18, 20:21

ი: დაგლსი (17+7 მოხსნა).

პ-რ: რამოსი (20+9 მოხსნა), სანჩეს როსა (12), პივი (11), სანტიაგო (10+7 მოხსნა), ფრანკლინი (10), აროიო (9+5 პასი), ბარეა (8+4 პასი).

სატურნირო მდგომარეობა: პუერტო რიკო – 1 მოგება/0 წაგება, საბერძნეთი - 1/0, იორდანია - 0/2.

B ჯგუფი

ვენესუელა-ლიტვა 82:100

21:23, 15:26, 28:31, 18:20

ვ: ვასკესი (24+7 მოხსნა), კოქსი (14), ტორესი (14), ეჩენიკე (12+6 მოხსნა).

ლ: კლეიზა (28+5 მოხსნა), კალნიეტისი (13+8 პასი), პოჩიუსი (12+5 ჩაჭრა), მაჩიულისი (11+8 მოხსნა+5 პასი), იასიკიავიჩუსი (11+7 პასი).

სატურნირო მდგომარეობა: ვენესუელა – 1 მოგება/1 წაგება, ლიტვა - 1/0, ნიგერია - 0/1.

C ჯგუფი

ს. კორეა-დომინიკის რ 85:95

19:17, 22:20, 24:34), 20:24

კ: ლი (21+6 მოხსნა), ს. კიმი (14), ტ. კიმი (13), დ. კიმი (11).

დ: ჰორფორდი (30+12 მოხსნა+4 პასი), მარტინესი (16+25 მოხსნა), გარსია (13), კორონადო (11), ბაესი (11+5 მოხსნა).

სატურნირო მდგომარეობა: რუსეთი – 1 მოგება/0 წაგება, დომინიკის რესპუბლიკა - 1/0, ს. კორეა - 0/2.

D ჯგუფი

მაკედონია-ახ. ზელანდია 84:62

26:11, 18:20, 16:17, 24:14

მ: მაკალები (23+11 პასი), ანტიჩი (17+10 მოხსნა), გეჩევსკი (16).

ზ: პლეჯერი (11+11 მოხსნა).

სატურნირო მდგომარეობა: მაკედონია - 1 მოგება/1 წაგება, ანგოლა - 1/0, ახალი ზელანდია - 0/1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად