ჩვენებურმა ნახევარფინალში 0,02 წამით გააუმჯობესა შედეგი, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა
ბელგიურ ანტვერპენში 4 ივლისს დაიწყო ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობს: ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ირაკლი ბოლქვაძე, თეიმურაზ კობახიძე და დავით სიხარულიძე.

4 ივლისს ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში მოსინჯა ძალები. შესარჩევ ეტაპზე 2.16,75-ით 35 მონაწილეს შორის მე-4 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი 0,02 წამით გააუმჯობესა საკვალიფიკაციო შედეგი, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

მედლებისთვის პაექრობა 5 ივლისს, თბილისის დროით დაახლოებით 21 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოცურავეთა შორის ევროპის პირველობის ფინალისტი არ გვყოლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლქვაძე ლონდონის თამაშებში სწორედ ამ დისტანციაზე გამოვა. ოლიმპიური საგზური კი 2.16,35-ით მოიპოვა. დღევანდელ ფინალში, თუ თუნდაც ამ შედეგს გაიმეორებს, არ არის გამორიცხული, მედალსაც გამოკრას ხელი.

ბოლქვაძის გარდა, გუშინ 50 მეტრზე ბატერფლაით თეიმურაზ კობახიძე 51 მონაწილეს შორის 25,74 წამით 32-ე იყო. დავით სიხარულიძემ ამავე დისტანციაზე 26,36 წამით 45-ე ადგილი დაიკავა.

5 ივლისს 200 მეტრზე ბატერფლაით კობახიძე იასპარეზებს, ხოლო სიხარულიძე თანატოლებს 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად