შეჯიბრებაში საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, ლატვიის, უკრაინის, ბელგიისა და ესტონეთის წარმომადგენლები ჩაებმებიან
საქართველოს და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციების ინიციატივითა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, რიონისპირა ქალაქში 7-12 ივლისს 8-12 წლის მოჭადრაკეთა ევროპის თასი გათამაშდება.

შეჯიბრებაში საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, ლატვიის, უკრაინის, ბელგიისა და ესტონეთის წარმომადგენლები ჩაებმებიან. გოგო-ბიჭები შვეიცარიული სისტემით 7 ტურად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტმა სილვიო დანაილოვმა ასპარეზობის ორგანიზატორებსა და მოასპარეზეებისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნა: "საქართველო განთქმულია თავისი საჭადრაკო სკოლით. ქალაქი ქუთაისი, სადაც დაიბადა მსოფლიოს ლეგენდარული ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, გამოირჩევა მდიდარი საჭადრაკო ტრადიციებით.

2011 წელს ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს რაპიდში ქალთა შორის. ვიმედოვნებ, რომ ევროპის თასის გათამაშების მონაწილე მოზარდებშიც იქნებიან მომავალი ჩემპიონები... მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო სპორტული და შემოქმედებითი წარმატება".

მონკადა მოილიეს და ბარბერას მიაშურეს

ესპანურ მონკადაში დამთავრდა მოჭადრაკეთა მე-20 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბოლო ტურში დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი კუბელ იენიესკი პერეს ქესადას დაუზავდა, ხოლო დიდოსტატმა ლევან აროშიძემ, ასევე, კუბელი არიან პერეს გონსალესი დაამარცხა.

ორივე ჩვენებურმა 6-6 ქულას მოუყარა თავი და, შესაბამისად, მე-11 და მე-20 ადგილები დაიკავა.

საგულისხმოა, რომ ექვს-ექვსი ქულა 15-მა მოჭადრაკემ მოაგროვა. 7-7 ქულით პირველ-მეორე ადგილები რუსმა ვლადიმირ ბურმაკინმა და არგენტინელმა ფერნანდო პერალტამ გაინაწილეს. 6,5-6,5 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილებზე (უკეთესი კოეფიციენტის გათვალისწინებით) ქესადა, როლანდო ალარკონი (კუბა), ლაზარო ლორენცო (ესპანეთი), მატიე კორნეტი (საფრანგეთი) და სომაკ პალიტი (ინდოეთი) გავიდნენ.

მონკადას ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობამ შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ესპანეთშივე ბარბერა დელ ვალესს მიაშურა, სადაც 85 მოჭადრაკე (მათ შორის - 20 დიდოსტატი) გუშინ 35-ე საერთაშორისო ტურნირის მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში ჩაება. პირველობისთვის იბრძოლებს ლევან აროშიძეც, რომელმაც პირველ ტურში ინდოელ კრიშნას სძლია. დღეს, მე-2 ტურში კოლუმბიელ მიქელ მოსკუერას დაუპირისპირდება.

ბლიცშიც ვერ იყოჩაღა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გუშინ ბლიცში (3 წუთს+2 წამი) მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 28 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თბილისელმა დიდოსტატმა მერაბ გაგუნაშვილმა, რაპიდის მსგავსად, ვერც ბლიცში იყოჩაღა. შვეიცარიული სისტემით გამართულ შეჯიბრებაში მან 22 შესაძლებლიდან 12,5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ მე-8 ადგილს გამორჩა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სამი საგზური დმიტრი ანდრეიკინმა (რუსეთი, 16,5 ქულა), ლე ქუანგ ლიემმა (ვიეტნამი, 14,5) და ნიკოლაი ჩადაევმა (რუსეთი, 14,0) მოიპოვეს.

რაპიდსა და ბლიცში მედლებისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლები 7-10 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად